ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №9(სექტემბერი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ზაალ თურქაძე. 

კითხვა: შპს-ში ჩატარდა ცარიელი ადგილის მოსუფთავება კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არანაირი შენობა-ნაგებობა არ დგას. ეს ხარჯი რა ანგარიშზე უნდა გავატაროთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შპს X-ს აქვს ვალები. ასევე ვალები აქვს შპს X-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს ბ. ს. გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა/აკრძალვა შეიძლება დაედოს სხვა შპს Y-ის ქონებას/წილს? 

2) შპს ძ არის მისი მეუღლის, ნ.-ის საკუთრებაში. ნ.-ის ქონებასაც შეეხება ეს? ანუ გაითვალისწინება ოჯახის ქონება თუ პირადი ქონება მხოლოდ? არის ყადაღა/აკრძალვა/ინკასო ჩვეულებრივი და ასევე საგადასახადო და მათ, როგორც ვიცი, სხვადასხვა დატვირთვა აქვს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის ბალანსზე აქვს ძირითადი საშუალება - მიკროავტობუსი, რომელიც ბუღალტრულადაც და ისედაც გაცვეთილია. შეგვიძლია აქტის საფუძველზე ჩამოვწეროთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამშენებლო კომპანიამ ბარტერით შეიძინა მიწა ფიზიკური პირისაგან, რომელსაც სანაცვლოდ უნდა გადასცეს ამ მიწაზე აშენებული საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ბინა. გააფორმეს `უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ~ ხელშეკრულება და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტები: 

`პუნქტი 8.5. სამშენებლო კომპანია ვალდებულია შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვა მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ექვსი თვის ვადაში...~ 

`პუნქტი 8.6. სამშენებლო კომპანია ვალდებულია საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის ნებართვის გაცემიდან სამი თვის ვადაში მოახდინოს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როგორც მშენებარე. სამშენებლო კომპანია ასევე ვალდებულია, რეგისტრაციის განხორციელებიდან სამოცი დღის ვადაში განახორციელოს ფიზიკურ პირზე გადასაცემი ფართების იდენტიფიკაცია და მისი რეესტრში წინარე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ფიზიკური პირისთვის...~ 

`პუნქტი 12.1. სამშენებლო კომპანიის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ორი თვის ვადაში მშენებლობის არდაწყების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს აქვს უფლება ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გარიგების საგნის დაბრუნება...~ 

`პუნქტი 12.5. თუ სამშენებლო კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის არანაკლებ 3 (სამი) სართულის აშენებას, ფიზიკურ პირს აქვს უფლება ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს გარიგების საგნის და განხორციელებული მშენებლობის სრულად დაბრუნება/საკუთრებაში აღრიცხვა...~ 

ჩვენ ვიცით, რომ ბარტერის დროს სამშენებლო მომსახურება დღგ-ით შეიძლება დაიბეგროს მომსახურების ბოლოს სრულად ან რაღაც ეტაპების მიხედვით. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხომ არ ჩაეთვლება სამშენებლო კომპანიას რამე ეტაპების შესრულებად და ხომ არ მოუწევს დღგ-ით დაბეგვრა ამ თითოეული პუნქტის მიხედვით, პროპორციულად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ადგილის ფიზიკურად არარსებობის გამო, 2005-2010 წლების საბუთები შეგვიძლია თუ არა გავანადგუროთ? თუ შეგვიძლია, რა ხანდაზმულობის მქონე საბუთების განადგურება შეგვიძლია და ხომ არ გვჭირდება ამაზე დამატებით რაიმე ნებართვა შემოსავლების სამსახურიდან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2017 წ. ნოემბერში შევისყიდეთ ვენახი (13 000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვაზი: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და ხიხვი) მოვლით, საბოლოო გახარებამდე მიყვანით. ამ შესყიდვის შემდეგ გარკვეული დანახარჯები გაიწია ვენახის მოვლაზე და იმ მდგომარეობამდე მიყვანამდე, სანამ ნაყოფს გამოიღებდა. აღრიცხვა მოხდა შესაბამისად 2120-ზე და შემდგომ აღიარდა ძირითად საშუალებად. 

ვმუშაობთ ფასს-ების სრული ვერსიის მიხედვით. რამდენადაც ბასს 41-ში არის მითითებული (მე 4 პუნქტი), ვაზი აკმაყოფილებს ნაყოფის მომცემი კულტურის განმარტებას და მიეკუთვნება ბასს 16 ის მოქმედების სფეროს, თუმცა მის ნაყოფზე -ყურძენზე, ვრცელდება ბასს 41. ვაზის ღირებულება განსაზღვრულია თვითღირებულებით. 

საკითხი ჩვენთვის ახალია, რადგან პირველი მოსავლის მიღება ხდება 2020 წელს. გვაინტერესებს შემდეგი: 

1) რის მიხედვით უნდა განისაზღვროს ვაზის სასარგებლო მომსახურების ვადა, ანუ რის მიხედვით დავარიცხოთ ცვეთა? 

2) რის მიხედვით უნდა იქნას დამოწმებული, რომ პირველი ნაყოფი ვაზმა გამოიღო 2020 წელს? 

3) მიღებული ნაყოფის რაოდენობა რომ იყო X კგ, ამას რა დოკუმენტების წარმოება სჭირდება? 

4) რის მიხედვით განისაზღვრება მიღებული ნაყოფის თვითღირებულება? 

5) ვაპირებთ მოწეული ყურძნის რეალიზებას. ამგვარი რეალიზებისათვის, თუ არის დამატებით რაიმე ნებართვა საჭირო (რადგან საკვები პროდუქტია)? 

6) მიღებული ნაყოფის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის თუ არსებობს რაიმე რეგულაციები? 

7) ამგვარი გაყიდვები რა დამატებით პროცედურებს მოითხოვს ჩვენგან, რომ რაიმე სახის პრობლემებს არ წავაწყდეთ? აგვისტოში დაიწყო მყიდველებთან მოლაპარაკებები და გვინდა გამართულად წარვმართოთ პროცედურა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X-მა 49 წლის ვადით სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო მიწის ფართი და შენობა-ნაგებობები იმ პირობით, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს შენობებს. აღნიშნული იჯარა შპს X-ისთვის არის ვალდებულებიანი: გარდა იჯარის საფასურის გადახდისა, რაც არის 50000 ლარი წელიწადში. შპს X-მა ამ ობიექტის განვითარებაში უნდა განახორციელოს XXXXXXXX ლარის ინვესტიცია. აშენებული შენობები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს, თუმცა ამის გამო იჯარის ვადა ან საფასური ან სხვა პირობები არ იცვლება და მათ კვლავინდებურად იყენებს მოიჯარე ანუ შპს X. მიწაზე აღნაგობის უფლება არ გვაქვს, ამიტომ შენობები ექსლუატაციაში შესვლისთანავე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებაში.
 
ჩვენი შეკითხვები ასეთია: 

1) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებული ქონება საბუღალტრო აღრიცხვის რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს? 

2) შპს X-ის მიერ 49-წლიანი იჯარით აღებულ ქონებაზე ვალდებულებით განხორციელებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები რომელ ანგარიშებზე უნდა აღირიცხოს? 

3) შპს X-ის მიერ აშენებული ქონების მეიჯარეზე (სახელმწიფოზე) გადაცემა როგორ უნდა აღირიცხოს?

შპს X ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოში ნულოვანი საწესდებო კაპიტალით წილი განაწილებულია 3 დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე: 1. 50%; 2. 29%; 3. 21%. თითოეულმა მათგანმა ძირითადი საშუალებების შესაძენად ჩარიცხა 45000 ლარი და ე.ი. შეძენილია სულ 135000 ლარის ძირითადი საშუალება, რაზეც საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა პროცენტიანი სასესხო ხელშეკრულება. 10 თვის მუშაობის შემდეგ საწარმოდან გადის 50% წილის მქონე პირი და 50% სანაცვლოდ დარჩენილი პარტნიორებისაგან იღებს ამ უკანასკნელთა პირად საკუთრებაში არსებულ 1000 და 1000 კვ.მ, ე.ი. სულ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება მიახლოებით 30000 ლარია. აქედან გამომდინარე: 

1) გამსვლელი 1-ლი პირი დაიბეგრება: ა) 30000-0=30000 ლარიდან და არ იქნება გათვალისწინებული მისი წვლილი საწარმოს ქონების შექმნაში 45000 ლარი? 

ბ) თუ 45000-30000=15000-დან? ამ უკანასკნელის სახელით, დამფუძნებელთა კრების ოქმში ხომ არ უნდა გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ის თმობს წილთან ერთად მოთხოვნას სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე? და ვის მიმართ თმობს, დარჩენილი პარტნიორების სასარგებლოდ თუ საწარმოს სასარგებლოდ? 

2) საწარმოში პარტნიორად დარჩენილი ორი პირი აპირებს ამ საწარმოს ქონების გაყიდვას და პირველ რიგში საწარმოზე მათ მიერ გაცემული სესხების ამოღებას. როგორ დაიბეგრებიან ისინი და საწარმოს სარგებელში ხომ არ ჩაეთვლება 1-ლი კითხვიდან გამომდინარე 1-ლი პირის გასვლიდან, მისგან ნაპატიები სესხი (თუ ასეთად ჩაითვლება) საწარმოსთვის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აღრიცხვაზე არმყოფ რეზიდენტ ფიზიკურ პირს კომპანიამ გაუფორმა მომსახურების ხელშეკრულება 150000 ლარზე. კომპანიამ ამ თანხიდან დააკავა 2% საპენსიო, დააკავა საშემოსავლო 20% და დარჩენილი თანხა 117600 ლარი ჩაურიცხა ფიზიკურ პირს. 

ამ ფიზიკურ პირს დაუდგება თუ არა ვალდებულება, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოს თანამშრომლები სარგებლობდნენ ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით, რასაც საწარმო ანაზღაურებდა (საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად), ანუ საწარმო იხდიდა სადაზღვევო პრემიის თანხასაც და `აგროსილ~ თანხაზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადსაც. 

საწარმოს და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულება იგივე დარჩა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საწარმო თვითონ კი აღარ იხდის თანამშრომლის სადაზღვევო პრემიის თანხას, როგორც ადრე, არამედ უკავებს თანამშრომელს აღნიშნულ სადაზღვევო პრემიის თანხას და რიცხავს სადაზღვევო კომპანიაში. 

გთხოვთ გვიპასუხოთ, ამ შემთხვევაში საწარმოს მაინც მოუწევს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა აღნიშნულ სადაზღვევო პრემიაზე (რომელსაც თანამშრომელს უკავებს ხელფასიდან) და გადახდა ბიუჯეტში? 

ასევე გთხოვთ ბუღალტრულ გატარებებს ამ უკანასკნელ შემთხვევაში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი და მე-4 კატეგორიის საწარმო, წლების წინ ჩაურიცხა დებიტორმა ზედმეტად 100 ლარი და მას მერე არის ეს თანხა ზედმეტად. არ გამოდის თანხის უკან დაბრუნება. გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად სწორია ჩემი ბუღალტრული გატარებები? 

დ-ტი 1410 კ-ტი 6190 84.75, 

დ-ტი 1410 კ-ტი 3330 15.25 (დღგ). 

წლის დასასრულს, გადაფარვა 5310 ანგარიშზე: 

დ-ტი 6190 კ-ტი 5310 84.75. 

დღგ-ის დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა მივუთითოთ მოცემული დაბეგვრა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2020 წლის პერიოდში არარეზიდენტ ფიზიკურ პირს საწარმომ აჩუქა პირობითად 3000 ლარი. გვაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად (სსკ 104-ე მუხლის მიხედვით) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი (ნაჩუქარი) და რა განაკვეთით დაიბეგრება? თუ კი, მაშინ სსკ 134-ე მუხლით ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრება 10%-ით? 

თუ ჩაითვლება სსკ 97-ე მუხლის თანახმად უსასყიდლო მიწოდებად, მაშინ დაიბეგრება 15%-ით მოგების გადასახადით თუ როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაიბეგრება 20%-ით საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აქციზის გადასახადი რომელი განაკვეთით უნდა დავითვალო არაყის იმპორტისას, 40% ალკოჰოლის შემცველობით? კონკრეტულად, რომელი სასაქონლო კოდი აქვს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.