ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - #8(აგვისტო), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ნუკრი ფარტენაძე. 

კითხვა: შპს X-მა სახელმწიფოსგან 49 წლის ვადით მართვის უფლებით აიღო შპს Y და იკისრა ვალდებულება ყოველწლიურად განახორციელოს მასში 0000000 ლარის ოდენობის ინვესტიცია. 

1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულებით აღებული ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს? 

2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი მართვის უფლებით აღებულ შპს Y-ში, ვალდებულების გარეშე ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიცია რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს? 

შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება, რის გამოც საჯარო რეესტრში გადახდილი იქნა მიწის საკომპენსაციო თანხა 14 000 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავლის დანიშნულებით. 

ამ თანხაზე (14 000 ლარი) შეგვიძლია თუ არა დღგ-ის ჩათვლა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს საწარმოს ახალი სტატუსი მიენიჭა -ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი. გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი როგორ შეიძლება გავარკვიო? დღგ-ის გადამხდელად ხომ უნდა დავდგე, ეს ალბათ აუცილებელია და რასაც გადავიხდი დღგ-ს, მისი სრულად ჩათვლა შემეძლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: როდესაც კომპანიას ვაწვდით პროდუქციას დეგუსტაციის მიზნით უსასყიდლოდ, რაზეც იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები მის მისამართზე, სადაც არ ჩანს, რომ ეს შპს-ს მივაწოდეთ, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება თუ საშემოსავლოთი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) თუ იურიდიულმა პირმა გასცა სესხი თანამშრომელზე (პირობითად 6000 ლარი 1 წლით), როგორ ხდება დაბეგვრა? უპროცენტო სესხი შეიძლება? თუ საბაზრო პროცენტით უნდა იყოს? საბაზრო არის 20% ახლა, როგორც ვიცი. 

2) თუ არ არის თანამშრომელი და იურიდიულმა პირმა გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, აქ მაქსიმალურად სწორი როგორ იქნება? ვგულისხმობთ გადასახადების კუთხით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რეზიდენტი კომპანია უწევს მომსახურებას არარეზიდენტ კომპანიას (საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები, რეექსპორტი). თანხის ჩარიცხვა ხდება (ოფშორიდან) ავანსის სახით ევროში. 01.01.2019 წ.-მდე ჩარიცხვა და ანგარიშსწორება ხდებოდა ევროში. ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ინვოისის გამოწერა გაწეული მომსახურების მიხედვით. დამკვეთი თანხას ყოველთვის რიცხავდა ავანსის სახით ევროში, შესაბამისად ავანსის გადაფასება არ ხდებოდა. 

01.01.2019 წ.-ის მდგომარეობით დაგროვილი ავანსი ირიცხებოდა 900000 ლარი, რომელიც პირობითად იყო 200000 ევრო=611940 ლარი (კურსის მიხედვით)+288060 ლარი. 

კომპანიებმა გადაწყვიტეს 01.01.2019 წ.-ის შემდგომ ანგარიშსწორებანი გაეგრძელებინათ აშშ დოლარში. 01.01.2019 წ. მდგომარეობით არსებული ავანსი 200000 ევრო კროს-კურსით გადავიყვანეთ დოლარში, ხოლო დანარჩენი 288060 ლარი პირდაპირ გადავიყვანეთ დოლარში და დავსვით (დავამატეთ) როგორც მიღებული ავანსი. გვაინტერესებს, რამდენად სწორად აღვრიცხეთ ეს ტრანზაქცია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია `ა~-ს ქვეიჯარით აღებული აქვს მიწა და მასზე მდგარი 4 კედელი თიზ-ში რეგისტრირებული სხვა კომპანიისგან (რომელსაც თავის მხრივ ეს სახელმწიფოსგან აქვს აღებული იჯარით). ამ ობიექტზე კომპანია `ა~-მ დახარჯა დაახლოებით 2 მილიონი ლარი და მეტიც, განავრცო და ააშენა საწარმო (შენობა და დანადგარები). 

1) ასეთი ხარჯის გაწევა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია `ა~-სთვის ნებადართულია თუ არა ჩვენი კანონმდებლობით? 

2) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ეს გაწეული დანახარჯები რა ტიპის ხარჯია კომპანია `ა~ სთვის? 

3) ქვეიჯარაში გადახდილი თანხები ემატება თუ არა შენობის თვითღირებულებას მშენებლობის პროცესში (მიმდინარეობისას)? 

4) რამე გადასახადი ხომ არ წარმოექმნება კომპანია `ა~-ს ამ ოპერაციის გამო? 
ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს შპს-ს (მე-4 კატეგორიის საწარმოა) ინტერნეტ-მომსახურებას უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, კერძოდ, შჰოპიფყ Iნტერნატიონალ Lიმიტედ-ი. ეს მომსახურება ჩვენი ინტერნეტ საიტის ყოველთვიური მომსახურებაა. არ გვაქვს შჰოპიფყ Iნტერნატიონალ Lიმიტედ-ის რეზიდენტობის ცნობა. გთხოვთ გვიპასუხოთ: 

1) რა გადასახადებით დაიბეგრება ჩვენი შპს ამ შემთხვევაში? 

2) მომსახურების ღირებულება იჭრება ბანკიდან ავტომატურად, კერძოდ ინვოისი გამოწერილია 29 დოლარზე და თანხის ჩამოჭრა PაყPალ-ის მეშვეობით ხორციელდება 30.63 დოლარი. მოცემული შემთხვევის დროს, დასაბეგვრი ბაზა საიდან იანგარიშება? გთხოვთ მიუთითოთ ბუღალტრული გატარებები. გადახდის დანიშნულებაა Basic Shopify Plan. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამშენებლო კომპანიამ ბარტერის გზით 24 ბინა ასაშენებელ კორპუსში გაუცვალა ფიზიკურ პირს სხვა მიწის სანაცვლოდ. ანუ, ამ მიწაზე არ ხდება აღნიშნული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნულ 24 ბინაზე გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, აღნიშნული გაცვლის (ბარტერის) ფაქტიდან გასულია 2 წელზე მეტი. 

1) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. `ჰაერია~) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება როგორც ფიზიკური პირი, ასევე სამშენებლო კომპანია? 

2) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 5 ან მეტ ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. `ჰაერია~) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით. ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 5 ან მეტ ბინას გაყიდის, ამ შემთხვევაში რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი? 

3) თუკი, სამშენებლო კომპანია აღნიშნული 24 ბინიდან 4 ბინას (რომლებიც ჯერ ე.წ. `ჰაერია~) გადაუფორმებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ ეს ფიზიკური პირი (ფაქტობრივად მეორე დღესვე) ამ 4 ბინას გაყიდის და ასევე გაყიდის დანარჩენი 20 ბინიდან ერთის ან რამდენიმეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (უფლება), ამ შემთხვევაში, რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი? 

4) თუკი, სამშენებლო კომპანია და ფიზიკური პირი შეიტანენ ცვლილებას მათ შორის გაფორმებულ აღნიშნულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში (ან რამდენიმე ხელშეკრულებაში) და ვთქვათ N სართულზე არსებული ბინის ნაცვლად წინარე ნასყიდობაში ჩაწერენ P სართულზე არსებულ ბინას, ისე, რომ ეს ბინები სართულების გარდა სხვა მახასიათებლებით ფაქტობრივად ერთი და იგივე იქნება, ეს ცვლილება რაიმე დაბეგვრას გამოიწვევს (როგორც ფიზიკური პირის, ასევე სამშენებლო კომპანიის მხრიდან)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 კატეგორიის საწარმო -შპს ახორციელებს საცალოში გაყიდული საქონლის ჩამოწერას ყოველთვიურად თვის ბოლოს. გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად მართებულია შპს-ის ქმედება? თუ არასწორია, მიგვითითეთ ჩამოწერის პრინციპი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711,50 ლარს შეადგენს. 

მიწისა და მასზე გაშენებული ვენახის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30000 ლარია. გაყიდვა განხორციელდა ფიზიკურ პირზე. ვენახი ახალია და მასზე ცვეთა ჯერ არ დარიცხულა, რადგან ის მსხმოიარე 2019 წლიდანაა. საწარმო, რომელმაც გაყიდვა მოახდინა, დღგ-ის გადამხდელია. 

გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გაიმიჯნოს დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ოპერაციები შესაბამისი თანხების მითითებით, რა დოკუმენტი უნდა გაფორმდეს და იქნებ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები: 
-30000 ლარის შემოსავალზე; 

- 7941 კვ. მეტრი მიწის ფართობის რეალიზაციაზე; 

- 6711,50 ლარის თვითღირებულების მქონე ვენახის რეალიზაციაზე; 

- დღგ-ის თანხაზე. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ 99-ე მუხლის `გადასახადისაგან გათავისუფლება~ თანახმად: 

`1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ... 

ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ~-`დ~ ქვეპუნქტებით~. 

ამ მუხლში რას ნიშნავს ეს ჩანაწერი: `ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/ განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ~-`დ~ ქვეპუნქტებით~? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის (მე-3 კატეგორიის საწარმოს, რომელიც მსს ფასს-ს იყენებს) ბალანსზე რიცხულ შენობას ქარიშხალმა გადახადა სახურავი, რომელიც 2017 წელს იყო გამოცვლილი. ახლა კეთდება წინასთან შედარებით უფრო მდგრადი და ვიზუალურადაც უკეთესი. 

ეს ხარჯი გავუშვათ ძირითადი კორპუსის რემონტის ხარჯში, თუ კაპიტალიზება მოვახდინოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.