ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №1(იანვარი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თორნიკე ასპანიძე. 

კითხვა: მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2020 წელს. გვაინტერესებს რამდენიმე გარემოება:
 
1) თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურება თანხის, ხოლო დაზიანებული ქონება გადაეცემა მზღვეველს, ჩაითვლება თუ არა ეს მიწოდებად შპს-ის (დაზღვეულის) მიერ და დაიბეგრება თუ არა? ან/და ხომ არ ჩაითვლება დაზიანებული ქონების გადაცემა როგორც ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული (მზღვეველის მიერ თანხის ჩარიცხვა ზიანის სანაცვლოდ) და თუ იყო ადრე ჩათვლილი დღგ, დაზიანებულ ქონებაზე უნდა მოხდეს მისი აღდგენა? 

2) ზიანის ანაზღაურებისას, თუ არის ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომ დაზღვეულმა საკუთარი ან მესამე პირის მეშვეობით უნდა აღადგინოს დაზიანებული ქონება, ხოლო მზღვეველი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ჩაურიცხავს დაზღვეულს თანხას, ჩაითვლება თუ არა დაზღვეულის მიერ გაწეულ მომსახურებად (დაიბეგრება თუ არა სსკ-ის მიხედვით რამე გადასახადით) მზღვეველი კომპანიის მიმართ?

3) ქონება გაცემულია ლიზინგით ფიზიკური პირის მიმართ, ხოლო ქონება დაზღვეულია კომპანიის მიერ. როდესაც ხდება ქონების დაზიანება, მზღვეველი ამ კომპანიას ურიცხავს თანხას, ხოლო კომპანია თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს. რა გადასახადებით შესაძლებელია დაიბეგროს დაზღვეული კომპანია, როდესაც თანხას გადასცემს ფიზიკურ პირს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: როგორ ხდება სადაზღვევო კომპანიას მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული (დაზიანებული ქონების) ბალანსზე აღრიცხვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სგს (სესხის გამცემი სუბიექტი), ინდმეწარმე არ არის დღგ-ის გადამხდელი, ფუნქციონირებს 2019 წლიდან. საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 01 იანვრიდან, საიდან უნდა დავიწყოთ დღგ-ის რეგისტრაციის მიზნებისათვის 100000-ლარიანი ბრუნვის ათვლა -2021 წლის 01 იანვრიდან თუ 2020 წლიდან უკუგადათვლით (ფინანსური მომსახურების გაწევის ოპერაციის ჯამური თანხა აჭარბებს 100000-ლარს, ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: საქართველოს რეზიდენტი და მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ ჩინეთის კომპანიისთვის გაწეული არადაქირავებული მუშაობით მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, რა შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლიდან, დღგ-ის დეკლარაციის გაუგზავნებლობის შემთხვევაში აღარ ითვლება (გარდა ფიზიკური პირისა), რომ გაგზავნილია ნულოვანი დეკლარაცია. ადრე, როდესაც აღმოაჩენდა მაკონტროლებელი ორგანო, რომ დეკლარაციის გაუგზავნებლობის მიუხედავად (როგორც ნულოვანი) გადამხდელმა შეიმცირა დასაბეგრი ბაზა, სხვაობაზე დაარიცხავდა ჯარიმას სსკ 275-ე მუხლის შესაბამისად. ანუ, ახლა აღარ აქვს უფლება გამოიყენოს სსკ ის 275-ე მუხლი, რადგან თუ აღარ ითვლება გაგზავნილად, მაშინ დეკლარაციაში თანხის შემცირებად აღარ ჩაითვლება და დაჯარიმდება სსკ 274-ე მუხლით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მთავრობის 829-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გვსურს გკითხოთ, ამ დადგენილების მიხედვით, გვაქვს შეზღუდვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით თუ არა? კომპენსაციის მიმღები პირის ვინაობა, ასევე თანხების რაოდენობა განსაზღვრულია დადგენილებით. ჩვენ გვაინტერესებს დეკლარაციის დაზუსტებასთან დაკავშირებული საკითხი, რაზეც ამ ბრძანების წაკითხვის შემდეგ ჩვენი ინტერპრეტაცია ასეთია: 

თუკი ხდება 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვის დეკლარაციების დაზუსტება და ხდება მხოლოდ კომპენსაციის მიმღები პირის პირადი ნომრის ჩასწორება (რადგან დეკლარაციაში პირადი ნომრის არასწორად დაფიქსირების გამო ეს პირი კარგავდა კომპენსაციის მიღების უფლებამოსილებას), ამ შემთხვევაში დეკლარაცია ჩაითვლება 2021 წლის იანვრამდე წარდგენილად და პირი მიიღებს კომპენსაციას. 

ანუ, ეს ნიშნავს არა იმას, რომ დეკლარაციის დაზუსტება არ შეიძლება, არამედ იმას, რომ თუ დეკლარაციაში არასწორად ან არასრულად იყო ინფორმაცია წარდგენილი და ამის გამო რომელიმე პირი კარგავდა კომპენსაციის მიღების საშუალებას, დეკლარაციის დაზუსტებით ამ საკითხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადი ნომერი იყო არასწორად მითითებული და ჩასწორდა. სხვა შემთხვევაში, დეკლარაციის დაზუსტება, უბრალოდ, ვერ გახდება პირის მიერ კომპენსაციის მიღების საფუძველი, რადგან ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დეკლარაცია 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ არის წარდგენილი, ოღონდ მხოლოდ ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის დაზუსტება ცხადია შესაძლებელია და იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ დეკლარაციის დაზუსტება აგვეკრძალოს, ამ დადგენილებიდან გამომდინარე არ არსებობს! უბრალოდ, თუ იმ სახით დავაზუსტებთ დეკლარაციას, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ეს პირები კომპენსაციას, თუ მხოლოდ მათ მათი პირადი ნომერი დაზუსტდა. მაგალითად, თუ კომპანია არ ადეკლარირებდა თანამშრომლის ხელფასს, მიუხედავად იმისა, აკეთებდა ამას შეგნებულად თუ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის შემთხვევით გამორჩენას, ახლა დეკლარაციის დაზუსტება არ მისცემს პირს კომპენსაციის მიღების უფლებამოსილებას. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, დეკლარაციის დაზუსტება შეიძლება და ამაზე დამატებითი სანქციები არ არის, არის ჩვეულებრივი საურავები, რომელიც სიახლე არაა. 

გთხოვთ, მოგვწეროთ, სწორად გვესმის თუ არა აღნიშნული დადგენილების შინაარსი და თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს-მ მიაწოდა ჩინეთის კომპანიას პროდუქცია (ღვინო) X ღირებულების, მან ეტაპობრივად ჩარიცხა თანხა. ერთხელ ჩარიცხულმა თანხამ დააბალანსა X ღირებულების პროდუქცია, ხოლო მეორედ დამატებით რიცხავს Y თანხას, რომელიც არის ეტიკეტის დიზაინის ღირებულება. როგორ უნდა გავატაროთ ეს თანხა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: გვაქვს ასეთი სიტუაცია: კომპანიაში 2020 წლის მანძილზე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები შეადგენს 33%-ს და დღგ-ით დასაბეგრი -67%-ს. კომპანიამ ოფისის შესაძენად, ავანსად გადარიცხა თანხები 2020 წლის ნოემბერში და 2020 წლის დეკემბერში, რაზეც სამშენებლო კომპანიამ გამოწერა შესაბამისი თვეებით ავანსის ა/ფაქტურები. ნოემბრის თვეში კომპანიას მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები ჰქონდა 100%, ამიტომ ნოემბრის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა მიბმული დეკლარაციაზე. 

1) სწორად მოვიქეცით თუ არა ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით? 

2) თუ შეგვიძლია, რომ ორივე ავანსის ანგარიშ-ფაქტურა მივაბათ 2020 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციას და ჩავითვალოთ (ნოემბრის დღგ+დეკემბრის დღგ)/10*67%? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) დღგ-ის გადამხდელი შპს `X~ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე ვაშენებთ შენობას. არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. 

მშენებლობის დასრულების დროს რა ფორმით მოხდება ამის დაფიქსირება? დღგ-ის დეკლარაციაში აღარ ვაფიქსირებთ I და III გვერდებზე? 

2) დღგ-ის გადამხდელი შპს `Y~ გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ფართზე მდგარ შენობას ვარემონტებთ (კაპიტალურად). არ გაგვაჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შეკითხვა იგივეა, რაც პირველ ნაწილში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს Z-ს (დღგ-ის გადამხდელია) ფიზიკურ (გადამხდელად არარეგისტრირებულ) პირთან აქვს იჯარის ხელშეკრულება და იხდის საშემოსავლო გადასახადს - საიჯარო თანხის 20%-ს. შპს Z აღნიშნულ ფართზე იშენებს ფარდულს და ხელშეკრულების თანახმად, იჯარის თანხაში უქვითავს მეიჯარეს ფარდულის ღირებულებას, ერთგვარი ბარტერის ოპერაციაა. 

2021 წლის 1 იანვრიდან როგორ უნდა დავაფიქსიროთ აღნიშნული ოპერაციები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: პანდემიის პირობებში, ქარხნის თანამშრომლებისთვის ვყიდულობთ პირბადეებს და ხელთათმანებს, ასევე ნაყიდი გვაქვს დამცავი ფარები. ეს ყოველთვიურად ჩამოვწერო თუ წლის ბოლოს და ხარჯის რომელ ანგარიშს მივაკუთვნო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ვფლობთ არამატერიალურ აქტივს, კერძოდ საბუღალტრო პროგრამას `XYZ~“ ERP სისტემები. ეს პროგრამა შექმნილია საკუთარი რესურსებით, რაშიც ვგულისხმობთ, რომ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც წარმოების სპეციფიკის და კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის გათვალისწინებით ადგენენ შესაბამის დავალებას, რომელსაც ვუგზავნით საქართველოს ფარგლებს გარეთ უცხოელ პროგრამისტებს და ისინი უზრუნველყოფენ პროგრამაში შესაბამისი ფუნქციონალის და მოდულის დამატებას და გამართულ მუშაობას, არსებობის შემთხვევაში -ხარვეზების აღმოფხვრას. 

ეს პროგრამა ექსპლუატაციაში შევიდა როგორც არამატერიალური აქტივი 2019 წლის სექტემბერში და ბალანსზე აღიარდა მასზე გაწეული დანახარჯებით, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ყოველთვიურად მიმდინარეობს ამ აქტივის სრულყოფა/გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის და მოდულის დამატება-ინტეგრაცია (შეიძლება აღნიშნული ფუნქცია სტანდარტულად ჰქონდეს არსებულ პროგრამას, მაგრამ ხდება გადაკეთება და კომპანიის პროცესებზე მორგება, ასევე ხორციელდება სრულიად ახალი ფუნქციონალის დამატება და ინტეგრაცია, როგორც რს პორტალთან, ასევე ონლაინ ბანკთან), რაზეც იხარჯება სოლიდური თანხები. 

ბასს 38-ის მიხედვით, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გაწეული დანახარჯები ექვემდებარება კაპიტალიზებას და უნდა გაიზარდოს არამატერიალური აქტივის საბალანსო ღირებულება? თუ აღიარებული უნდა იქნეს მიმდინარე პერიოდის მოგება-ზარალში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სსკ 154-ე მუხლის 1-`ლ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა რომელ საბროკერო კომპანიებს ეხებათ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სს-ს სურს შეიძინოს შპს-ის 100% წილი. ამ სს-ის და შპს-ის მფლობელები მეუღლეები არიან. ორივე კომპანია _ მოგების გადასახადით დაბეგვრის `ესტონურ~ მოდელზეა. 

1) რა სამართლებრივი პროცედურებია საჭირო სს-ის მხრიდან, რომ ამ შპს-ის წილი შეიძინოს? 

2) სავალდებულოა თუ არა შპს-ის (როგორც კომპანიის) ღირებულების შეფასება აუდიტორის (ან შემფასებლის) მიერ წილის ყიდვა-გაყიდვისთვის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.