ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №7(ივლისი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თათია კვაჭაძე. 

კითხვა: საკუთარი წარმოების სპირტისგან ვამზადებთ სადეზინფექციო ხსნარს ქარხანაში გამოსაყენებლად. გახარჯული სპირტი უნდა დავბეგროთ აქციზით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით. გვესაჭიროება მითითება, თუ როგორ მოვახდინოთ ბუღალტერიაში ბარტერის ოპერაციის ასახვა. დეველოპერი ბათუმში მდებარე მშენებარე კორპუსში X კვ.მ ფართის ბინებს (ე.წ. „ჰაერს“) გადასცემს აღნიშნულ შპს-ს მის საკუთრებაში, თბილისში ერთ-ერთ ლოკაციაზე მდებარე YYკვ.მ მიწის (მასზე არსებული პროექტთან ერთად) სანაცვლოდ. 

1) ვინაიდან ბარტერის ხელშეკრულებაში არ არის ასახული თანხები, შეძენილი მიწა და პროექტი რა თანხად უნდა ავსახო ბუღალტერიაში? საჭიროებას ხომ არ წარმოადგენს შემფასებლის მოწვევა ფასების განსასაზღვრად? 

2) ბუღალტრული გატარება ამ ბარტერის შემთხვევაში როგორ მოხდება? 

3) შემფასებლის მიერ შეფასებული შეძენილი მიწის და პროექტის საბაზრო ღირებულება თუ განსხვავდება დეველოპერის მიერ გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისაგან, მაშინ რა ხდება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვებგვერდიდან რომ ვყიდი პროდუქციას ადგილზე მიტანით (ძირითადად -ფიზიკურ პირებზე) და მიაქვს საკურიერო ფირმას, ან თვითონ ჩვენ, ზედნადების გამოწერა აუცილებელია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თანამშრომლისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა არ იბეგრება საშემოსავლოთი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამუშაომდე მისვლა შეუძლებელია, ან დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ამავე პრინციპით, თუ სამუშაო ადგილს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ დაქირავებული ვერ შეძლებს გამოკვებას და ამიტომ დამქირავებელი უზრუნველყოფს მის კვებას, შეგვიძლია არ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქართული კომპანიისგან ვყიდულობთ ძირითად საშუალებას, რომელიც გვთხოვს, რომ დღგ-ის გარეშე თანხა გადავუხადოთ მის არარეზიდენტ მევალეს, ხოლო დღგ-ის თანხა -ამ ქართულ კომპანიას. საგადასახადო მიზნებისათვის ან დღგ-ის ჩათვლის კუთხით, რაიმე რისკები ხომ არ წარმოიშობა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ორგანიზაციამ სსიპ -`სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო~, ს/კ 205005910, შპს `X~-ს გაუწია უძრავი ქონების საპრივატიზაციო მომსახურება. მომსახურების გამწევი ორგანიზაცია რეგისტრირებულია როგორც დღგ-ის გადამხდელი. შევძლებთ თუ არა `ჩვენ~, როგორც მომსახურების მიმღები შპს, მივიღოთ დღგ-ის ჩათვლა, საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე, როგორც ეს სსიპ-ების შემთხვევაში ხდება ხოლმე? 

ამასთან აღვნიშნავ, რომ შევამოწმე, შესაძლებელი იყო თუ არა დღგ-ის დეკლარაციაში (დანართი `ბ~, ნაწილი VI) რეესტრში ამ სააგენტოს დამატება. დავადგინე, რომ ვერ დავამატებ, მაგრამ შესაძლოა არსებობს რაიმე სხვა გზა, რომელიც არ ვიცი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა შპს-ში შეიტანა 10000 ლარი. მხოლოდ 10000 ლარის გატანას შეძლებს დაუბეგრავად, თუ დარიცხულ პროცენტსაც? საბაზრო პროცენტი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, თუ 10%-ია, ამ 1000 ლარსაც გაიტანს დაუბეგრავად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული), რომელიც მუშაობდა ესტონეთში და შრომითი დაქირავების ფარგლებში ეწეოდა პროგრამულ მომსახურებას უწყვეტად, თუკი განახორციელებს ამავე მომსახურებას იგივე კომპანიაში თბილისიდან, ამ შემთხვევაში: 

1) ესტონეთთან თუ გვაქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება?

2) რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება ამ ფიზიკურ პირს? 

3) მომსახურების გაწევის ადგილად რა ჩაითვლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ შეუკვეთა მაისურები და კეპები ფირმის ლოგოთი. შემდგომში აპირებს მათ დარიგებას (უსასყიდლოდ) თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. რა გადასახადებით დაიბეგრება შპს თითოეულ შემთხვევაში? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმემ დაიბრუნა ბიუჯეტიდან ზედმეტობა და ახლა უნდა, რომ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოს ეს თანხა. როგორ უნდა აღვრიცხოთ ეს (პირადი მოხმარებისთვის თანხის აღება) ბუღალტერიაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მცირე მეწარმეს, რომელიც მომსახურებას უწევს ინტერნეტით გერმანიაში ერთ ერთ კომპანიას, ეკუთვნის თუ არა დღგ-ით უკუდაბეგვრა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოს) არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა გაუწია მომსახურება პირობითად 1000 ლარი. გადავიხადე საშემოსავლო 1000/0,90=1111,11*10%=111,11 ლარი, ასევე დღგ უკუდაბეგვრის წესით 1111,11*18%=200 ლარი. რამდენად სწორია ჩემ მიერ დაკავებული/ დარიცხული გადასახადები? გთხოვთ, ბუღალტრული გატარებებიც მიუთითოთ. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის მფლობელებს დაურიგა ვაუჩერები, რომელთა საშუალებით 1 ლიტრ დიზელს საბაზროზე 1 ლარით ნაკლებ ფასად იძენენ. უშუალოდ ჩვენი კომპანიის სახელზე რაც იყო, ის უკვე გავანაღდეთ. ანგარიშ-ფაქტურა გამოგვიწერეს გადახდილი ფასის შესაბამის ღირებულებაზე და აქ რამე პრობლემა არ დგას. 

ახლა ვაუჩერებს ვყიდულობთ გარეშე ფიზიკური პირებისგან (როგორც ჩანს. ფ/პ-ებს სრულად არ გამოუყენებიათ). მათი განაღდება ბენზინგასამართ სადგურებზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურებს ვერ გვიწერენ, რადგან ვაუჩერი ჩვენი კომპანიის სახელზე არ არის. შესაბამისად, გვიჩანს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მაგ. 300 ლარი და ვიცი, რომ ეს საწვავის შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ რადგან თანამშრომლის გავლით ხდება ამ თანხების ხარჯვა, ვთვლი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. უშუალოდ ვაუჩერში რას უხდიან ამ პირებს და საწვავში რას იხდიან, არ ვიცი. აღნიშნული თანხები რომ არ დაიბეგროს, გვინდა მიღება-ჩაბარების აქტები გავაფორმოთ ფ/პ-ებთან ჯამურ გადახდილ თანხაზე. ეს რამდენად არის შესაძლებელი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დეველოპერმა იყიდა 2000 მ3 მიწა 2017 წლის იანვარში და ასახა 2016 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილ იქნა 2017 წლის 1 აპრილამდე. დეველოპერმა ააშენა კორპუსი და 2020 წლის თებერვალში გაყიდა ბინები, ჩამოწერა 500 მ3 მიწა (გაყიდული ფართის კუთვნილი პროპორციით) 71** ანგარიშზე. გვაინტერესებს, 2020 წლის 1 აპრილამდე წარდგენილ 2019 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, რა რაოდენობის მიწა უნდა დაგვედეკლარირებინა -2000 მ3 თუ 1500 მ3

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ორგანიზაციას აქვს ძირითადი საშუალებები, რომელთა სასარგებლო ვარგისიანობის ვადად განვსაზღვრეთ 5 წელი. ბოლო წელს რაც დარჩა ღირებულება, იმ ღირებულებით დავტოვეთ ბალანსზე და უკვე 3 წელია ამ ნაშთზე ვარიცხავთ ქონების გადასახადს. აგრეთვე, გვაქვს ისეთი ძირითადი საშუალებაც, რომლის სასარგებლო ღირებულება გაუტოლდა ნულს. ის არ დავტოვეთ ბოლო წელს არსებული ნაშთით ბალანსზე (როგორც პირველ შემთხვევაში), რადგან ფიზიკურად არ არსებობს და ჩამოწერილია აქტის საფუძველზე. გვაინტერესებს, რამდენად სწორად ვაწარმოებთ აღრიცხვას და საგადასახადო კუთხით რა რისკები გვაქვს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.