ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №11(ნოემბერი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.
 
წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი მალხაზ მაისურაძე. 

კითხვა: ფიზიკურ პირს სურს აღნაგობის უფლებით გადასცეს მიწა შპს-ს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თვითონ არის (შპს-ს ჰყავს 2 დამფუძნებელი). ვთქვათ, შპს უფრო ადრე დაიხურა, ვიდრე აღნაგობის პერიოდია. რა ხდება მაგ დროს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 
 
კითხვა: შპს X-ს 2020 წლის მარტში გასესხებული აქვს შპს Y-ზე 1600000 ლარი, საიდანაც მაისის თვეში დაბრუნდა 300000 ლარი, დანარჩენი თანხის დაბრუნებას კი შპს Y სავარაუდოდ ვერ შეძლებს. აღნიშნულ სესხზე ყოველთვიურად ვარიცხავთ სესხის პროცენტს. ორივე კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები, და იბეგრებიან მოგების გადასახადის `ესტონური მოდელის~ შესაბამისად.  

გვაინტერესებს, შპს X-ის მიერ ამ სესხის პატიების შემთხვევაში, რომელიმე მხარეს გადასახადის გადახდის ვალდებულება თუ დაეკისრება. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს. გვაინტერესებს: 

მშენებლობისას, როდესაც ხდება ფიზიკური პირისთვის ბინის დაქირავება ასაშენებელი ფართის მიწოდებამდე (როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს ქირის გადახდას, ან არ ითვალისწინებს; ორივე შემთხვევა რომ განვიხილოთ) და შპს იხდის ქირის თანხას, ფიზიკური პირისათვის ფართის ქირავნობისას გადახდილ თანხებზე დაიბეგრება თუ არა რაიმე გადასახადით შპს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ასაშენებელი ფართების შიდა განვადებით სხვა ფიზიკური პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში (პირობითად აშენებულია მისაცემი ფართების 50% და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში), ხომ არ ჩაითვლება, რომ გადაცემულია ფართები ლიზინგით და ქონების გადასახადის მიზნებისთვის შპს დაიბეგრება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან კორპუსებს. ერთ-ერთი ასაშენებელი კორპუსის საერთო ფართი პირობითად შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო მშენებლობის ხარჯი შეადგენს 800 000 ლარს. 
გვაინტერესებს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები: 

1) როდის და რა თანხით მოხდება დღგ-ის დარიცხვა/დეკლარაციაში ასახვა (ამ თანხაზე და კვ.მ-ზე რომ განვიხილოთ)? კერძოდ: 

1-ლი ვარიანტი. მიწის მფლობელ ფიზიკურ პირთან დადებული პირობით ხდება ნაკვეთის შეძენა, პირობითად 100 000 ლარის სანაცვლოდ (თანხა ფიზიკურმა პირმა მიიღო ხელშეკრულების გაფორმებისას 2018 წლის 1 იანვარს) და ამასთან, მას გადაეცემა აშენებული ფართიდან 100 კვ.მ თეთრი კარკასი (მიახლოებითი ღირებულებით 200 000 ლარის). პირობითად მშენებლობა დაიწყო 2018 წლის 2 იანვრიდან, 2018 წლის ნოემბერში დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მშენებარე ფართზე (შესრულებულია სამუშაოების 50%), ხოლო შემდგომ გრძელდება ფართის მოყვანა თეთრ კარკასამდე; 

მე-2 ვარიანტი. ფიზიკური პირისთვის ანაზღაურება ხდება თანხით 2018 წლის 1 იანვარს 100 000 ლარის ოდენობით და სხვა მიწაზე აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემით 2018 წლის ნოემბერში. 

2) პირობითად აღნიშნული მშენებლობა დაწყებულია 2017 წლის 1 იანვარს. წინარე ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის მარტში (მშენებარე ფართზე სამუშაოები შესრულებულია 50%). სულ სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა 2019 წლის ივლისში. ეს ჩაითვლება როგორც: 1. ფართის (საქონლის მიწოდება), ხოლო შემდგომ: 2. მომსახურების გაწევა? რა თანხით და როდის იქნება დღგ-ით დასაბეგრი მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის გადაცემული ფართი, და სხვა მყიდველი პირებისთვის გადაცემული ფართები? 

3) როგორც ვიცით, საგადასახადო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს ასეთი მიდგომა: 10% ფასნამატს ითვალისწინებენ ბარტერის (მშენებლობისას აშენებული ფართის მიწის მფლობელი ფიზიკური პირისათვის გადაცემის შემდგომ მომსახურების) შემთხვევაში და როგორ გამოითვლება ეს 10%? შედის თუ არა ფიზიკური პირისთვის მიღებული 100 000 ლარი (მიწის საფასური) აშენებული ფართების ხარჯის მთლიან ღირებულებაში (100 000 ლარი (მიწის ნაკვეთის მიღებისას ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხა) გარდა მშენებლობის ხარჯისა 800 000 ლარი)? 10% ფასნამატის დათვლისას გაითვალისწინება თუ არა 100 000 + 800 000 ხვედრითი წილის + 10% მომსახურების, თუ წინარე ხელშეკრულება დაიდო და პირობითად 50% არის დასრულებული? 

თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული საკითხები განვიხილოთ პირობითად გარკვეული თანხით, გადაცემული ფართების კონკრეტული დროის მონაკვეთით, რათა შესაძლებელი იყოს მარტივად აღქმა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: იმპორტირებული საქონლის დავალიანების დაგვიანებით გადახდაზე არარეზიდენტი მიმწოდებელი იურიდიული პირისთვის (ოფშორი არ არის) გადახდილი ჯარიმა იბეგრება თუ არა გადასახადით გადახდის წყაროსთან? რუსეთში არის თანხა გადახდილი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: საწარმოს ბალანსზე ირიცხება შემდეგი აქტივები: 

1) ძირითადი საშუალებები (კომპიუტერები, ავეჯი, საოფისე ინვენტარი და სხვ.); 

2) იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა; 

3) საგადასახადო (ბარათზე) ზედმეტობა. 

საწარმო არ ფლობს სმფ-ებს და დებიტორულ მოთხოვნებს. 

გვსურს ყველა ძირითადი საშუალებების მიწოდება სხვა საწარმოსთვის ერთი ოპერაციით. ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ოპერაცია საწარმოს მიწოდებად და გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისგან? ასევე, აქტივების მიმღებ საწარმოს ვუთმობთ იჯარის უფლებას (ხელშეკრულებაში შეიცვლება მოიჯარე მხარე) იმ ფართზე, რომელშიც განთავსებულია ძირითადი საშუალებები. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: თუ თიზ-ში რეგისტრირებულმა საწარმომ განახორციელა მისთვის აკრძალული მომსახურების შეძენა/მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან/პირისათვის, მაშინ რა სანქციები თუ გადასახადები ემუქრება თიზ-ის საწარმოს? მას ჩამოერთმევა თიზ-ის სტატუსი, თუ უბრალოდ ეს მისთვის აკრძალული ოპერაციები დაიბეგრება ჩვეულებრივ, მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ვართ თიზ-ის საწარმო. 1) უცხოეთიდან შემოგვაქვს სამშენებლო მასალები (თიზ-ის ტერიტორიაზე ვაშენებთ საწარმოს შენობას). ამ შემოტანის დეკლარაციებში საბაჟოზე გვიწერენ საწყობის რეჟიმს (და არა იმპორტის რეჟიმს). ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ გვპასუხობენ, რომ ასე უნდა იყოს. ასეა მართლა? 

2) ასევე შემოგვაქვს გარკვეული საქონელი თურქეთიდან, რომელსაც მერე ვყიდით სხვა უცხოურ ქვეყანაში. შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ისევ უთითებენ საწყობის რეჟიმს, ხოლო გატანისას დგება დეკლარაცია ნაბეჭდი სახით, რომელიც არ ჩანს ელექტრონული სახით ჩვენს პირად რს-ზე (საბაჟო ოპერაციებში) და ვერ ვხვდებით, რატომ. აღნიშნულ გატანის დეკლარაციას არ აწერია ექსპორტის რეჟიმი, არამედ აწერია „საერთაშორისო გადაზიდვა“ (მინიჭებული აქვს D ნომერი). სწორია ასეთი სახით შედგენილი საბაჟო დოკუმენტაცია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კრიპტოვალუტით ოპერაციებში არის შემთხვევები, როდესაც მისი შეძენის ან/და გამყიდველის მსურველს სურს აღნიშნული ტრანზაქცია განახორციელოს ნაღდი ფულით. 

მაგალითი 1. მოვიდა კლიენტი, მოიტანა 500 აშშ დოლარი და მისი შესაბამისი რაოდენობის კრიპტოვალუტა იყიდა; 

მაგალითი 2. მოვიდა კლიენტი, მოგვყიდა 500 აშშ დოლარის რაოდენობის კრიპტოვალუტა და მას ხელზე გადავეცით 500 აშშ დოლარი. 

ასეთი ტრანზაქციების შემთხვევაში სჭირდება თუ არა კომპანიას სალარო აპარატი? ორივე სახის გარიგებაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მშობელი კომპანია არის რეზიდენტი შპს (რომელიც იბეგრება `ესტონური მოდელის~ მიხედვით) და მე-4 კატეგორიის საწარმო ინდივიდუალურად. მშობელი კომპანიის მიერ 100%-იანი წილობრივი (100 აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით, რომელიც დღემდე არ შეუვსია) მონაწილეობით დაფუძნებულია შვილობილი რეზიდენტი შპს თიზ-ში, რომელიც ასევე არის `ესტონურ მოდელზე~ და ისიც ინდივიდუალურად არის მე-4 კატეგორიის საწარმო. კონსოლიდირებულად 2019 წელთან მიმართებით ისინი ქმნიან მე-3 კატეგორიის ჯგუფს. 

მშობელი კომპანია 2019 წლის მანძილზე გასცემდა შუალედურ დივიდენდებს თავის 100-იან დამფუძნებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ბეგრავდა `ესტონური მოდელის~ შესაბამისად. 2019 წლის ბოლოს ინდივიდუალური შედეგების შეჯამებით მშობელ კომპანიას კიდევ დარჩა გასანაწილებელი მოგება. თუმცა, შვილობილი კომპანია 2019 წელს გავიდა ზარალზე და ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგებით მშობელი კომპანიის დარჩენილი გასანაწილებელი მოგება აღარ აღმოჩნდა საკმარისი შვილობილი კომპანიის ზარალის გადასაფარად. 

აღნიშნულ სიტუაციაში მშობელ კომპანიას რამე საგადასახადო რისკი ხომ არ უჩნდება განაწილებულ დივიდენდებთან მიმართებაში? ან ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის რამე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი მშობელი კომპანიის მხრიდან? მშობელი კომპანია თავის წილს შვილობილ კომპანიაში ინდივიდუალური ანგარიშგების შედგენისას აღრიცხავს თვითღირებულების მოდელით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სამშენებლო კომპანია აშენებს და ყიდის საცხოვრებელ ბინებს კორპუსში, რომელზეც სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, სსკ 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით. თუმცა, ერთ-ერთ ბინას იყენებდა ოფისად როგორც საკუთარ ძირითად საშუალებას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ახლა აპირებს მის გაყიდვას (როგორც საცხოვრებელი ბინის). დაიბეგრება თუ არა დღგ-ით ამ გაყიდვიდან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კომპანიამ იმპორტით შეიძინა არაყი (პროდუქცია არის ბოთლებში). აქციზი გადავიხადეთ საბაჟოზე. ამ საქონლის რეალიზაციის შედეგად აქციზის დეკლარაცია უნდა გადავაგზავნო? აქციზის გადასახადი რეალიზაციიდანაც გვექნება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მოიჯარე ჩემგან იღებს იჯარის მომსახურებას, ხოლო მისი მხრიდან მე ვიღებ თანხას და ამავე დროს უძრავ ქონებას (მშენებლობის მომსახურებას), არის ეს ბარტერი? და თუ ნაწილობრივი ბარტერია და ორივე მხარე გამოწერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, დაირღვევა თუ არა ამით რაიმე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) 2018 წლის 1 იანვრიდან, შპს, რომელიც აშენებს მრავალსართულიან შენობას (მშენებარე), ზოგიერთ ფიზიკურ პირზე აფორმებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას (შიდა განვადების სახით) და თანხის გადახდას უნაწილებს რამდენიმე წელზე. მაგალითად, პირველი გადახდა მოხდება 2018 წლის 1 თებერვლიდან თვეში პირობითად 1000$ -2020 წლის 1 დეკემბრამდე. ამასთან აღნიშნულ ბინას მყიდველი (ფიზიკური პირი) ვერ გაყიდის გამყიდველი შპს-ის თანხმობის გარეშე. თუ სრულად ვერ მოახდენს თანხის გრაფიკით დაფარვას, ფიზიკურ პირს დაუბრუნდება გადახდილი თანხა 10%-ის გამოკლებით, ხოლო როცა გადაიხდის სრულად, მხოლოდ მაშინ დარეგისტრირდება ფიზიკური პირი საჯარო რეესტრში როგორც ამ ბინის მესაკუთრე. 

გვაინტერესებს, როდესაც ფორმდება შიდა განვადება, ხოლო ჯერ ფართი არ არის დასრულებული (მშენებარე), ასევე გაფორმებულია გადახდის გრაფიკი პირობითად 1000$ თვეში, ხომ არ ჩაითვლება ეს ლიზინგის შემთხვევად და დღგ-ით დაიბეგრება არა ჩარიცხული თანხები (მაგალითად ავანსი), არამედ როგორც რეგულარული მომსახურება? და ყოველი თვის ბოლო რიცხვი ხომ არ იქნება დღგ-ით დასაბეგრი (1000$) შპს-ისთვის, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა თანხა? 

თუ ჩაითვლება ლიზინგად, მაშინ ჩარიცხული ავანსები არ უნდა დაიბეგროს? რეგულარულ მომსახურებას ხომ არ ეხება დღგ-ით ავანსის დაბევრა? ასევე თუ ჩავთვლით შიდა განვადებას როგორც ლიზინგს, მაშინ ქონების გადასახადი მოუწევს ლიზინგის გამცემს? 

2) ასევე გვაინტერესებს სიტუაციური სახელმძღვანელო #1116. ანუ, თუ განვადებით გავეცით ეს მშენებარე ბინა, სრულად უნდა დაიბეგროს დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კომპანიას, რომელიც ფლობს ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამის ლიცენზიას, რომლის თანახმად ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, განზრახული აქვს აგრეთვე სადეზინფექციო და სადერატიზაციო მომსახურების გაწევა კონკრეტული ორგანიზაციებისათვის (მაგ. ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებისათვის და სხვა). 

`ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობა / სამედიცინო მომსახურება არის აგრეთვე საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია (მათ შორის) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან. 

ეროვნული კლასიფიკატორის 81-ე განყოფილება კი მოიცავს შენობების და ტერიტორიის მომსახურების საქმიანობებს, მათ შორის, დასუფთავების საქმიანობებს, როგორიცაა შენობების, მანქანების და მოწყობილობების სადეზინფექციო და გაუვნებელყოფის სამუშაოები და სხვა. 

განიხილება თუ არა აღნიშნული სადეზინფექციო და სადერატიზაციო მომსახურების გაწევა სამედიცინო მომსახურებად და შესაბამისად, დაიბეგრება თუ არა დღგ-ით? ხომ არ ჩაითვლება ის ჩვეულებრივ დასუფთავების მომსახურებად და როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთი მეორისგან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სსკ 981 მუხლის `განაწილებული მოგება~ მე-2 ნაწილის მიხედვით, `განაწილებულ მოგებად არ ითვლება: 

`ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად; 

ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა; 

დ) საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების/წილის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია~. 

როდესაც ხდება შპს-იდან კაპიტალის შემცირება ფიზიკური პირის მიერ (საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის გამოტანა), ხომ არ დაიბეგრება მოგების გადასახადით? რადგან შემცირებაზე არ წერია, ვფიქრობთ განაწილებულად არ ითვლება მხოლოდ წილის შეძენის დროს გამოსყიდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში საწესდებო კაპიტალის შემცირება ჩაითვლება როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი. ასეა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.