ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №2(თებერვალი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა კითხვებს პასუხობს შპს აუდიტური კომპანია "ააფ ინტეგრითის" ფინანსური მენეჯერი ინგა შავშიშვილი. 

კითხვა: საქართველოს საწარმო, რომელიც დაბეგვრის ესტონურ მოდელზეა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახორციელებს საქონლის (სოფლის მეურნეობის პროდუქცია) იმპორტს აზერბაიჯანული კომპანიიდან DAP TBILISI პირობით (ანუ აზერბაიჯანელი გეზამდე მოიტანს თავისი რისკითა და ხარჯებით). საქონელი გადმოდის საქართველოს საკუთრებაში, როცა დასრულდება ტრანსპორტირება თბილისი-გეზში. აზერბაიჯანელ მიმწოდებელთან გაფორმებულია საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება ფასფორმირების შემდეგი პირობით: 

- საქონლის იმპორტისას მიმწოდებელი აზერბაიჯანული კომპანია მყიდველ ქართულ საწარმოს წარმოუდგენს ინვოისს, სადაც საქონელი მოცემული იქნება ე.წ. შესყიდვის პირველადი ფასით. მაგალითისთვის -1 ლარი ერთეულზე. ეს ფასი გამოიყენება ძირითადად საქონლის იმ ნაწილის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისათვის, რომელიც არ გაიყიდება, არამედ გაუვარგისდება ამა თუ იმ მიზეზით. 

- ქართული საწარმო იმპორტირებულ ამ საქონელს გაყიდის საქართველოში იმ პირობით, რომ ერთეულზე უნდა მიიღოს 0.20-ლარიანი მოგება (იგულისხმება მოგება უშუალოდ რეალიზაციის ამ კონკრეტული ოპერაციიდან), ხოლო ამონაგების დანარჩენ ნაწილს, როგორც იმპორტირებული საქონლის საბოლოო ფასს, გადაუხდის აზერბაიჯანულ კომპანიას. 

მაგალითისთვის: იმპორტირებული საქონელი, რომლის თავდაპირველი შესყიდვის საინვოისე ფასი 1 ლარია, საქართველოში თუ გაიყიდა 1.50 ლარად, ქართული კომპანია იტოვებს 0.20 ლარს თავისთვის, ხოლო 1.30 ლარს უხდის არარეზიდენტს, როგორც ეს ხელშეკრულებაში წერია (მიუხედავად იმისა, რომ პირველად ინვოისში დაფიქსირებულია ფასი 1 ლარი) და პირიქით, თუკი ასეთი საქონელი გაიყიდება 0.90 ლარად, მაშინ ქართულ საწარმოს კვლავ დარჩება 0.20 ლარი, ხოლო უცხოელი მიმწოდებელი მიიღებს 0.70 ლარს, როგორც საქონლის საბოლოოდ ფორმირებულ ფასს. 

- საქონლის იმპორტის შემდეგ ამ საქონელთან დაკავშირებული ყველა რისკი გადმოსულია მყიდველ საწარმოზე (მ.შ. მისი დაზიანების, შრობის, დაკარგვის ან სხვა მიზეზით გაუვარგისების) და იგი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას; 

- მიმწოდებელ აზერბაიჯანულ საწარმოს არ გააჩნია ამ საქონლის მიწოდებასთან ან/და მის შემდგომ რეალიზაციასთან დაკავშირებული რაიმე სახის ვალდებულებები (გარდა მიწოდებისას საქონლის ხარისხთან დაკავშირებით ზოგადი ვალდებულებისა); 

- აზერბაიჯანულ საწარმოს მხოლოდ აქვს უფლება მიიღოს ზემოთ აღწერილი სქემით დაფიქსირებული საბოლოო ფასი, და ამ ფასის სისწორეში დასარწმუნებლად შეუძლია გაეცნოს ქართული კომპანიის რეალიზაციის დოკუმენტებს. 

ამ პირობებში: 

ა) რა ღირებულებით უნდა გაფორმდეს (როგორ უნდა განბაჟდეს) საქონელი და რა თანხიდან უნდა გაანგარიშდეს საბაჟო გადასახდელები? წარმოიქმნება თუ არა საბაჟო დეკლარაციის დაზუსტების აუცილებლობა საბოლოოდ ინვოისისგან განსხვავებული შესყიდვის ფასის ფორმირებისას? და 

ბ) რა წესით დაიბეგრება საქართველოში (ან დაიბეგრება თუ არა საერთოდ) პირველადი საინვოისე ფასისგან განსხვავებული თანხა, რომელსაც დამატებით გადავუხდით ან დავაკლებთ აზერბაიჯანელ მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებისას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) ძალაშია თუ არა 1725-ე `მენუალი~ მზესუმზირის ან სოიოს შროტთან მიმართებითაც? 2) რამე ხომ არ შეცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის `ესტონური მოდელის~ შემოღებამ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს-მ (მე-4 კატეგორიის საწარმოა, დღგ-ის გადამხდელი) Microsoft-ისაგან შეიძინა საოპერაციო სისტემა "Windows 10" - 1290 ლარად. შპს შემდგომში გაყიდვებში გამოიყენებს ამ საოპერაციო სისტემას: კომპიუტერებისა და ნოუთბუქების პროგრამულ უზრუნველყოფაში. რა ვალდებულებები ეკისრება შპს-ს ბიუჯეტის წინაშე? გთხოვთ, მიგვითითოთ ბუღალტრული გატარება -Windows 10-ის მიღება დარიცხული ვალდებულებებით. Microsoft-ის რეზიდენტობის ცნობა არ გვაქვს.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2019 წლის ივლისის თვეში 30% წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც ამ წილს ფლობს 2007 წლიდან (შეძენის ფასი -უმნიშვნელოა), იყიდა ამავე კომპანიის სხვა პარტნიორისაგან 30% (190 000 ლარად) და გახდა 60% წილის მფლობელი. 2020 წლის ივნისის თვეში გაყიდა 30% 150000 ლარად იგივე პარტნიორზე, ანუ მოხდა წილის დაბრუნება და მას წილი ისევ გაუხდა 30%. 

ახლა, 2021 წლის იანვრის თვეში, ეს ფიზიკური პირი ყიდის დარჩენილ თავის კუთვნილ 30% წილს 200000 ლარად. დაიბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სავალდებულოა თუ არა აქტივების საბაზრო ღირებულებით შეფასება კომპანიის კაპიტალში შენატანისთვის, აუდიტორის მიერ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: როცა აქციონერი ყიდულობს 1 აქციას ნომინალზე დაბალ ფასად, ეს ხომ არ წარმოშობს რაიმე სახის საგადასახადო რისკს, ჩუქების ან სხვა ნაწილში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: უცხოელი კლიენტისთვის ე.წ. ქეშბექის გადახდა რამდენად განიხილება მის მიერ ჩემთვის მომსახურების გაწევად და დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-თ? დღგ-ის ახალი წესების მიხედვით, როგორც მივხვდი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) არარეზიდენტის მხრიდან რეზიდენტისთვის საქართველოში გაწეულად ითვლება. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ჩვენს დაწესებულებაში გვყავს თანამშრომელი, რომელიც გაბრაზდა რაღაცაზე და მიდის სამსახურიდან, და ითხოვს 3 თვის ხელფასს. ის მუშაობდა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 15 იანვრამდე. გთხოვთ გვიპასუხოთ, ეკუთვნის თუ არა მას ჩვენგან რამე ანაზღაურება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სამშენებლო კომპანიას მშენებარე ფართზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის თებერვლის თვეში, ავანსად ჩაერიცხა 20 000 ლარი, რომელიც დაიბეგრა როგორც ავანსი (სრული ღირებულება 100 000 ლარია). ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და საჯარო რეესტრში დარეგისტრება მოხდება 2022 წლის დეკემბერში. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის თებერვალში. რიგი მიზეზების გამო კორპუსი ექსპლუატაციაში შევა (იგულისხმება მუნიციპალიტეტის მიერ მიღება) 2025 წლის მარტში. 

დღგ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, როდის მოხდება დარჩენილი თანხის (80 000 ლარის) დაბეგვრა: 

1) 2022 წლის დეკემბერში, როცა დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება; თუ 

2) 2023 წლის თებერვალში, როცა დასრულდება მშენებლობა; თუ 

3) 2025 წლის მარტში, როცა შევა ექსპლუატაციაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლების შესახებ ძალაში შესულ ცვლილებასთან და ფინანსთა მინისტრის #20 ბრძანებასთან დაკავშირებით, გვაინტერესებს, წინა რეგულაციისგან განსხვავებით, რას გვთავაზობს აღნიშნული ცვლილება? კერძოდ, ახალი რეგულაციის მიხედვით, თუ ფაქტობრივი მოპოვება აღემატება გეგმურ მოპოვებას, ვადეკლარირებთ ფაქტობრივს, ხოლო თუ ფაქტობრივი მოპოვება ნაკლებია გეგმურ მოპოვებაზე, ვადეკლარირებთ გეგმურს? 

იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით სარგებლობის საწყის პერიოდებში ფაქტობრივი მოპოვებების ჯამური მოცულობა აღემატება ათვისების გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას და ამასთან ფაქტობრივად მოპოვებული მოცულობა არ აღემატება გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას, დეკლარაციის მე-5 სვეტში აისახება ის მოცულობა, რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. ანუ ჯამური ფაქტობრივი მოპოვების მოცულობა თუ არ არის გეგმურზე მეტი, შესაბამისად, გეგმურზე მეტი რაოდენობა არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას მთლიანობაში. 

გთხოვთ, განგვიმარტოთ, ცვლილებები რა სხვაობებს გულისხმობს, ანუ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდის და დადეკლარირების თვალსაზრისით რა შეიცვალა ამ ბრძანების გამოცემით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კომპანიას ჰქონდა 17 თვიანი ლიცენზია ქვიშა-ღორღის მოპოვებაზე, სულ გეგმურად 15020 მ3

1. პერიოდი 09.09.2019-08.03.2020-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 1440 მ3) - დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით - 5301 მ3

2. პერიოდი 09.03.2020-08.09.2020-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 4240 მ3) - დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით -5301 მ3

3. ბოლო (5 თვე) პერიოდი 09.09.2020-26.01.2021-ზე (ფაქტიური მოპოვება იყო 8980 მ3, აქედან ჩვენ მოვიპოვეთ 4880 მ3, ხოლო 4100-ზე სხვას მივეცით მოპოვების უფლება, თუმცა მოსაკრებელს ჩვენ ვიხდით) -ესეც რადგან ბოლო იყო, დადეკლარირდა გეგმურის მიხედვით 5301 მ3-ზე. 

სულ ფაქტიურად მოპოვებულ იქნა 14660 მ3, გეგმური იყო 15020 მ3

გვაინტერესებს, ბოლო, მე-3 დეკლარაცია რამდენად სწორად იქნა გაგზავნილი, ხომ არ უნდა გამეგზავნა 8980 მ3-ზე? არ შეეხო ახალი რეგულაციები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სსკ მე-16 მუხლში არის ასეთი ჩანაწერი: 

`საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ~. 

დღგ-ის მიზნებისთვის სსკ მე-16 მუხლის ეს ჩანაწერი გამოიყენებოდა 2021 წლის 1 იანვრამდე. 2021 წლის 1 იანვრიდანაც ეგ ჩანაწერი ისევ არის სსკ მე-16 მუხლში, თუმცა დღგ-ის კარში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, სადაც მიწოდება დღგ-ის მიზნებისთვის ასეა განმარტებული: 

"მუხლი 160. საქონლის მიწოდება 

1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა". 

თქვენი აზრით, არის რამე განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის: "საკუთრების უფლების გადაცემა" და "მესაკუთრის უფლების გადაცემა"? და თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ვალუტის გადამცვლელი პუნქტები რას ჩართავენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს: ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვას თუ მიღებულ მოგებას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.