ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №2(თებერვალი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ/ფაქსით: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი დავით ბედმანიკაშვილი. 

კითხვა: 1) 2017 წლიდან, როდესაც შპს მეორე შპს-ს (ურთიერთდამოკიდებულს ან არაურთიერთდამოკიდებულს) უსასყიდლოდ გადასცემს დაახლოებით 2000 ლარის ღირებულების სმფ-ებს, დაიბეგრება თუ არა გამცემი მხარე ახალი მოგების გადასახადით და რა თანხით? 

2) შპს `ა~-მ გასცა სესხი უპროცენტოდ 10000 ლარი შპს `ბ~-ზე (ურთიერთდამოკიდებულზე ან არაურთიერთდამოკიდებულზე). დაიბეგრება თუ არა გამცემი მხარე მოგების გადასახადით და რა თანხით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შპს `ა~-მ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ შპს-ს (რომლის შემოსავალი ამავე საქმიანობიდან არ არის 200000 ლარზე მეტი) გადაურიცხა ავანსი 2019 წლის მაისში 15000 ლარი. დასაბეგრია თუ არა მოგების გადასახადით ავანსად გადახდილი თანხა 2019 წლის მაისის პერიოდში? სმფ მიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოში. 

2) სსკ 82-`ც~ მუხლის თანახმად, არ იბეგრება საშემოსავლოთი 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200000 ლარს არ აღემატება. 
რადგან არ არის მითითებული კალენდარული წელი, ერთობლივი შემოსავალი ხომ არ ითვლება სხვადასხვა წლების ბრუნვის 200000 ლარზე მეტი (ანუ 2017-ში თუ აქვს მიღებული შემოსავალი 190000 ლარი, ხოლო 2018-ში -15000 ლარი, ანუ ჯამურად 200000 ლარს რადგან სცდება ამავე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასი)? დასაბეგრი ხომ არ არის ამ შემთხვევაში გაცემული ხელფასი? 

3) შპს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას და ამავე საქმიანობიდან არ აქვს შემოსავალი 200000 ლარზე მეტი, ფიზიკურ პირზე თუ გასცა ხელფასი, დასაბეგრია გადახდის წყაროსთან (ვინაიდან სსკ 82-1-`ც~ მუხლი გულისხმობს, ჩემი აზრით ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას, მის მიერ გაცემულ ხელფასზეა საუბარი სხვა ფიზიკური პირის მიმართ და არა იურიდიული პირის მიერ გაცემულ ხელფასზე)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და იღებს მიმწოდებლებისაგან სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: 

1) მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი თურქეთის ტერიტორიაზე (გვირემონტებს მანქანებს); 

2) მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი საქართველოს ტერიტორიაზე (გვირემონტებს მანქანებს); 

3) არარეზიდენტი იურიდიული და ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირი უწევს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებებს თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით. 

ზემოთ მოხსენიებული ოპერაციები იბეგრება თუ არა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და უკუდაბეგვრის დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რეორგანიზაციის შემთხვევაში, სსკ 152-12 მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რეორგანიზაციის პერიოდში მიწოდებული აქტივი შპს-ის მიერ მეორე შპს-ის მიმართ დასაბეგრია მოგების გადასახადით? მაგალითად, შპს `ა~-ს რეორგანიზაციისას 2017 წელს გამოეყო შპს `ბ~, რომელმაც მიიღო 15000 ლარის აქტივი. დასაბეგრია თუ არა მოგების გადასახადით შპს `ა~-ს მიერ აღნიშნული ოპერაცია სსკ 152-12 მუხლის გათვალისწინებით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების თანხის შევსება სავალდებულოა თუ არა, როცა ავტომობილი კომპანიის არც საკუთრებაშია და არც იჯარით აქვს აღებული? ამ უჯრის შეუვსებლობა რამე სახის სანქციას თუ ექვემდებარება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიის დამფუძნებლებს (ერთი ფიზიკური პირია, ხოლო მეორე -იურიდიული) შემოაქვთ სესხები თანხის საჭიროებიდან გამომდინარე. ხელშეკრულებები თითოეულ გამსესხებელზე ცალ-ცალკე თანხებზე უნდა გაკეთდეს? უპროცენტო სესხის გაცემა ხომ შეიძლება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად სწორია შემდეგი გატარებები ძირითადი საშუალებების რეალიზაციის დროს: 

ჩამოიწერა რეალიზებული ძირითადი საშუალების დაგროვილი ცვეთა - დ-ტი 2200 კ-ტი 8290 30 ლარი. 

რეალიზებული ძირითადი საშუალების ჩამოწერა - დ-ტი 8290 კ-ტი 2100 150 ლარი. 

რეალიზებულია ძირითადი საშუალება - დ-ტი 1410 კ-ტი 6110 120 ლარი. 

დღგ-ის დარიცხვა რეალიზაციიდან - დ-ტი 1410 კ-ტი 3330 21.60 ლარი. 

გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით - დ-ტი 1110 კ-ტი 1410 141.60 ლარი. 

წლის დასასრულს მოგება-ზარალის ანგარიშზე აისახება: 

დ-ტი 6110 კ-ტი 5330 120 ლარი; 

დ-ტი 5330 კ-ტი 8290 120 ლარი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ძირითადი საშუალების გადაფასებისას, სწორია თუ არა გადაფასების შედეგის ქვემოთ მოყვანილი ბუღალტრული ასახვა? 

ძირითადი საშუალების პირვანდელი ღირებულება 31.12.2019 წ. -166114 ლარი; 

ძირითადი საშუალების დაგროვილი ცვეთა 31.12.2019 წ. -71385 ლარი; 

ე.ი. ნარჩენი ღირებულებაა 94729=166114-71385. 

ძირითადი საშუალების შეფასებული რეალური ღირებულება 31.12.2019 წ. -250000 ლარი; 

გადაფასების კოეფიციენტი (ინდექსი) -250000/94729=2.639. 

გადაფასების შედეგად პირვანდელი ღირებულების აღდგენითი ღირებულება 166114*2.639=438385. 

გადაფასების შედეგად ცვეთის აღდგენითი ღირებულება 71385*2.639=188385. 

აქტივის ღირებულების ნამეტი 250000-94729=155271 ლარი; 

დაგროვილი ცვეთა გაიზარდა 188385-71385=117000 ლარით. 

გადაფასების შედეგების ასახვა ბუღალტრულ აღრიცხვაში: 

დებეტი 2130/`შენობა~ ნამეტი 155271 ლარი; 

კრედიტი 5420/`ძირითადი საშ. გადაფასების რეზერვი~ -154044; 

კრედიტი 8130/`მოგება ძირითადი საშ. გადაფასებიდან~ - 1227 (1227=155271–154044 გადაფასების რეზერვის ნაშთი 31.12.18 წ.); 

და დამატებით გატარდება: 

დ-ტი 2130 კ-ტი 2230 117000 ლარი=დაგროვილი ცვეთის ზრდა (იხ. ზემოთ). 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თუ გადაფასების შემდეგ ცვეთა ისე გაიზარდა, რომ ამ არაფულადი ხარჯით განპირობებულია ზარალი, არ ვაღიარებთ გასაცემი დივიდენდის არსებობას? არ წარვადგენთ ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციას? თუკი დამფუძნებლებს სურთ რეალურად არსებული დივიდენდის განაწილება? და პირიქით, გადაფასების ნამეტით თუკი იზრდება გასანაწილებელი დივიდენდი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ უნდა გასცეს 2013-2014-2015-2016 წლების და ასევე 2017-2018-2019 წლების დივიდენდები. 2008-2016 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 120000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 21176 ლარს). აქედან 2013-2014-2015-2016 წლების გაუნაწილებელი მოგებააა 40000 ლარი, ხოლო 2017-2018-2019 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 50000 ლარს (გადახდილი მოგების გადასახადი უდრის 8824 ლარს). აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიას გაცემული აქვს 2008-2009 წლების დივიდენდები. მაინტერესებს მოგების გადასახადის გამოთვლა, ასევე წინა წლების მოგების გადასახადის ჩათვლა როგორ ხდება, ასევე დივიდენდის გამოთვლა და ბუღალტრული გატარებები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვართ ა(ა)იპ, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას. საბანკო ანგარიშზე გვერიცხება შემოწირულობები. ამ მიღებულ შემოწირულობებს შემდეგ ვურიცხავთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს. 

1) როგორი იქნება ამ შემთხვევაში სწორი ბუღალტრული გატარებები? 

2) იხდის თუ არა ორგანიზაცია მოგების გადასახადს, თუ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შპს X-მა ფიზიკური პირისგან აიღო სესხი ლარში და რამდენ პროცენტში უნდა დავაფიქსირო წლიურად? 

2) შპს X-მა ფიზიკური პირისგან აიღო სესხი ევროში და რამდენ პროცენტში უნდა დავაფიქსირო წლიურად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თებერვლის თვეში იმპორტით მივიღე საქონელი, რომელსაც არ ახლდა წარმოშობის სერტიფიკატი და აქედან გამომდინარე, დაიბეგრა იმპორტის გადასახადით, რაც შევიყვანე საქონლის თვითღირებულებაში. შემდგომში საქონლის რაღაც ნაწილი გაიყიდა. ახლა წარვადგინეთ ეს სერტიფიკატი და მოგვეხსნა აღნიშნული გადასახადი (დაკორექტირდა საბაჟო დეკლარაცია, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახა ბარათზე). მაინტერესებს, უნდა მოხდეს თუ არა თვითღირებულების თავიდან გადათვლა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ღვინის მწარმოებელ შპს-ში, რომელსაც სამი დირექტორი ჰყავს, გაიმართა კორპორატიული წვეულება, გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები, რომლებსაც გადაეცათ პრიზები. 

ეს ხარჯები თითოეულ მონაწილეზე გადავანაწილო (იდენტიფიცირებას დრო სჭირდება) და ასე დავბეგრო საშემოსავლოთი, თუ ერთიანად გავანაწილო კომპანიის დირექტორებზე (სამივეზე ან ორ მათგანზე)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.