ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №5(მაისი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა აუდიტური კომპანია შპს „ააფ ინტეგრითი“-ს ფინანსური მენეჯერი თათია ქუთათელაძე. 

კითხვა: შპს-ს სურს მის მიერ წარმოებული 5000 ლიტრი ჭაჭის არყის გადაცემა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა რამე გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიამ 2019 წელს იმპორტის გზით შეიძინა აქციზური საქონელი. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პროდუქციის ნაწილი უკვე რეალიზებულია. რეალიზაცია მოხდა როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. დღგ-ის გადამხდელად კომპანია დარეგისტრირდა 2020 წლის მარტის თვეში. მაინტერესებს, ნაშთად არსებულ საქონელზე გასული წლის სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა თუ განხორციელდება? ვგულისხმობ სსკ 174-ე მუხლის `ვ~ პრიმა პუნქტით დაწესებულ შეზღუდვას. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელმა შპს X-მა მისი 100% წილის მფლობელი ფიზიკური პირისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ააშენა ამ მიწაზე საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობის ღირებულება დაჯდა რამდენიმე ასეული ათასი ლარი. თუ შპს X ამ სახლს, აშენების შემდეგ, მინიმალური იჯარის სანაცვლოდ გადასცემს ისევ ამ ფიზიკურ პირს -თავის პარტნიორს, შეძლებს თუ არა ეს შპს იმ დღგ ის ჩათვლას, რაც სახლის მშენებლობიდან წარმოეშვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) `დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება~ -ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვქირაობ მძღოლს, ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ორგანიზებულ გადაყვანას სახლიდან სამუშაო ადგილზე და პირიქით, საშემოსავლო გადასახადი კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს? 

2) თუ მძღოლი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონეა, მოგების გადასახადის ხარჯისაგან ხომ არ მათავისუფლებს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქარხანაში პროდუქციის წარმოებაზე დასაქმებული მუშები ხელფასს იღებენ გამომუშავების მიხედვით (თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეებისა და საათების მიხედვით). ახლა საგანგებო მდგომარეობის გამო წარმოება გაჩერებულია, რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანები მიიღებენ დახმარებას? ქარხანას არ გაუშვია ისინი არც შვებულებაში და არც სამსახურიდან. უბრალოდ, არ იყო პროდუქციის წარმოება და არ უმუშავიათ. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 კატეგორიის საწარმოს არ აქვს ძირითადი საშუალებების გადაფასების ვალდებულება. საგადასახადო ორგანოს შეუძლია თუ არა გამოიყენოს სსკ 202-ე მუხლის მე-4 პუნქტი, თუ საწარმოს რომელიმე ქონება მთლიანად ამორტიზებულია, მაგრამ ძირითადი საშუალება სახეზეა და კვლავ გამოიყენება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკურმა პირმა საკუთარ მიწაზე მაღაზიის აშენებისთვის ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა, ჩვეულებრივ ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო ადრე შექმნილ შპს-სთან, რომელშიც ფლობს 50%-ს, ხოლო მეორე 50%-ს ფლობს მისი ძმა. ანაზღაურება უნდა მოხდეს მაღაზიის აშენების შემდეგ, რაც უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტით. გადახდა მოგვიწევს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამის თვეში. 

ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო მასალების ყიდვა ევალება ორივე მხარეს. 

გთხოვთ გვიპასუხოთ, საბოლოო ანგარიშსწორებამდე ხომ არ წარმოიშობა რაიმე გადასახადით დაბეგვრის საკითხი და დღგ-ის და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შეიძლება 1200 ლარი „ხელზე“ ასაღები ხელფასის მქონე დასაქმებული პირი განხილულ იქნას საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებულთა კატეგორიაში (ვგულისხმობთ იმათ, ვისზეც 750 ლარამდე ხელფასს არ ბეგრავთ საშესავლოთი)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვაქვს ასეთი შემთხვევები: 

1) აპრილში გავეცი მარტის ხელფასი, თუმცა აპრილის ხელფასის გაცემას არ ვაპირებ. რადგან აპრილის დეკლარაციაში განაცემი მიფიქსირდება, 200 ლარიანი შეღავათი აპრილის თვეზე არ ეკუთვნით? 

2) აპრილში არ მიფიქსირდება გაცემა და მაისში ვაძლევ აპრილის ხელფასს. ანუ, აპრილის დეკლარაციაში ვერ მოხვდა და მოხვდა მაისის დეკლარაციაში. თვეზე 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით? არცერთი თვე არ `ჩაგვიგდია~, უბრალოდ ასე დაემთხვა, რომ მარტის ხელფასი მივეცი 31 მარტს და ამიტომ განაცემი არ დაფიქსირდა აპრილში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აპრილიდან, თანამშრომელთა ნაწილი გავუშვით უხელფასო შვებულებაში, თუმცა მათ აქვთ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ანაზღაურებს. ამიტომ მათზე აპრილის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში განაცემი ფიქსირდება (დაზღვევის ყოველთვიური შენატანის ოდენობით). უნდა ჩავრთო თუ არა ეს თანამშრომლები შეღავათის მიმღებ პირთა სიაში, რომელიც შემოსავლების სამსახურში უნდა წარვადგინო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.