ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №3(მარტი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს "იბერ-ინფოს"-ს მთავარი ბუღალტერი თინათინ ჩაგელიშვილი. 

კითხვა: 1) გრანტის მიმღებ პირს გრანტის ხელშეკრულების თანხის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/ მომსახურებაზე შეეძლო ჩაეთვალა ან დაებრუნებინა გადახდილი დღგ. ამ საკითხთან მიმართებაში ხომ არ არის რამე ცვლილება 2021 წლიდან? 

2) გრანტით დაფინანსებული საქველმოქმედო დღგ-ის არაგადამხდელი ორგანიზაცია გრანტის ფარგლებში ახორციელებს რემონტს ძირითადი საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწაზე -გაზიფიცირებას ან შენობის რემონტს. 

ამ შემთხვევაში გვაქვს თუ არა დღგ-ის ჩათვლის უფლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2021 წლიდან როგორ რეგულირდება გადაუხდელი იჯარის საკითხი? 

მაგალითად, თებერვლის თვეში კომპანიას გაქირავებული ჰქონდა ფართი, საიჯარო ქირა ჯერ არ გადაუხდიათ. უნდა მოხდეს თებერვლის პერიოდზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? გასულ წელს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით გადაუხდელ იჯარაზე არ ვწერდით ა/ფაქტურას მანამ, სანამ არ მოხდებოდა იჯარის თანხის გადახდა. 2021 წლიდან რა რეგულაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირი ცხოვრობს საქართველოში 15 წელია და ჩაწერილია მაღალმთიან რაიონში. შეუძლია თუ არა ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ხელფასის სახთ მიღებული შემოსავლისგან და თუ მიანიჭებენ მაღალმთიანში მაცხოვრებლის სტატუსს? და თუ არა, რამდენით დაიბეგრება მისი ხელფასი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით გვაინტერესებს. 2021 წლიდან მაქვს შერეული ბრუნვები (როგორც დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან გათავისუფლებული ჩათვლის უფლების გარეშე). რა ხდება ასეთ შემთხვევაში: 2021 წლის პერიოდიდან საწარმომ, როდესაც ნაწილობრივ გააუქმა დღგ (ჩაითვალა პროპორციით, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებიდან გამომდინარე, მაგალითად: ეკუთვნოდა სრულად პირობითად 20000 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ხოლო 5 (5/1) წლის პროპორციის მიხედვით ჩაითვალა პირველი წლის 2500 ლარი, 4000 ლარის ნაცვლად), თუ გადაწყვიტა მიწოდება ძირითადი საშუალების, რომელზეც გააუქმა ნაწილობრივ დღგ 1500 ლარი (სრულად ვერ ჩაითვალა), ექნება თუ არა დასაბეგრ პირს უფლება ჩაითვალოს ნაწილობრივ გაუქმებული დღგ, დარჩენილ პერიოდებზე ჩასათვლელ დღგ-სთან ერთად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მაინტერესებს, თუ არარეზიდენტი პირი საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ აქვს ფილიალი ან წარმომადგენლობა საქართველოში და ეს ფილიალი ან წარმომადგენლობა ფლობს ქონებას საქართველოში, უნდა დაიბეგროს თუ არა ქონების გადასახადით? 

ვთვლით, რომ რადგან არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, არ ჩაითვლება არარეზიდენტ საწარმოდ, რადგან განმარტებით, საწარმოდ რომ ჩაითვალოს, უნდა ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე მუდმივ დაწესებულებად რომ ჩაითვალოს, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ეკონომიკური საქმიანობა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) თუ იურიდიული პირი ახორციელებს როგორც დღგ-თი დასაბეგრ, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს, პირობითად 2020 წლის იანვარში მიაწოდა 1 000 000 ლარის ჩათვლის უფლების გარეშე და 5 000 000 დღგ-ით დასაბეგრი სმფ, გაყიდული სმფ-ებიდან დაბრუნდა 2020 წლის დეკემბერში 900 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი), გვაინტერესებს, ბრუნვის პროპორცია როგორ დაითვლება? ბრუნვაში უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა (შემცირდეს) დაბრუნებული საქონლის ღირებულებამ? ექნება თუ არა უფლება გადამხდელს დაბრუნებული სმფ-ებიდან გამომდინარე ჩაითვალოს გაუმიჯნავი დღგ (რომელიც ვერ ჩაითვალა 1 000 000 ლარის საქონლის რეალიზაციისას გაუმიჯნავი დღგ-დან გამომდინარე) 2020 წლის დეკემბერში? თუ არ გაითვალისწინება ბრუნვაში დაბრუნებული საქონელი? 

თუ არის შესაძლებელი განვიხილოთ 2020 და 2021 წლების საგადასახადო პერიოდები. 

2) ასევე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც გათავისუფლებული იყო დღგ ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, მივაწოდეთ 2020 წელს, ხოლო აღნიშნული სმფ დაბრუნდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდში? მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაბრუნებული სმფ 2021 წლის ბრუნვის პროპორციის დათვლისას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ავანსის ა/ფ თუ შემიძლია გამოვწერო მარტში და საანგარიშო თვედ მივუთითო თებერვალი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: წარმოვადგენთ შპს-ს. ფიზიკური პირი დამფუძნებლის მიერ 2014 წელს საწესდებო კაპიტალში შეტანილია უცხოური ვალუტა აშშ დოლარში და ევროში (სხვადასხვა თარიღებში) -X თანხა შეტანის დღისათვის არსებული კურსების მიხედვით ეკვივალენტი ლარში. 2017 წლამდე, წლის ბოლოს საწესდებო კაპიტალის გადაფასების თანხები ასახულია 5320 `საწესდებო კაპიტალის საკურსო სხვაობები~ საბალანსო ანგარიშზე. დამფუძნებელს უნდა, რომ გაიტანოს თანხები ნაწილ-ნაწილ. რადგან სტანდარტის მიზნებისათვის საწესდებო კაპიტალი არ ექვემდებარება გადაფასებას, ხოლო შეტანის დღისათვის არსებულ კურსებსა და დღეს არსებულ კურსებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია, გამოდის, რომ ლარში თანხების გაცემისას დამფუძნებელი დაზარალდება. 

გთხოვთ განგვიმარტოთ: რომელი ოპერაცია არის სწორი, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება კომპანიას და რა მოთხოვნები შეიძლება წარმოეშვას დამფუძნებელს კომპანიის მიმართ, თუ საწესდებო კაპიტალის შემცირება (თანხის გატანა) მოხდება: 

1) ეროვნულ ვალუტაში შემოტანის დღისათვის არსებული კურსით; 

2) უცხოურ ვალუტაში გატანის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით ეკვივალენტი ლარში;

3) როგორ დავარეგულიროთ 5320 საბალანსო ანგარიშზე არსებული საკურსო სხვაობების საკითხი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს X-ს აქვს ქვიშა-ხრეშის კარიერი, სადაც დასაქმებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. მათთვის სურს იქირაოს ბინა კერძო პირისგან, აგრეთვე იყიდოს საკვები დაქირავებული თანამშრომლებისთვის. ანგარიშსწორებას მოახდენს საბანკო ანგარიშიდან, ქირის და სავაჭრო ობიექტების. 

1) რა გადასახადებით დაიბეგრება ეს გაწეული ხარჯი? 

2) ეკუთვნით თუ არა სამივლინებო ხარჯის ანაზღაურება ამ თანამშრომლებს, თუ ისინი სხვა რაიონიდან არიან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ბინათმშენებლობის ამხანაგობის (რომელიც შექმნილია ერთ-ერთ რაიონულ ქალაქში ჯერ კიდევ 1992 წელს) დაკვეთით სამშენებლო კომპანია ახორციელებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას (2020 წლის 09 მარტის ნარდობის ხელშეკრულება). 

მიწისა და პროექტის მესაკუთრე არის ამხანაგობა და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია ამხანაგობაზე. სამშენებლო სამუშაოების 10-15% უკვე შესრულებულია, ზემოაღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში. 
ამხანაგობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ობიექტი ვერ მოხვდა სსკ 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში (თუმცა, მცდელობა გრძელდება -2020 წლის ნოემბერში წარდგენილია წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე). 

გადაწყვეტილების მისაღებად გვესაჭიროება თქვენი რჩევა, კერძოდ, როგორ მოვიქცეთ: 

1) ამხანაგობამ გააკეთოს განშლა რეესტრში, თავისი კუთვნილი ფართებიდაიტოვოს და დანარჩენი მიაწოდოს მშენებელს აშენების სანაცვლოდ (მშენებელი ყიდის თავის კუთვნილ ფართებს); 

2) მიწა თავისი გაწეული ხარჯებით საკუთრებაში გადაეცეს მშენებელს (მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი გადასცემს ამხანაგობას საკუთრების უფლებას კუთვნილ ფართებზე და მშენებელი ყიდის თავის კუთვნილ ფართებს); 

3) ყველაფერი რჩება ამხანაგობის სახელზე (ამხანაგობა იტოვებს კუთვნილ ფართებს და ყიდის დანარჩენ ფართებს). ამ ნაწილში ერთი პრობლემა იქმნება ბანკებთან, რადგან ბანკი ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ქონებას არ ტვირთავს იპოთეკით და გაყიდვების პროცესი ფერხდება; 

4) თუ სამშენებლო კომპანიაზე მოხდება მიწისა და დაუმთავრებელი მშენებლობის გადაფორმება და მოგვიანებით დაკმაყოფილდა ამხანაგობის მოთხოვნა სსკ 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში ობიექტის შეყვანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ამხანაგობას ექნება კიდევ ამ შეღავათით სარგებლობის უფლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2020 წელს ტრაქტორის ავტოფარეხი ავაშენეთ, რაც 13000 ლარზე მეტი დაჯდა. ეს კაპიტალური ხარჯია? ექსპლუატაციაში შენობა-ნაგებობად მივიღო და დღგ-ის დეკლარაციაშიც ავსახო? ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები გვაქვს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: კომპანიის საქმიანობაა ფქვილის წარმოება და რეალიზაცია სახელმწიფოს სუბსიდირების ფარგლებში. ვყიდით ფქვილს და ერთ 50 კგ-იან ტომარაზე გვაძლევს სახელმწიფო 10 ლარს. დღგ-ის ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, ამ სუბსიდირების თანხას ვბეგრავ დღგ-ით. მაინტერესებს, 2020 წლის დეკემბრის თვეზეც თუ ვრცელდება იგივე, ანუ უნდა დავბეგრო თუ არა დღგ-ით 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდირების თანხა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.