ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №4(აპრილი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი `ცოდნისა~ ს და შპს `ააფ ინტეგრითი~ ს აუდიტორები, შპს `ააფ მენეჯმენტის~ მენეჯერები, შპს `ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის~ იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ნატო ღვინეფაძე. 

კითხვა: სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ამჟამად გაჩერებულია და ჩამორთმეული აქვს სანებართვო პირობა, ბალანსზე ერიცხება ძირითადი საშუალებები, რომელსაც ადრე იყენებდა სამედიცინო საქმიანობაში და შესაბამისად მათზე არ იხდიდა ქონების გადასახადს.
 
ახლა, რადგან მას სამედიცინო საქმიანობა შეჩერებული აქვს, მოუწევს თუ არა ამ ძირითად საშუალებებზე (რომლებსაც ამჟამად არაფერში იყენებს და აპირებს მათ გაყიდვას) 2019 წლის ქონების გადასახადის გადახდა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: იმ ობიექტებზე, სადაც ეზოს მოპირკეთება მიდის, შესაბამისი ხარჯების აღსარიცხავად გახსნილი მაქვს დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე `ეზოს კეთილმოწყობა~. დასრულების შემდეგ რომელ 21** ანგარიშზე გადავიტანო? საკმაოდ ღირებულია ხოლმე ეზოს კეთილმოწყობის დანახარჯები. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მოქალაქე `ა~-მ მოქალაქე `ბ~-სგან, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა ბინა. ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, მან დააზიანა მეზობლის ქონება. 

რა ტიპის ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე შეიძლება გახდეს `ა~ და რატომ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება შეფასებული იყო 1000 ლარად. გამართული აუქციონით, მიწის ნაკვეთი შპს-ის მიერ ფაქტიურად შეძენილი იქნა 400 ლარად. 

1) კონკრეტულად ეს ოპერაცია დაიბეგრება თუ არა რამე გადასახადით? 

2) ხომ არაფერი შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ იგივე მიწის ნაკვეთი შეძენილი იქნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შევიდა ცვლილება: 
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841418?publication=0 

ამ ცვლილების შინაარსი ასეთია: 2017 წლის დეკემბრიდან ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი იყო სამედიცინო საქონლის ნუსხა, რომელიც თავისუფლდება დღგ ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე. მ/წლის 1 აპრილიდან ამ ნუსხას დაემატა ისეთი საქონელი, როგორიცაა პირბადეები, ხელთათმანები, ბახილები, სახის დამცავი ფარები და სხვა მსგავსი. 

გვაქვს ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთმა კომპანიამ 30 მარტს იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემდგომი გაყიდვის მიზნით შემოიტანა 6307 90 990 00 კოდის საქონელი -პირბადეები. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა საბაჟო (იმპორტის) დღგ-ით, რომელიც კომპანიამ ჩაითვალა მარტის თვის დღგ ის დეკლარაციით. აპრილში სრულად გაყიდა ეს საქონელი, ოღონდ ამჯერად მათი მიწოდება უკვე გათავისუფლებული იყო ჩათვლის უფლების გარეშე. 

ნიშნავს ეს თუ არა, რომ მარტში ჩათვლილი საბაჟო დღგ ექვემდებარება სრულად გაუქმებას? თუ კი, მაშინ რა გამოდის, გადამხდელი რეალურად ვერ სარგებლობს ამ შეღავათით (თუ არ ჩავთვლით დაზოგილ ფასნამატის დღგ-ს)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მზა პროდუქციას რომ ყუთში ვალაგებთ, ან კიდევ, მზა პროდუქციას ცელოფნით რომ ვფუთავთ, ესენი მიწოდების ხარჯებია თუ საქონლის თვითღირებულებაში შესატანი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ უხდის ბანკის პროცენტის თანხას (სესხის თანადაფინანსებას), ეს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში როგორ აისახება? სამინისტრო ჩვენ გვირიცხავს და მერე ბანკს ჩვენ ვუხდით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიას ჰყავს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ამავე დროს თავის დამქირავებელს იჯარით (ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე) გადასცემს დროებით მფლობელობაში საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომობილს და ამავე ავტომობილის გამოყენებით ასრულებს თავის შრომით მოვალეობებს. შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ და ამ თანამშრომელმა მოილაპარაკონ და დათქვან ასეთი რამ: 

1) კომპანიას ავტომობილი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცემა მხოლოდ რაღაც განსაზღვრული დღეების განსაზღვრულ საათებში, ხოლო სხვა დროს ფაქტობრივი სარგებლობის უფლება ითვლება შეჩერებულად და მესაკუთრე უფლებამოსილია ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ? ანუ პრინციპულად ასეთი რამ შესაძლებლად მიგაჩნიათ? 

2) ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის საათებში შესაბამისი საგზურების წარმოების საფუძველზე მართლზომიერი იქნება თუ არა გახარჯული საწვავის პირდაპირ ხარჯებში ჩამოწერა (დაუბეგრავად, გონივრულობის ფარგლებში)? 

3) თუკი ფაქტობრივ სარგებლობაში ყოფნის საათები ემთხვევა ამავე დაქირავებული თანამშრომლის (ანუ ჩემს) სამუშაო საათებს და მხარეები აცხადებენ, რომ ამ დროის პერიოდში თანამშრომელი არაა დაკავებული პირადი საქმეებით -ეს გარემოება დაიცავს თუ არა კომპანიას ავტომობილის გამოყენებისათვის სექტემბრის თვიდან დაწესებული ე.წ. ახალი დაბეგვრისაგან -საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან? 

პასუხის გასაცემად, ვთქვათ, რომ დაქირავებულის სამუშაო საათები ფიქსირებულია და განსაზღვრულია კვირის კონკრეტული დღეების კონკრეტული დროის მონაკვეთით და სამუშაო საათებში პირადი მიზნებისათვის სარგებლობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მკაფიო გარემოებაც არ არსებობს. 

ვიცით, რომ ნორმა ახალია და ჯერ არც საგადასახადო პრაქტიკაა ცნობილი, თუმცა ჩვენ თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ დაბეგვრის `ესტონურ მოდელზე~ მყოფ შპს-ს. საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივყიდეთ საქონელი საბაზრო ფასით, მხოლოდ განვადებით, წლიური 2% სარგებლით. ხომ არ წარმოშობს ეს რამე საკითხს მოგების გადასახადით დაბეგვრის კუთხით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ისეთ ძირითად საშუალებებს, რომლებიც ბუღალტრულად გაცვეთილია და ისედაც აღარ მაქვს, რა ვუყო? მაგალითად, სპეცტანსაცმელი წინა წლებიდან. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) საქართველოს კომპანიის მიერ ნებისმიერი უცხოური კომპანიისათვის გაწეული მომსახურება არ იბეგრება დღგ-ით? 

2) საქართველოს კომპანიის მიერ უცხოური კომპანიისთვის ვალის გადახდა -არ იბეგრება დღგ-ით? 

3) თუ საქართველოს კომპანიამ (რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის `ესტონურ მოდელზეა~) უცხოურ კომპანიას არ გადაუხადა ვალი და აღიარა მის წინაშე არსებული დავალიანების თანხა თავის შემოსავლად, ეს რამე გადასახადით დაიბეგრება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს კომპანია ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს სხვა ქვეყნებში. თუ ეს კომპანია დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად, შეძლებს საქართველოში შეძენილ საქონელზე ან მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.