ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №10(ოქტომბერი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი დავით მეგრელაძე. 

კითხვა: ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის მონაცემებით უწევს ქონების გადასახადის დეკლარირება, საკუთრებაში ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც 2019 წლის ნოემბერში შეიძინა. ამ ავტომანქანაზე, ქონების გადასახადი სრული ღირებულებიდან უნდა გადაიხადოს თუ წლის მანძილზე საკუთრებაში არსებული დროის პროპორციულად?
 
პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: საქონლის მიმწოდებელთან შეთანხმება გაფორმებული იყო ლარებში, ოღონდ კონკრეტული დღის სავალუტო კურსით საქონლის გადმოწერისა და ამავე კურსით თანხის გადარიცხვის შესახებ, თუმცა გადარიცხვა დაგვიანდა და კურსის აწევის გამო მიმწოდებელს წარმოექმნება ზარალი. შეიძლება თუ არა მიმწოდებელს თანხა გადავურიცხოთ კურსის აწევით წარმოქმნილი ზარალის ასანაზღაურებლად? ასეთ გადარიცხულ თანხას რა კლასიფიკაცია შეიძლება მიეცეს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალება, კერძოდ ჰესი, ექსპლუატაციაში შესვლის დროს დღგ-თი იბეგრება თუ არა? ხომ არ არსებობს რამე გამონაკლისი მასთან დაკავშირებით?
 
პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც შპს-ს აქვს საგადასახადო ვალდებულება და ამ პერიოდში ჩვენ ვახორციელებთ მისთვის თანხის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით, ეს იქნება თუ არა ჩვენი მხრიდან მისთვის გადასახადებისთვის თავის არიდების ხელშეწყობა? აღნიშნული ოპერაციის განხორციელება ჩვენი მხრიდან (როდესაც ჩვენ ვართ თანხის გადამხდელი და არა მიმღები) წარმოადგენს თუ არა რამე დარღვევას?
 
პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: ვთქვათ, მცირე მეწარმე საქმიანობს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მოჰყავს ყურძენი და კარტოფილი შემდგომი რეალიზაციისთვის. 2019 წლის სექტემბერში პირობითად მოყვანილ იქნა 205 000 ლარის კარტოფილი, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის იანვარში. 

1) ჩაითვლება თუ არა ბასს 41 სტანდარტის შესაბამისად, რომ ნაყოფის მოყვანის პერიოდში (სექტემბერი) ერთობლივ შემოსავალში ასასახია და დასაბეგრია თუ არა 2019 წლის სექტემბრის პერიოდში 1% გადასახადით (როგორც მცირე მეწარმე)? თუ ნაყოფის მიღება შემოსავალშია ჩასათვლელი, მაშინ გამოდის, რომ მცირე მეწარმე, რადგან ხარჯს ვერ გამოიქვითავს ბასს სტანდარტით, უნდა აღიაროს შემოსავლად და დაბეგროს სექტემბერში 1%-ით? 

2) თუ არის შესაძლებელი ბუღალტრული გატარებები მიეთითოს, რამდენად სწორია: ხარჯი დ-ტი 7000 კ-ტი 1610; როდესაც მოსავალს იღებენ: დ-ტი 1610 კ-ტი 8100; შემდგომ რეალიზაცია: დ-ტი 1410 კ-ტი 6100 და დ-ტი 7210 კ-ტი 1610? 

3) თუ ნაყოფის მიღების პერიოდში სტანდარტების მიხედვით უნდა აისახოს ერთობლივ შემოსავალში, მისი 1% გაითვალისწინება თუ არა წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის დაანგარიშებაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შპს `ა~-მ 2019 წლის პერიოდში სესხი გასცა 100 000 ლარის ოდენობით რეზიდენტ ფიზიკურ პირზე. შპს `ა~-მ 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით (/0,85*15%). 2020 წელს შპს `ა~-მ აღნიშნული მოთხოვნა მიაწოდა შპს `ბ~-ს 80 000 ლარად. 

შპს `ბ~-მ შპს `ა~-სთვის თანხის გადახდის მომენტში დაბეგრა 15%-ით (80 0000/0,85*15%-ზე), ხოლო შპს `ა~-მ ჩაითვალა ადრე გადახდილი 15% (80000/0,85*15%) მოგების გადასახადი. 
გარკვეული პერიოდის შემდგომ შპს `ბ~-მ აჩუქა (ჩამოაწერა) აღნიშნული მოთხოვნა ფიზიკურ პირს. 

გვაინტერესებს, ფიზიკურ პირზე მოთხოვნის ჩუქებისას დასაბეგრია თუ არა გადახდის წყაროსთან თავდაპირველი 100000 ლარი? 100000*20% სსკ 154-ე მუხლით? 

რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება შპს `ბ~-ს აღნიშნულ ქმედებებზე? 

2) გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება 2619-ე `მენუალში~ ასახულ ოპერაციებთან დაკავშირებით, თითოეულ შპს-ს (თავდაპირველ შპს-ს, რომელმაც 100000 ლარის მოთხოვნა გადასცა და შპს `ბ~-ს, რომელმაც ჩამოწერა ეს მოთხოვნა გარკვეული ხნის შემდგომ) რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრება?
 
პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: როდესაც პლასტიკური ბარათით `ონლაინ~ ვიხდი უცხოეთში არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, ამონაწერში არ ფიქსირდება თანხის მიმღების ვინაობა. ამ დროს ორივე გადასახადით ხომ არ მექნება დასაბეგრი, როგორც არარეზიდენტის საშემოსავლოთი 20%, ასევე არარეზიდენტის დღგ-ით, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში შეიძლება არცერთი გადასახადი ეკუთვნოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვადასტურებ თანხის მიმღების ვინაობას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: გთხოვთ, მოგვწეროთ დაბეგვრის რეჟიმი და განაკვეთები შემდეგი ოპერაციებისთვის: იურიდიული პირი A ფლობს მეორე იურიდიული პირის B-ს წილს, რომლის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს. ამ A იურიდიული პირის მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირები. ფიზიკურ პირებს უნდათ წილის რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდება. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ 2015 წელს იჯარით აიღო კომერციული ფართი, რომელიც გარემონტდა, მოიჯარის ბალანსზე აღიარდა რემონტი როგორც სხვისი ქონების კეთილმოწყობა და დასმულ იქნა ძირითად საშუალებად, დაერიცხა ცვეთა, ხოლო 5 წლის გასვლის შემდგომ განულდა აღნიშნული ძირითადი საშუალება (კეთილმოწყობა). ფართი ისევ არის იჯარით მოიჯარის მფლობელობაში. გვაინტერესებს, ხომ არ უნდა მოხდეს განულებული კეთილმოწყობის (ჩატარებული რემონტის) აფასება? ქონების მიზნებისთვის ხომ არ ჩაითვლება, რომ უნდა მომხდარიყო აფასება (ჩატარებული რემონტის) და ქონების გადასახადის დარიცხვა?
 
პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ-ში შესული ცვლილებით, იჯარით აღებული ქონების დაბრუნებისას, დღგ-ის მიზნებისთვის აღარ ითვლება მიწოდებად იჯარით აღებული ქონების (კეთილმოწყობის შემდგომ ნარჩენი თანხის ჩათვლით) დაბრუნება. მაგრამ თუ პირიქით მოხდა და ფიზიკურმა პირმა, როგორც მოიჯარემ, დაუბრუნა (გარემონტებული) საიჯარო ქონება მეიჯარე შპს-ს, ეს ხომ არ ჩაითვლება მიწოდებად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: არარეზიდენტის წარმომადგენლობა ან/და ფილიალი, რომელსაც არ არის მუდმივი დაწესებულება, რა გადასახადებით შესაძლოა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის თანახმად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) რა განსხვავებაა ვირტუალური ზონის პირსა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსს შორის? ორივე ხომ ძირითადად ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობენ? 

2) რას ნიშნავს ახალი ცვლილებით, რომ საერთაშორისო კომპანიის მოწილე მინიმუმ 2 წელი უნდა საქმიანობდეს #619 დადგენილებით? ანუ თუ არ საქმიანობს, მინიმუმ 2 წელი ვერ დაარეგისტრირებს საერთაშორისო კომპანიას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.