ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
კითხვა-პასუხი - №3(მარტი), 2024
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს დირექტორის მოადგილე ლევან ასანიძე. 

კითხვა: ჩვენი შპს-ის დამფუძნებელი პარტნიორები არიან რამდენიმე ფიზიკური პირი და ორი სხვა შპს, რომელთა დამფუძნებელი პარტნიორები სხვა ფიზიკური პირები არიან. მოგების დივიდენდებად განაწილებისას (მოგება 2017 წლის შემდგომ პერიოდებშია მიღებული), დირექტორმა ამ ორ იურიდიულ პირს გადაურიცხა 15%-ით მეტი თანხა, იმ მოტივით, რომ ისინი თავიანთ პარტნიორებზე მოგების განაწილებისას ხომ 15% მოგების გადასახადით დაიბეგრებიანო. შესაძლებელია მოგების ამგვარი (წილების არაპროპორციული) განაწილება? თუ კი, კრების ოქმში რა უნდა ჩაიწეროს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირი შეიძენს აპარტამენტებს ქართული ტურისტული საწარმოსგან და უბრუნებს მას გამყიდველს მართვის უფლებით -სასტუმრო ბიზნესში გამოსაყენებლად. ამ აპარტამენტის მიერ გამომუშავებული შემოსავლიდან კი წინასწარ შეთანხმებულ ნაწილს ტურისტული საწარმო ყოველთვიურად ურიცხავს ამ არარეზიდენტს პირს. 

ბ) წინა პირობაში ყველაფერი იგივეა, მხოლოდ აპარტამენტების მყიდველი არის საქართველოს რეზიდენტი ინდმეწარმე ფიზიკური პირი. 

სსკ-ს 133 (პრიმა 2) მუხლის თანახმად: 

"1. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ არ დაიბეგრება". 

თუმცა სსკ მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით: 

"1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. 

3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა". 

ამ ორი მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით როგორ უნდა დაიბეგრონ ეს ფიზიკური პირები? 5%-ით, 10%-ით, 15%-ითაც გადახდის წყაროსთან? 
ჩვენი აზრით, 133-ე (პრიმა 2) მუხლის მე-2 ნაწილი რომ ამბობს, რომ ეს განაცემები ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვებაო, გამოდის, რომ მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები არ გავრცელდება ამ შემთხვევაზე, რადგან იქ `ერთობლივი შემოსავლის~ დაბეგვრაზეა საუბარი. ანუ ყველა შემთხვევაში არარეზიდენტი ფიზიკური პირიც და რეზიდენტი ინდმეწარმეც 5%-ით უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან (სსკ 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ო~ პუნქტი). 

თუმცა, ხომ არ ფიქრობთ, მე-80 მუხლის დებულებები უპირატესია და ინდმეწარმეს 20%-ის გადახდა მოუწევს, ხოლო არარეზიდენტი პირი აუცილებლად სსკ 134-ე მუხლის მიხედვით უნდა დავბეგროთ, რომლის მიხედვითაც დაბეგვრის განაკვეთი 10% ან 15%-ია, იქიდან გამომდინარე, შეღავათიან ზონაში არის თუ არა ეს არარეზიდენტი რეგისტრირებული?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს `X~-ის დამფუძნებლები არიან შპს `A~ 49% და შპს `თ~ 51%, საწესდებო კაპიტალი 0 ლარია. 

- შპს `A~-მ (მუშაობს სრული ფასს-ებით) 2021 წელს შეისყიდა შპს `X~-ის 1% წილი შპს `თ~ სგან 535000 ლარად და წილები გადანაწილდა 50%-50%-ზე (შპს `A~-ს ფინანსურ ანგარიშგებაში ინვესტიცია ერთობლივ საწარმოში აისახა 535000 ლარად). 

- 2023 წელს შპს `A~-მ გაყიდა შპს `X~-ის 8% წილი შპს `M~-ზე 1 მლნ აშშ დოლარად. 

8% წილის რეალიზაციის დროს ინვესტიცია, რომელიც გვეჯდა შპს `A~-ს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში 535000 ლარად, უნდა განულდეს? იგულისხმება, რომ შეძენილი 1% გაიყიდა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ (აღრიცხვაში ვიყენებთ მსს ფასს-ს) 2019 წელს ერთ-ერთ კომპანიას მოამზადებინა სასტუმროს პროექტი, რაზეც გადახდილია საკმაოდ დიდი თანხა. აღნიშნული თანხა გატარდა 2120 ანგარიშზე, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა, თუმცა დღემდე არ დაწყებულა აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება. 

მაინტერესებს, ამ ანგარიშზე უნდა იყოს თუ არა ეს თანხა და ქონების გადასახადით თუ დაიბეგრება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ამხანაგობა შედგება რეზიდენტი საწარმოსგან და არარეზიდენტი საწარმოსგან, რომელსაც აქვს მუდმივი დაწესებულების ფილიალი საქართველოში (ამხანაგობა გაფორმდა მისი გამოცდილების გამო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად). არარეზიდენტი ითხოვს მის წილად ბრუნვის 3%-ს და მთლიან სამუშაოს ასრულებს მეორე რეზიდენტი საწარმო, ქვეკონტრაქტორის სახით. ძირითადი კონტრაქტის ღირებულებაა, პირობითად, 1000000 ლარი და ქვეკონტრაქტორთან კი -მინუს 10% ანუ 900000 ლარი (ისე როგორც გაფორმდებოდა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირთან). ამხანაგობაში დარჩენილი 10%-დან არარეზიდენტს ვურიცხავთ შეთანხმებულ თანხას, როგორც მოგების განაწილებას (სათაოში გადარიცხვისას, ის თავის მხრივ ბეგრავს მას მოგების გადასახადით). ასეთი ქმედება იწვევს თუ არა რაიმე სახის საგადასახადო რისკებს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სააქციო საზოგადოება `A~-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს. 

სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის არაგადამხდელმა ინდმეწარმემ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა საკუთარ მიწაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით აეშენებინა არასაცხოვრებელი ფართი მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით. 2019 წელს დაიწყო მასალების შეძენა, რომელსაც ბუღალტრულად აღრიცხავდა ჯერ მარაგებში 1620 ანგარიშზე, ხოლო წლის ბოლომდე გახარჯული მასალები შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაჰქონდა დაუმთავრებელ წარმოებაში 1630 ანგარიშზე. 

მიზეზთა გამო მშენებლობა გაგრძელდა 2023 წლის მარტამდე. ყოველწლიურად აღრიცხვა ხდებოდა: ახლად შეძენილი მასალების -1620 ანგარიშზე, გახარჯულის კი -1630-ზე. საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 1620 და 1630 ანგარიშები აისახებოდა სმფ-ების სტრიქონებზე (21, 22, 24 სტრ.). მშენებლობა დასრულდა 2023 წლის მარტში.

ინდმეწარმემ 2023 წლის ივნისში გადაწყვიტა ეს ფართი, თვითღირებულებით 101 500 ლარი, აღარ გაეყიდა და გამოეყენებინა თავის ეკონომიკურ საქმიანობაში, რისთვისაც ბუღალტრულ აღრიცხვაში შეუცვალა მას კლასიფიკაცია და 01.07.2023 წ. თარიღით გადაიტანა ძირითად საშუალებებში. ამასთან, 01.11.2023 წ. წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია (12 თვეზე) და 15.11.2023 წ.-მდე გადაიხადა შესაბამისი თანხაც. გვაინტერესებს: 

1) სწორია თუ არა ბუღალტრულად ამ ოპერაციების აღრიცხვა და ქონების გადასახადით დაბეგვრა? 

2) ვინაიდან ფართს შეეცვალა კლასიფიკაცია და გახდა ძირითადი საშუალება, საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ის ვერ აისახება სმფ-ების ნაშთის სტრ.22-ზე. სად უნდა აისახოს იგი? 

3) დღგ-თი დაბეგვრის რაიმე ვალდებულება ხომ არ წარმოეშვა ინდმეწარმეს ამ ოპერაციების რომელიმე ეტაპზე?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიამ სატრანსპორტო მომსახურება შეიძინა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან. ამ შემთხვევაში, არაფერს ვიხდით როგორც ეს ინდმეწარმისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან მომსახურების მიღების დროს არის? თუ, მიკრო ბიზნესისგან მიღებული მომსახურების შემთხვევაში რამე განსხვავებული გადასახადი გვიწევს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კატარის რეზიდენტი კომპანია ატარებს საქართველოში ტრენინგს ჩვენი საწარმოს თანამშრომლისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მისი (თანამშრომლის) საქმიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა კატარიდან საქართველოში, ამ ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის საფასური, პირობითად, არის 1000 აშშ დოლარი. ჩარიცხვა უნდა მოხდეს კატარის რეზიდენტი კომპანიის საბანკო ანგარიშზე კატარში. 

გთხოვთ, მოგვწეროთ, რა გადასახადების გადახდა მოგვიწევს ამ შემთხვევაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ღვინის ქარხანამ თავისი პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოში გადასცა ამ მიზნით შექმნილ ახალ შვილობილ კომპანიას. ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ მაღაზიების არსებული დებიტორული დავალიანებები ღვინის ქარხნის მიმართ ახალ სადისტრიბუციო ფირმაზე გადავიდეს რამე მარტივი შეთანხმებით? ახლა მაღაზიებიდან პროდუქციის ნაშთებს ღვინის ქარხანა იბრუნებს, რაზეც დებიტორები კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვთხოვენ და შემდეგ დავაწერთ ახალ ფირმას ამ ნაშთებს. ძალიან შრომატევადია.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მივლინებაში მყოფ თანამშრომელს, საქართველოში ან საზღვარგარეთ, ჩვენ ან მიმღები საწარმო უზრუნველვყოფთ კვებით, შესაძლებელია რომ არ გავცეთ სამივლინებო ნორმის 30%, თუ ეს სავალდებულოა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.