ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
შვეიცარიისაგან საბანკო საქმიანობის გამჭვირვალეობას მოითხოვენ
#11(119), 2009

ალპური ოფშორი

 

პატარა ალპური ქვეყნის ფინანსისტები ორმაგი დარტყმის შედეგებს იმკიან. პირველი - ფინანსური კრიზისია, ხოლო - მეორე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული შეტევები საბანკო საიდუმლოებათა ციხე-სიმაგრეზე. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ადგილობრივ ფინანსისტებს კრიზისის დაძლევაში ხელისუფლება დაეხმარა. შვეიცარიის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წელს ქვეყნის საბანკო ინდუსტრიამ 21 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ზარალი განიცადა, რაც მის ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგია.  

დანაკარგების უმეტესი წილი მსოფლიოს მასშტაბებით ორ უმსხვილეს მოთამაშეზე მოდის. UBS ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ბანკი აღმოჩნდა. მისმა დანაკარგებმა კრიზისის დროს საერთო ჯამში 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ერთი წლის წინ შვეიცარიის მთავრობამ ამ ბანკის კაპიტალი 6 მილიარდი ფრანკით (დაახლოებით 5,9 მილიარდი დოლარით შეავსო). უფრო მეტი ფინანსური გამძლეობა აღმოაჩნდა შვეიცარიის საბანკო სექტორის მეორე გიგანტს - Credit Suisse, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება არ მოუთხოვია.   
 

შვეიცარიის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა შეფასებით, კრიზისი ნაკლებად შეეხოთ მცირე კერძო ბანკებს და დიდ სახელმწიფო ბანკებს. ისინი მხარს უჭერენ საბანკო ბიზნესის ტრადიციულ მოდელებს და ნაკლები ინტერესი გამოიჩინეს ამჟამად დამკვიდრებული ახალმოდური ინვესტიციებისადმი. ისინი კრიზისისაგან სწორედ ამ კონსერვატიზმმა გადაარჩინა. სახელმწიფო ბანკებმა იმითაც მოიგეს, რომ თავის მხრიდან მეანაბრეების ყურადღება 100%-იანი სახელმწიფო გარანტიის მიცემით მიიქციეს. სახელმწიფო დონეზე ანაბრების დაზღვევა 100 000 შვეიცარიულ ფრანკამდეა გათვალისწინებული.  

 
 

"ფინანსური ზვავების" კასკადი

 

მეორე უბედურება, რომელიც შვეიცარიელებს თავს დაატყდათ, ამერიკიდან მოვიდა, როცა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა რეცესიის უფსკრულისაკენ დაეშვა და ისედაც შესუსტებული სახელმწიფო ფინანსები კიდევ უფრო შეარყია. ამერიკაში მიმდინარე საფინანსო წელი 30 სექტემბერს დასრულდა. ამერიკის ბიუჯეტის წლიურმა დეფიციტმა 1,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დიდი ნადირობის სეზონი გახსნა გადასახადებისაგან თავის ამრიდებლების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ სიმდიდრეს ოფშორულ საბანკო იურისდიქციებში მალავენ.

ამერიკის მაგალითს ევროპაშიც მიბაძეს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე შვეიცარია იმ ქვეყნების "შავ სიაში" აღმოჩნდა, რომლებიც საგადასახადო ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტებს მონდომებით არ იცავდა. ამ პრობლემის მოგვარებას ექვსი თვე დაჭირდა. ამ დროის განმავლობაში შვეიცარიამ ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმების განახლებულ ვერსიას 12 ქვეყანასთან მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებაში ცვლილებათა არსი იმაში მდგომარეობს, რომ პარტნიორ ქვეყნებს გამარტივებული წესით შეუძლიათ იმ მეანაბრეთა შესახებ ინფორმაცია მიიღონ, ვინც საკუთარ ქვეყანაში გადასახადებს ემალება.  
 

შვეიცარიის მთავრობის მხრიდან მიღებული ზომების მიუხედავად, ბერნში აღიარებენ, რომ შვეიცარიაში მოქმედი საბანკო საიდუმლოებათა წესის არსებობისადმი საერთაშორისო უკმაყოფილება არ გაქრება. ისეთ დიდ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, მხარს უჭერენ იდეას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებს შორის საგადასახადო ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში უნდა გაიცვალოს. ამ იდეის დამკვიდრება ფაქტიურად გაანადგურებს ევროპელი კლიენტებისათვის საბანკო საიდუმლოებების დაცვას შვეიცარიაში. ამ ქვეყანაში უკვე ელოდებიან, რომ ზეწოლა ამ საკითხის გადასაწყვეტად კიდევ უფრო გამკაცრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში, შვეიცარიული ბანკების იტალიურ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. დეკემბრის პირველ ნახევრამდე იტალიაში მოქმედებს ამნისტია, რომლის გამოყენებაც შეუძლია ყველას, ვინც გადასახადებს თავი აარიდა "საგადასახადო სამოთხეებში" და საკუთარი აქტივები დამალა.   

 
ბაზრის გადანაწილება 
 

ბუნებრივია, ძირითადი ფინანსური დარტყმა კვლავ UBS მა იწვნია. მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში, ამ ბანკის განყოფილებიდან (Wealth Management) უცხოელი კლიენტების კაპიტალის გადინებამ 42,3 მილიარდი ფრანკი (42 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამ ბანკიდან 207 კონსულტანტი წავიდა. ისინი ფინანსურ მომსახურებას მდიდარ უცხოელებს უწევდნენ. ნაწილობრივ, ეს იყო დანახარჯების თავიდან ასაცილებლად კადრების შემცირების ღონისძიება, მაგრამ იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვინც ამ ბანკიდან საკუთარი სურვილით წავიდა. Wealth Management-ში პირადი კავშირები არანაკლებ როლს თამაშობს. კონკრეტული კონსულტანტის ბანკიდან წასვლა არცთუ იშვიათად იმ კლიენტების დაკარგვას ნიშნავს, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ.   

საბანკო სეგმენტის ერთი მოთამაშის პრობლემები მეორესათვის ხშირად მომგებიანია. შვეიცარიაში მოქმედი ბანკის Credit Suisse განყოფილებამ private banking მიმდინარე წლის მხოლოდ მესამე კვარტალში ახალი კლიენტებისაგან (net new assets) 13 მილიარდზე მეტი ფრანკი მოიზიდა. თუ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ახალი რეალობით საბანკო სეგმენტის საშუალო მოთამაშეებმაც ისარგებლეს. შვეიცარიაში ხშირად კერძო ბანკების უმეტესობა საკუთარ საფინანსო შედეგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 2009 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბანკმა Julius Baer ახალი კლიენტებისაგან 3,4 მილიარდი, ბანკმა Sarasin – 4,8 მილიარდი, ბანკმა Vontobel – 800 მილიონი ფრანკი მოიზიდა. შვეიცარიაში ზოგიერთმა ბანკმა არსებული სიტუაციით ისარგებლა და საკუთარი ბიზნესის გაფართოვება გადაწყვიტა: მიმდინარე წლის შემოდგომაზე Julius Baer-მა მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ING Group-ის შვეიცარიულ განყოფილებას Wealth Management-ს შეიძენდა. ბანკმა Vontobel-მა გერმანული Commerzbank-ისაგან შვეიცარიული საბანკო ბიზნესი შეიძინა. 
 
ახალი გამოწვევები 
 

რამდენად სერიოზულია რისკები შვეიცარიის საბანკო სისტემისათვის მთლიანობაში? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კაპიტალისა და საბანკო კლიენტების გადინებასთან დაკავშირებით შვეიცარიის საბანკო სისტემას სერიოზული კრიზისი არ ემუქრება. გერმანიაში ან ამერიკაში მათი მდგომარეობა არ შემსუბუქდება. მათივე დასკვნის მიხედვით, კლიენტების უმეტესობა შეურიგდება ახალ რეალობას, საბანკო მომსახურების ახალ სტანდარტებს კონფიდენციალურობის მიმართულებით, რომლებსაც ევროსაბჭო და ამერიკა შეიმუშავებენ. საბანკო ინდუსტრია ცვლილებებს მაინც ვერ აცდება. კომპანია KPMG ის მიერ, სანკტ-გალენის უნივერსიტეტთან ერთად ბანკირებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპოდენტთა 67% ტრადიციული ოფშორული საბანკო ბიზნესის შემცირებას უახლოეს სამ წელიწადში ელოდება. იმავდროულად, 57% თვლის, რომ private banking ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარდება და მხოლოდ 29% ზრდას თვით შვეიცარიაში ელოდება. 

ბოლო წლებში ბანკების უმრავლესობამ ევროპელ კლიენტებს მათი ქვეყნების ტერიტორიებზე (გერმანიაში, საფრანგეთში) არსებული საბანკო განყოფილებების მეშვეობით ონშორული მომსახურება შეთავაზეს. ამ წამოწყებისას წარმატებები არცთუ თვალშისაცემი იყო. ყველა ბანკი არ აღმოჩნდა მზად ადგილობრივი საბანკო მოთამაშეებისათვის კონკურენციის გასაწევად, აგრეთვე დიდი ზარალის ანაზღაურებისთვის და საგადასახადო სამსახურების მხრიდან მკაცრი რეგულირებისთვის.
 

UBS-ის მაგალითმა აგრეთვე აჩვენა, რომ მაღალი გადასახადების ქვეყანაში ბანკის მიერ სერიოზული ბიზნესის წარმოება ამ ქვეყნის ოფშორული კლიენტებისათვის დიდი რისკების შემცველია. ერთის აღნიშვნა ნამდვილად შეიძლება: შვეიცარიული ბანკები როგორც არასდროს, დაინტერესებულნი არიან მოიზიდონ კლიენტები განვითარებადი, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებიდან. შვეიცარიული ბანკის UBS-ის ხელმძღვანელებსა და ამერიკის საგადასახადო სამსახურს (IRS) შორის გამართული სერიოზული განხილვების შემდეგ, შვეიცარიელი ბანკირები კლიენტებისაგან ინტერესდებიან, აქვთ თუ არა მათ ამერიკული პასპორტები. 

ისინი ცდილობენ კლიენტები დაარწმუნონ, რომ სერიოზული არაფერი ხდება, მათ კლიენტებს არაფერი ემუქრება და ყველაფერი ძველებურად იქნება. ბანკირთა და მათი კლიენტების სამწუხაროდ, შვეიცარიული ბანკებისადმი ნდობა ძლიერ შეირყა. კონფიდენციალურობის დარღვევის საშიშროების წარმოქმნის გარდა, თავისი როლი თვით ბანკების ფინანსურმა პრობლემებმა, აგრეთვე მათ მიერ კლიენტების ფულის მართვის მიმართულებით კრიზისის დროს ნაჩვენებმა შედეგებმა ითამაშეს.
 
 

ნუ ეხუმრებით ამერიკის საგადასახადო სამსახურს!

 

"გადასახადები არის ჩვენს მიერ გაღებული საფასური შესაძლებლობისათვის ვიცხოვროთ ცივილიზებულ საზოგადოებაში!" - IRS ცდილობს ეს ფორმულა იმ მოქალაქეებს შეასწავლოს, ვინც საკუთარი აქტივები შვეიცარიულ ბანკებში გადამალა. ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა: რატომ განახორციელა ამერიკის ხელისუფლებამ ასეთი შეტევა სწორედ შვეიცარიაში მოქმედ ბანკ UBS-თან? ამერიკელთა მხრიდან წაყენებული პრეტენზიების არსი სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ. საქმე ისაა, რომ 2000 წელს ამ ბანკის მესვეურებმა შეიძინეს საბროკერო ფირმა Paine Webber. იმავდროულად, შვეიცარიელებმა ამერიკის საგადასახადო სამსახურთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი ვალდებულებას იღებდნენ გადაეცათ ინფორმაცია ამერიკელი კლიენტების შესახებ, რომლებიც ამერიკულ ფასიან ქაღალდებს UBS-ის საბანკო ანგარიშებიდან შეიძენდნენ. გარდა ამისა, ბანკ UBS-ს უნდა დაექვითა საშემოსავლო გადასახადი იმ ამერიკელებისათვის, რომლებიც ამ ბანკში საკუთარი ანგარიშების მეშვეობით უცხო ქვეყნის ფასიან ქაღალდებს შეიძენდნენ. UBS-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ამერიკის საგადასახადო სამსახური აღნიშნავდა, რომ ამის მაგიერ ბანკის თანამშრომლებმა შექმნეს და საკუთარ კლიენტებს ოფშორული ზონების გამოყენებით "ტყუილის სქემა" (scheme of lies) შეთავაზეს, რაც საშუალებას იძლეოდა ახალი მოთხოვნებისათვის თავის არიდების შესაძლებლობას. ეს სქემა UBS-ის თანამშრომლებმა ამერიკელ კლიენტებს შეთავაზეს.   

ამერიკელებს მოთმინების ფიალა ფინანსური კრიზისის დროს აევსოთ: 2008 წელს მათ ბანკი UBS-ისაგან იმ ამერიკელთა საბანკო ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს, ვინც ამერიკულ კანონმდებლობას არ ემორჩილებოდა. ამ საქმის გარჩევა ერთი წელია მიმდინარეობს, შედეგები კი ასეთია: 2010 წლის აგვისტოსათვის, ამერიკის საგადასახადო სამსახურმა შვეიცარიული მხარისაგან უნდა მიიღოს ინფორმაცია იმ ამერიკელი კლიენტების შესახებ, რომლებსაც 2001-2008 წლების პერიოდში UBS-ის საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა არანაკლებ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი. იმავე ბანკისაგან ამერიკელები მოითხოვენ იმ მოქალაქეთა ვინაობის გამჟღავნებასაც, ვისაც ნაკლებად მსხვილი ანაბრები აქვთ (250 000 შვეიცარიული ფრანკიდან), თუკი მათ "ტყუილის სქემა" გამოიყენეს.  
 

ამერიკის საგადასახადო სამსახურის კომისარის, დუგ შულმანის შეფასებით საუბარია 4450 საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხება, ან ირიცხებოდა დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი. ამერიკის ხელისუფლების მონაცემების მიხედვით, 14,7 ათასზე მეტ ამერიკელს (ვინც საკუთარი საიდუმლო საბანკო ანგარიშები გაამჟღავნა), "საგადასახადო ამნისტია" შეეხებათ. მათ საბანკო ანგარიშები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ჰქონდათ. ისინი "კუთვნილ" გადასახადს ჯარიმის გარეშე დაფარავენ და ამერიკის ხელისუფლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის ძალით დევნას გადაურჩებიან. როგორც ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ, დევიდ ოგდენმა განაცხადა: "საბანკო საიდუმლოებებისა და ფარული ანგარიშების ერა დასრულდა!" მისივე თქმით, ამერიკის პროკურატურა და საგადასახადო სამსახური (IRS) მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყნის საგადასახადო კანონების დაცვას.  

ამერიკაში "საგადასახადო ამნისტია" მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა თავისი ამერიკელი კლიენტების ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობა გამოაცხადა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ ამნისტია ამერიკაში 2009 წლის 23 სექტემბრამდე იმოქმედებდა. შემდგომში ეს ვადა იმავე წლის ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით გააგრძელეს. ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებული ამნისტიის გამო, იმ ამერიკელთა რიცხვი, ვინც თანხმობა გამოაცხადა საკუთარი შემოსავლები გაემჟღავნებინა, 100 ჯერ გაიზარდა.  
 

ამ პროგრამის ფარგლებში, ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთში დაფარული შემოსავლების შესახებ გამოაცხადებენ, სახელმწიფოს საკუთარი ოფშორული ანგარიშების საერთო მოცულობის 40-დან 60%-მდე გადაუხდიან. ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმები და ამ პროცედურის იურიდიული მხარის მომსახურების საკომისიო. უპირველესად ეს ამნისტია ბანკი UBS-ის კლიენტებს შეეხოთ.

 
ვეფხია სამსონიძე