ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა #111
#11(119), 2009

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა#110 

რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდა 2008 რაინდი, 2009 დრაკონი და 2007 პრინცესა. რაინდები კლავდნენ დრაკონებს, დრაკონები ჭამდნენ პრინცესებს, ხოლო პრინცესების გამო კვდებოდნენ რაინდები (ნერვიულობით, ეჭვიანობით ან უიმედო სიყვარულით ). ამ ქვეყანაში არსებობს ერთი უძველესი კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება მოკვლა იმ მაცხოვრებლისა, ვინც შეიწირა კენტი რაოდენობით მაცხოვრებელი. დღესდღეობით ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ყავს. ვინ ან რა გადაურჩა ამ საშინელებას?


ამოცანის პასუხი

შევნიშნოთ, რომ არ შეიძლება ეს გადარჩენილი მაცხოვრებელი იყოს პრინცესა. მართლაც, თუ ერთადერთი გადარჩენილი პრინცესაა, გამოდის, რომ ყველა დრაკონი მკვდარია, მაგრამ მაშინ აუცილებლად იარსებებდა ერთი რაინდი, რომელმაც მოკლა კენტი რაოდენობით დრაკონი და ისიც ცოცხალი გადარჩებოდა უძველესი კანონის თანახმად. ანალოგიურად, ერთადერთი გადარჩენილი მაცხოვრებელი ვერც რაინდი ვერ იქნება, რადგან თუ ყველა პრინცესა მკვდარია, მაშინ იარსებებდა დრაკონი, რომელიც შეჭამდა კენტი რაოდენობის პრინცესას და უძველესი კანონის მიხედვით, ისიც ცოცხალი გადარჩებოდა. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ერთადერთი გადარჩენილი მაცხოვრებელი მხოლოდ დრაკონი შეიძლება იყოს.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი (დასაბუთებული) პასუხი ვერავინ გვაცნობა.


მორიგი ამოცანა#111

შატილიდან მუცომდე არანაკლებ 9 კმ-ია. შატილიდან არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 კილომეტრში არის წყარო. ასევე შატილიდან არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 კილომეტრში არის ქოხი. ზუსტად ქოხსა და წყაროს შუაში ხე დგას. ცნობილია, რომ მუცოდან ამ ხემდე მანძილი 4 კმ-ზე მეტი არაა. შატილიდან რა მანძილზე დგას ეს ხე?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:
  
1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95)-59-02-75 (მობ.). 

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია