ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №6(ივნისი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ზვიად გიორხელიძე. 

კითხვა: 1) შეიძლება თუ არა, რომ სესხის ხელშეკრულებას ორივე მონაწილის მხრიდან აწერდეს ერთი და იგივე ფიზიკური პირი -ერთი მხრივ, როგორც შპს-ის დირექტორი, და მეორე მხრივ, როგორც ფიზიკური პირი, ვისაც შეაქვს თანხა შპს-ში სესხის სახით? ასეთ შემთხვევებში, რა პრაქტიკაა? 

2) სესხის სახით კომპანიაში ერთმა დამფუძნებელმა შემოიტანა 50000 ლარი, მეორემ -200000 ლარი. ორივე დამფუძნებელი -ფიზიკური პირია. შეუძლია თუ არა პირველ დამფუძნებელს, გაიტანოს ფული 70000 ლარი, ისე, რომ არ დაიბეგროს? თუ მხოლოდ 50000 ლარამდე შეუძლია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) საქველმოქმედო ორგანიზაციამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ქველმოქმედების მიზნით, დააფინანსა 20 მოქალაქის მგზავრობა. კერძოდ, შეიძინა ბილეთები კონკრეტული მოქალაქეების სახელზე. 

იბეგრება თუ არა ეს ორგანიზაცია იმ მოქალაქეების სახელზე შეძენილი ბილეთების საფასურიდან საშემოსავლო გადასახადით? 

2) ასევე გვაინტერესებს სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ2 პუნქტის განმარტება. რას ნიშნავს ეს მუხლი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შეუძლია თუ არა არასაქართველოს მოქალაქეს მფლობელობაში ჰქონდეს მიწა, თუ მას შპს-ში 49% ან ნაკლები აქვს? დომინანტი პარტნიორი ჰქვია მას, ვინც ფლობს 51% ან მეტს, ხომ? რისი უფლება აქვს მას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) რა გადაწყვეტილებებზე არის საჭირო პარტნიორთა ხმების 100%, 75%, 51%? თუ ეს წესდებით რეგულირდება? შაბლონური (იუსტიციის) წესდებით როგორ არის გათვალისწინებული? 

2) დირექტორს რა შესაძლებლობები/უფლებები აქვს კომპანიაში? თუ ეს მხოლოდ წესდებით რეგულირდება? 

3) ხელშეკრულებას არაქართულ ენაზე აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულს? 

4) სავალდებულოა თუ არა პარტნიორთა კრების ოქმის წელიწადში ერთხელ რეგისტრირება საჯარო რეესტრში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რძის მწარმოებელ ფერმას ერთ-ერთი მყიდველი თვის ბოლოს ურიცხავს თანხას, რომელსაც ჰქვია ბონუსი. ეს თანხა ასე იანგარიშება: ყოველ ლიტრზე რიცხავს დამატებით ხუთ თეთრს იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მიწოდებული რძის ყოველდღიური ნორმა 2000 ლიტრს აჭარბებს. რისკი ხომ არ ჩნდება ამ თანხის დღგ-ით დაბეგვრისა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ეს რძის ფასია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: უკვე გაშენებულ, მსხმოიარე ვენახში რომ ვაზის ნერგებს ჩავამატებ, ეს მიმდინარე ხარჯია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გაუგებარია საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 

"ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს". 

შპს-ში გვყავს დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლები. ორივე დეკრეტულში გავიდა 2019 წელს. ერთს შვებულება უმთავრდება 2020 წლის მაისში, ხოლო მეორეს -2020 წლის 14 ივნისს. არცერთი არ აპირებს მინიმუმ სამი თვით სამსახურში გამოსვლას და შეიძლება საერთოდაც შეუწყდეთ ხელშეკრულება. 

მაინტერესებს, 200 ლარიანი კომპენსაცია რომელს ეკუთვნის: იმას, რომელსაც დეკრეტული შვებულება უმთავრდება მაისში, ანუ 1 ივნისამდე, თუ იმას, რომელსაც უმთავრდება 14 ივნისს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711.50 ლარს შეადგენს. 

გთხოვთ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები გაყიდული მიწის ფართობზე და მასზე გაშენებულ ვენახზე. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს (მე-4 კატეგორიის) საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის შეკეთება-რემონტს ახორციელებს, რომლითაც არ იცვლება შენობის თავდაპირველი იერსახე, მხოლოდ დეფექტები აღმოიფხვრება. შპს ყიდულობს სარემონტო მასალებს. მაინტერესებს, ეს მასალები მიმდინარე ხარჯია საწარმოსთვის? თუ, როგორც რემონტის ხარჯი, მივაკუთვნო კაპიტალიზებად ხარჯს და წლის ბოლოს დავარიცხო ცვეთა? მასალებს ვატარებ 1690 ანგარიშზე და როცა დასრულდება რემონტი, აქტის საფუძველზე გადავიტან ხარჯებზე, 7440 ანგარიშზე: 

დ-ტი 1690 კ-ტი 3110 მასალების შეძენა; 

დ-ტი 7440 კ-ტი 3130 დამხმარე მუშების ხელფასი პირობითად 750 ლარი; 

დ-ტი 3130 კ-ტი 3371 15= ხელფასიდან საპენსიოს დარიცხვა 2%; 

დ-ტი 7415 კ-ტი 3371 15= დამსაქმებელი აკავებს დარიცხული ხელფასის 2%-ს; 

დ-ტი 3130 კ-ტი 3320 150= საშემოსავლოს დარიცხვა. 

საშემოსავლოს შეღავათი 750 ლარზე -აღნიშნულ მომსახურებაზე გაითვალისწინება? 

რემონტის დასრულების შემდეგ: 

დ-ტი 7440 კ-ტი 1690. 

კაპიტალიზებადი ხარჯის დროს გთხოვთ მიმითითოთ ბუღალტრული გატარებები. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, დაქირავებულის 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში (გთხოვთ განვიხილოთ ორივე შემთხვევა -დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის და არამონაწილეებისათვის), როგორ უნდა მოხდეს დამქირავებლის მიერ ბუღალტრული გატარებების ასახვა დამქირავებლის 150-ლარიანი შეღავათის? 

2) ასევე გვაინტერესებს, უფლება აქვს თუ არა დაქირავებულს აღნიშნული შეღავათი გადაუხადოს დაქირავებულს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კოვიდ-19-თან დაკავშირებით, როგორც ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო წავიდა თანამშრომელი სამსახურიდან -მაინც ექვემდებარება 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან. ასეა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ ჰესს (რეზიდენტი შპს), რომელიც მდებარეობს აჭარაში. ანაზღაურებებს გავცემთ როგორც შტატიან თანამშრომლებზე, ასევე ერთჯერადად დაქირავებულ პირებზე და უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: 

"2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ... 

გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა~. 

აქ აღნიშნული „საქმიანობით მიღებული შემოსავალი“ ნიშნავს თუ არა ხელფასის სახით, ან ერთჯერადად დაქირავებით მიღებულ შემოსავლებს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თიზ-ში რეგისტრირებული საწარმოს მიერ სესხის აღება დამფუძნებლისგან, რომელიც არ არის თიზ-ი, ან სხვა კომპანიისგან, რომელიც ასევე არ არის თიზ-ი (ორივე შემთხვევაში -არალიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან), ნებადართულია თუ არა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიისთვის არა-თიზი კომპანიისგან მიწოდებული მომსახურება იბეგრება თუ არა დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია `ა~ ქვეიჯარით აღებულ თიზ-ში არსებულ ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, რისთვისაც მასალებს იძენს ძირითადად იმპორტით თურქეთიდან. კომპანია `ა~-ს არ ჰყავს არცერთი თანამშრომელი, გარდა დირექტორისა. მშენებლობას (მასალების გარდა სხვა დანარჩენი საჭიროებები, მუშახელი და ა.შ.) უკეთებს საქართველოს არა-თიზი და მისი დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი კომპანია `ბ~. 

1) ეს ფაქტები და ოპერაციები როგორ დაიბეგრება ან/და რა საგადასახადო რისკებს შეიცავს, როგორც ერთი, ისე მეორე კომპანიის მხრიდან? 

2) შესაბამისად თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია `ა~ სამშენებლო ოპერაციებისთვის საქვეანგარიშოდ თანხებს ურიცხავს მისი დამფუძნებელი კომპანია `ბ~-ს თანამშრომელს ("პრორაბს"). ეს ფაქტიც რა რისკებს შეიცავს და ნებადართულია თუ არა ასეთი რამ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დეველოპერმა დღგ-ის გადამხდელ შპს-სთან უნდა გააფორმოს შემდეგი შინაარსის ბარტერის ხელშეკრულება: 

დეველოპერი ბათუმში მდებარე მშენებარე კორპუსში X კვ.მ ფართის ბინებს (ე.წ. `ჰაერს~) გადასცემს აღნიშნულ შპს-ს მის საკუთრებაში, თბილისში ერთ-ერთ ლოკაციაზე მდებარე Y კვ.მ მიწის (მასზე არსებული პროექტთან ერთად) სანაცვლოდ. 

1) კითხვაში ხსენებული ოპერაცია გრძელვადიან კონტრაქტში ხომ არ გადის? 

2) ვინაიდან გაცვლა ხდება არა მხოლოდ მიწის, არამედ ამ მიწაზე არსებულ სამშენებლო პროექტთან ერთად, საგადასახადო კუთხით ეს ოპერაცია ხომ არ წარმოშობს დღგ-ით დაბეგვრას ზემოთ აღნიშნული შპს-ის მხრიდან? და თუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, მაშინ დეველოპერს ჩათვლის უფლება ექნება? 

3) სსკ 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხომ არ მომიწევს გადაცემული ბინების (ე.წ. `ჰაერის~) საბაზრო ფასიდან დაბეგვრა? 

4) დეველოპერმა, რომელსაც მშენებლობის 20% აქვს შესრულებული და 1 კვ.მ. ფართის თვითღირებულების გამოთვლა შეუძლებელია, საკუთრებაში გადაცემული ბინები რა თანხიდან უნდა დაბეგროს? საბაზრო ფასიდან, თუ შესაბამის ორგანოს უნდა მივმართოთ, რათა დასკვნა დაგვიდოს, თუ რა გვიჯდება 1 კვ.მ-ის თვითღირებულება და იმ ფასად ავიღოთ შემოსავალში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) გთხოვთ განგვიმარტოთ, ბარტერის შემთხვევაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას როდის ვბეგრავთ შესრულებული სამუშაოს თვითღირებულებიდან და როდის -საბაზრო ფასიდან? 

2) კომპანიებს შორის ბარტერის ხელშეკრულებაში რამდენად აუცილებელია ქონების ღირებულების ასახვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვარ შპს-ის 100% წილის მფლობელი. შემომაქვს იმპორტული საქონელი, რომელსაც ვყიდი საბაჟოდანვე თვითღირებულებით, რადგან ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს და მინდა ბაზარზე დავიმკვიდრო თავი. შეუძლია თუ არა საგადასახადო ორგანოს ამის გამო დამაჯარიმოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.