ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №12(დეკემბერი), 2020
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდნენ შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აღრიცხვისა და კონსალტინგის მენეჯერები მალხაზ მაისურაძე და რევაზ ლაზარიაშვილი. 

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს 2017 წლიდან აშენებს მრავალბინიან კორპუსებს. ერთ-ერთი ასაშენებელი კორპუსის საერთო ფართი პირობითად შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო მშენებლობის ხარჯი შეადგენს 800 000 ლარს. გვაინტერესებს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები: 

1) როდის და რა თანხით მოხდება დღგ-ის დარიცხვა/დეკლარაციაში ასახვა (ამ თანხაზე და კვ.მ-ზე რომ განვიხილოთ)? კერძოდ: 

პირველი ვარიანტი. მიწის მფლობელ ფიზიკურ პირთან დადებული პირობით ხდება ნაკვეთის შეძენა, პირობითად 100 000 ლარის სანაცვლოდ (თანხა ფიზიკურმა პირმა მიიღო ხელშეკრულების გაფორმებისას 2018 წლის 1 იანვარს) და ამასთან, მას გადაეცემა აშენებული ფართიდან 100 კვ.მ თეთრი კარკასი (მიახლოებითი ღირებულებით 200 000 ლარის). პირობითად მშენებლობა დაიწყო 2018 წლის 2 იანვრიდან, 2018 წლის ნოემბერში დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება მშენებარე ფართზე (შესრულებულია სამუშაოების 50%), ხოლო შემდგომ გრძელდება ფართის მოყვანა თეთრ კარკასამდე; 

მე-2 ვარიანტი. ფიზიკური პირისთვის ანაზღაურება ხდება თანხით 2018 წლის 1 იანვარს 100 000 ლარის ოდენობით და სხვა მიწაზე აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემით 2018 წლის ნოემბერში.

2) პირობითად აღნიშნული მშენებლობა დაწყებულია 2017 წლის 1 იანვარს. წინარე ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის მარტში (მშენებარე ფართზე სამუშაოები შესრულებულია 50%). სულ სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა 2019 წლის ივლისში. ეს ჩაითვლება როგორც: 1. ფართის (საქონლის მიწოდება), ხოლო შემდგომ: 2. მომსახურების გაწევა? რა თანხით და როდის იქნება დღგ-ით დასაბეგრი მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის გადაცემული ფართი, და სხვა მყიდველი პირებისთვის გადაცემული ფართები? 

3) როგორც ვიცით, საგადასახადო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს ასეთი მიდგომა: 10% ფასნამატს ითვალისწინებენ ბარტერის (მშენებლობისას აშენებული ფართის მიწის მფლობელი ფიზიკური პირისათვის გადაცემის შემდგომ მომსახურების) შემთხვევაში და როგორ გამოითვლება ეს 10%? შედის თუ არა ფიზიკური პირისთვის მიღებული 100 000 ლარი (მიწის საფასური) აშენებული ფართების ხარჯის მთლიან ღირებულებაში (100 000 ლარი (მიწის ნაკვეთის მიღებისას ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხა) გარდა მშენებლობის ხარჯისა 800 000 ლარი)? 10% ფასნამატის დათვლისას გაითვალისწინება თუ არა 100 000 + 800 000 ხვედრითი წილის + 10% მომსახურების, თუ წინარე ხელშეკრულება დაიდო და პირობითად 50% არის დასრულებული? 

თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული საკითხები განვიხილოთ პირობითად გარკვეული თანხით, გადაცემული ფართების კონკრეტული დროის მონაკვეთით, რათა შესაძლებელი იყოს მარტივად აღქმა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებას გვიხდიან ნაღდით (საქართველოს ტერიტორიაზე) და შესაბამის თანხაზე ლარში ჩეკი უნდა ამოვარტყათ? შეგვიძლია დამატებით შემოსავლის ორდერზეც მოვაწერინოთ ხელი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კოვიდის ფართო მასშტაბით გავრცელებასთან დაკავშირებით, თანამშრომლები გადაგვყავს ჩვენი დაქირავებული ტრანსპორტით სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, რათა კოვიდის გავრცელების რისკი შევამციროთ. სსკ 101-ე მუხლის მიხედვით, რამდენად ექვემდებარება ეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კორპორატიული ღონისძიების ფარგლებში, როდესაც მოვახდენთ თანამშრომლების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე, რამდენად შეიძლება ეს წარმომადგენლობით ხარჯად ჩავთვალოთ და არ დავბეგროთ საშემოსავლოთი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1 წელზე მეტი ვადით გაფორმებული იჯარები, რომლებიც სრული ფასს-ების ან მსს ფასს-ის მიხედვით მომუშავე მოიჯარესთან აღირიცხება როგორც აქტივი (`გამოყენების უფლება~), ექვემდებარება თუ არა ქონების გადასახადით დაბეგვრას? იჯარით გამცემიც და მიმღებიც -საქართველოს რეზიდენტი კომპანიებია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: დედა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა, საკუთრებაში ფლობს არასაცხოვრებელ ფართს (საქართველოში), რომელიც გამოსადეგია კომერციული მიზნით და მისი ღირებულება 100000 ლარზე მეტია. ამ ფართის გაყიდვაზე გენერალური მინდობილობა აქვს მის შვილს, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის ამ ფართს სხვა დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გაყიდვა დღგ-ით დაბეგროს და ა/ფ გამოწეროს არა მესაკუთრემ, არამედ მისმა შვილმა, ვინც გაყიდა ეს ფართი მინდობილობით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს-ს, რომელიც სასტუმროა, მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ უნდა მიყიდოს ამ სასტუმროს გვერდით მდებარე მიწა და ამ მიწაზე მდგარი ღია საცურაო აუზი თავისი დამხმარე ნაგებობით. 

1) ეს ხომ ჩაითვლება მთლიანად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად (მიწის და ნაგებობის თანხა ორივე)? 

2) დამფუძნებელი კომპანია მყიდველ შპს-ს (სასტუმროს) გამოუწერს ანგარიშ-ფაქტურას მთლიან თანხაზე და სასტუმროს ხომ აქვს უფლება ეს დღგ (მიწის და ნაგებობის თანხიდან გამოთვლილი) ჩაითვალოს სრულად? 

3) გამყიდველმა კომპანიამ ანგარიშ-ფაქტურაში ცალკე რომ გამოყოს მიწის და ნაგებობის ფასები, რამე საფრთხეს ხომ არ შექმნის ეს სასტუმროსთვის დღგ-ის მთლიანი თანხის ჩასათვლელად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ჩვენი ძირითადი საქმიანობაა არაალკოჰოლური სასმელების წარმოება. რამე დანადგარს როცა ვყიდით, ოღონდ ძირითადი საშუალებებიდან კი არა, ვიყიდე და ვყიდი, ასევე საცობს და ცელოფანს, 6110-ზე ანუ ძირითად ამონაგებში უნდა აისახოს შემოსავალი? ასეთი ოპერაციები ერთჯერადი არაა, მაგრამ ძირითადი რეალიზაციაც არ არის მგონი. ძირითადი რეალიზაციაა არაალკოჰოლური სასმელებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია. გვაქვს ასევე აზოტის რეალიზაციაც და ცარიელი ბოთლის. რომელია ძირითადი შემოსავალი (ამონაგები) და რომელი -სხვა საოპერაციო შემოსავალი ჩვენს შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) უსასყიდლოდ გაყიდვისას, თუ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი დღგ-ის ჩათვლით 118 ლარია, 118 ლარიანი ზედნადები უნდა გაიწეროს (შენიშვნაში: უსასყიდლოდ და ანგარიშ-ფაქტურას არ ვაგზავნით), თუ დღგ-ის გამოკლებით 100-ლარიანი ზედნადები? როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში? 

2) უსასყიდლოდ შეძენისას როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრული ანგარიშგებით? და დეკლარირებისას ეს თანხა სად უნდა ჩაიწეროს, რომელ გრაფაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: დეველოპერმა გააფორმა მიწის რამდენიმე მეპატრონე ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: 

1. დეველოპერი საკუთრებაში გადასცემს პირველ მხარეს (მიწის მეპატრონე ფიზიკურ პირებს) 992 კვ.მ ფართებს შავი `კარკასის~ მდგომარეობით და 60.6 კვ.მ კომერციულ ფართებს, რომელიც უნდა აშენდეს ამ მიწაზე; 

2. პირველი მხარე ასევე მიიღებს უძრავი ქონების ღირებულებას 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, შემდეგი წესით: ა) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში -მეორე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა; ბ) 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში -მშენებლობის მიმდინარეობისას, მერვე სართულის ფილის დასხმის შემდეგ არაუგვიანეს 45 დღისა. 

3. პირველი მხარე ასევე მიიღებს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში, კომპენსაციის სახით, მშენებლობის დაწყებიდან ყოველთვიურად. კომპენსაციის გაცემა შეწყდება შენობის გადახურვის დასრულებისთანავე (მშენებლობის დასრულების ვადაა 36 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან). 

გვაინტერესებს: 

1) ვინაიდან, მიზეზთა გამო, ვერ ვახერხებთ გადმოცემული მიწის შეფასებას და რეალური ღირებულების დადგენას, მაშინ როგორ შეიძლება გამოვითვალოთ (რა ლოგიკით? ხელშეკრულებაში არსებული მოცემულობები შეიძლება იქნეს გამოყენებული?) ის თანხა, რა თანხადაც უნდა დავსვათ შეძენილი მიწა ჩვენს ბალანსზე? 

2) ვინაიდან მიწის მეპატრონეებთან გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გადასაცემ ფართებზე, შესაბამისად ჩაითვლება, რომ დეველოპერი მათ უწევთ სამშენებლო მომსახურებას, ამიტომ დეველოპერმა ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის ხომ არ უნდა აღიაროს გადავადებული შემოსავალი და რა თანხით? ასევე, საგადასახადო მიზნებისთვისაც, ეტაპებად ხომ არ უნდა მოხდეს დაყოფა გასაწევი მომსახურების? შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა როდის ხდება და რა თანხიდან? 

3) ხოლო, საგადასახადო კუთხით, დეველოპერმა თუ მშენებლობის დასრულების ბოლოს უნდა აღიაროს შემოსავალი გაწეული მომსახურებიდან, მაშინ რა თანხიდან უნდა მოხდეს დღგ-ით დაბეგვრა -გაწეული მომსახურების საბაზრო ფასიდან მომსახურების დასრულების თარიღით, გაწეულ დანახარჯებს (თვითღირებულებას) + 10% (პირობითად ავიღეთ) ფასნამატიდან, თუ ბინების საკუთრებაში გადაცემის მომენტში (ანუ მშენებლობის დასრულების ბოლოს) მათი საბაზრო ფასიდან (რაც შეიძლება ბევრად განსხვავდებოდეს ხელშეკრულების დადების მომენტში შეძენილი მიწის საბაზრო ფასისგან იყოს მეტი)? 

4) ბოლოს, თუ აღმოჩნდება, რომ ბალანსზე დასმული შეძენილი მიწის ფასი, ერთი მხრივ, და მიწოდებულ მომსახურებას ან/და მიწოდებულ ბინებს + გადახდილი თანხები, მეორე მხრივ, განსხვავდება ერთმანეთისაგან, რა მოსდის სხვაობას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ინდმეწარმემ, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, იყიდა მობილური ტელეფონი იმპორტის გზით და ეს ძირითად საშუალებად უნდა აღიაროს? მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია მაქვს. დღგ შეგვიძლია ჩავითვალოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ვართ შპს, გვაქვს გაუნაწილებელი მოგება მხოლოდ საქართველოში არსებული ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც იბეგრება (შეღავათით არ ვსარგებლობთ) სსკ-ის ნორმების შესაბამისად, როგორც 2017 წლის იანვრამდე მიღებული, ასევე 2017 წლის შემდგომ პერიოდში. გადავწყვიტეთ დივიდენდის გაცემა. შპს-ის დირექტორატს გადაწყვეტილი აქვს დივიდენდის გაცემისას ჯერ არ გამოიყენოს მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა და მოგების განაწილება დაბეგრონ მოგების გადასახადით, რადგან თვლიან, რომ ჯერ უნდა გასცენ 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ხოლო სხვა პერიოდში გამოიყენონ მოგების გადასახადის ჩათვლის ფორმულა დივიდენდის გაცემისას. 

1) ვალდებულია თუ არა შპს, როდესაც გასცემს დივიდენდს, ჩათვალოს, რომ ჯერ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება (თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა) და არა 2017 წლის შემდგომ მიღებული? 

2) თუ ჩათვლის, რომ ჯერ გასცა 2017 წლის შემდგომ მიღებული გაუნაწილებელი მოგება, ექნება თუ არა უფლება შპს-ს (სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე) შემდგომ პერიოდში, როდესაც გასცემს გაუნაწილებელ მოგებას, მიიჩნიოს, რომ გასცა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება და ჩაითვალოს ნაწილობრივ, ანუ გაანგარიშება მოახდინოს სსკ 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის (მოგების გადასახადის ჩათვლა) თანახმად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის #759 დადგენილებით განისაზღვრა იმ პირთა სია, რომლებსაც ეკუთვნით 300-ლარიანი კომპენსაციის მიღება სახელმწიფოსგან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. 

ჩვენი კომპანია ცალსახად არის იმ კომპანიათა ჩამონათვალში, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა შეეხოთYობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ეს ჩანაწერი: `2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს~, რადგან ჩვენთან 200 თანამშრომლისგან 150-ს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 50-ს კი ვამუშავებთ ონლაინ-გაყიდვებზე. გვაქვს ორი ტიპის შემთხვევა: 

1) ხელფასის გაცემის დღე ჩვენთან არის 30 დეკემბერი. იმ 150 თანამშრომელს, რომელსაც შევუჩერეთ სამუშაო პროცესი, სახელმწიფოსგან ეკუთვნით დახმარება და უნდა დავადეკლარიროთ 24 დეკემბრამდე სპეციალური ფორმით ამ კომპენსაციის მიმღებთა სიაში და გადავუგზავნოთ შემოსავლების სამსახურს, თუ არა? გვეუბნებიან, რომ დადგენილებაში წერია: ამ პერიოდში თუ არ აქვს უშუალოდ მიღებული (ანუ საკასო მეთოდის მსგავსად თუ არ ჩარიცხვია) ხელფასი, მაშინ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, 24 დეკემბრის მერე გასცემთ თუ არაო. დადგენილებაში წერია: `2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს~ და ეს ნიშნავს, უშუალოდ ამ პერიოდში თუ არ გაქვს სახელფასო გაცემა დაფიქსირებულიო, ეკუთვნით კომპენსაციაო, თუმცა მაინც ორაზროვანი ჩანაწერი მგონია. 

2) დისტანციური ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, ცხადია, არ გვაქვს იმდენი, რაც შეიძლება გვქონოდა დეკემბრის თვეში, რომ არა დაწესებული შეზღუდვები და დაკეტილი მაღაზიები. ჩვენთან ანაზღაურების საბონუსე სისტემაა და ის 50 თანამშრომელი, რომლებსაც ვამუშავებთ და რომლებზეც გავცემთ ხელფასს 30 დეკემბერს, ბუნებრივია ვერ მიიღებენ იმ ოდენობის ანაზღაურებას, რაც შეიძლებოდა ჰქონოდათ შეზღუდვების არარსებობის პირობებში. თუ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე განისაზღვრება იმ კრიტერიუმით, რომ მთავარია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში არ ჰქონდეთ მიღებული სახელფასო ანაზღაურება, მაშინ რადგან ეს თანამშრომლები ხელფასს მიიღებენ 24 დეკემბრის მერე და თან მიიღებენ შემცირებული რაოდენობით, იქნებ მათაც ეკუთვნით ამ კომპენსაციის მიღება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოს 2016 წლიდან იჯარით აქვს (10 წლის ვადით) მფლობელობაში უძრავი ქონება. აღნიშნულ ქონებაზე კომპანიის მიერ გაწეულ იქნა რემონტის ხარჯი 1000000 ლარის. ქონების გადასახადის მიზნებისთვის საწარმომ გაწეულ რემონტის ხარჯებს 5 წლის განმავლობაში დაარიცხა ცვეთა წრფივი მეთოდით (ამასთან 5 წელი იხდიდა ქონების გადასახადს) და გაანულა ღირებულება. 

გვაინტერესებს, ვალდებულია თუ არა საწარმო გადააფასოს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობა (რადგან განულდა მისი ღირებულება)? ან ვალდებული იყო თუ არა ცვეთა დაერიცხა 10 წლის განმავლობაში, ხოლო ქონების გადასახადიც გადახდილიყო 10 წელი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ჩვენი კომპანია აწარმოებს სამედიცინო პირბადეების (რომელთა მიწოდება დღგ-ისაგან გათავისუფლებულია 2020 წლის ბოლომდე ჩათვლის უფლებით) მხოლოდ შეკერვას, სხვისი დაკვეთით. დამკვეთს მოაქვს მასალა, ჩვენ ვკერავთ და უკან მიაქვს, რეალიზაციას თვითონ აკეთებს. ჩვენ ამ მომსახურებას ჩვეულებრივად ვბეგრავთ დღგ-ით, ხომ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.