ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №4(აპრილი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ნინო შავშიშვილი. 

კითხვა: თქვენი ჟურნალის 2021 წ. #2(254)-ში, დღგ-ის ახალი რეგულაციებით დაბეგვრის პერიოდები დეტალურად იქნა განხილული, მაგრამ ეს ეხებოდა 2021 წლიდან მშენებარე ფართებს. 
დღგ-ის ახალი რეგულაციებით უძრავი ქონების დაბეგვრასთან დაკავშირებით დამატებით გვსურს გკითხოთ: 

უძრავი ქონება ექსპლუატაციაში (იგულისხმება არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი) შევიდა 2020 წელს. სრული ღირებულებაა 100 000 ლარი. ავანსად 2019-2020 წლებში მიღებულია და იმავე პერიოდში დაბეგრილია 20 000 ლარი, მათ შორის 7 000 ლარი იმ პერიოდში, როცა ბინა უკვე იყო ექსპლუატაციაში მიღებული, ანუ 2020 წელს. 

დღგ-ის ახალი რეგულაციებით, ხომ არ მომიწევს დარჩენილი 80 000 ლარის დაბეგვრა (და თუ მომიწევს, რა პერიოდში), თუ მყიდველზე ჯერ კიდევ არ მომხდარა საკუთრების უფლების გადაცემა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი ა(ა)იპ ყიდულობს ნახატებს (რეპროდუქციებს, თითო დაახლოებით 200-250 ლარი ღირს) და შემდგომ ჩუქნის ასევე დღგ-ის გადამხდელ თავის „შვილობილ“ ა(ა)იპ-ს, რომელიც ყიდის მათ საქველმოქმედო აუქციონზე, მიღებულ თანხას კი ეს შვილობილი ა(ა)იპ იყენებს თავის საქმიანობაში. ორივე ა(ა)იპ უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, ვიდრე არაეკონომიკურს. 

პირველი ა(ა)იპ – დაიბეგრება დღგ-ით ამ შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: საწარმო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც ერთი წელია რაც დაფუძნდა და ჰყავს ერთი 100 პროცენტიანი დამფუძნებელი პარტნიორი ფიზიკური პირი. ამჟამად ამ დამფუძნებელს უნდა გასვლა შპს-იდან თავისი 100 პროცენტიანი წილის დათმობით. მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს აქვს ქონება და თავის დროზე საწესდებო კაპიტალის შევსება მოხდა მოცემული დამფუძნებლის მიერ, ის არ ითხოვს საწესდებო კაპიტალის ოდენობის არც თანხას და არც ქონებას. რა საგადასახადო ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ, რომელსაც უნდა გასვლა შპს-იდან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2018 წელს საქართველოს კომპანია `ა~-მ სახელმწიფოსგან შეიძინა ასევე საქართველოს კომპანია `ბ~-ს 100% აქციები. კომპანია `ბ~ ფლობს საკურორტო ზონაში უძრავ ქონებას (მიწას და შენობებს) და ეწევა სამკურნალო-დასასვენებელ მომსახურებას. სახელმწიფოსგან აქციების შესყიდვის პირობა არის ასეთი, რომ თავად აქციებში კომპანია `ა~ გადაიხდის 3500000 ლარს და პარალელურად დაეკისრება ვალდებულება, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დახარჯავს კიდევ 12 მილიონ ლარს და ააშენებს უძრავ ქონებას (სასტუმროს) კომპანია `ბ~-ს კუთვნილ მიწაზე. ამავდროულად, კომპანია `ა~-ს აქვს უფლება ეს 12000000-ლარიანი შენობა ააშენოს თავისი სახელით ან ეს თანხა შეიტანოს კომპანია `ბ~-ს კაპიტალში და კომპანია `ბ~-მ ააშენოს ეს სასტუმრო ამ შეტანილი ფულის გამოყენებით. კომპანია `ა~-მ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და პერიოდულად ახორციელებს კომპანია `ბ~-ს კაპიტალში შენატანებს, რომელსაც კომპანია `ბ~ იყენებს გრძელვადიანი აქტივის შესაქმნელად (მშენებლობაში). 

გვაქვს ორი საკითხი, რომლის თაობაზე ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით: 

1) რა შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, მშობელი კომპანია ახორციელებს დამატებითი კაპიტალის შეტანას აქციების ემისიის გარეშე?

2) უნდა აღიარდეს თუ არა ან ინდივიდუალურ, ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 12000000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება? 

ორივე კომპანია მუშაობს მსს ფასს-ის გამოყენებით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ახალი რეგულაციით, ბარტერი იბეგრება განსხვავებულად, კერძოდ: გამყიდველი გადასახადს ადეკლარირებს და იხდის მყიდველის საქონლის ღირებულებიდან ან პირიქით. 

გვაინტერესებს, თუ ერთი მხარე ფლობს უძრავ ქონებას (ღირებულება 1000000 ლარი), ხოლო მეორე მხარე უცვლის მას იჯარაში (1 წლის ღირებულება ჯამში 400 000$) და არ ახდევინებს, როგორ იქნება მათი დაბეგვრის საკითხი? თუნდაც ვალუტის კურსის გამო. 

თუ 2021 წლის იანვარში ერთმა მხარემ გადასცა 1000000 ლარის უძრავი ქონება, ხოლო მეორე მხარეს ჯერ არ გადაუცია – ყოველთვე იჯარის საფასურს არ გადაახდევინებს, როგორ გამოიწერება იანვრის პერიოდში საგადასახადო ა/ფაქტურა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სსკ 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, `3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: 

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი~. 

1) იმ შემთხვევაში, თუ ამ საქონელზე მიღებული დღგ ჩათვლილია, ხოლო როდესაც ვაწვდი უსასყიდლოდ საქონელს, განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით ადრე ჩათვლილი დღგ-ის შემცირება დეკლარაციის დაზუსტების გზით, ჩაითვლება თუ არა, რომ საქონლის უსასყიდლოდ მიმწოდებელ დასაბეგრ პირს აღნიშნულ საქონელზე სრულად ან ნაწილობრივ არ აქვს დღგ ჩათვლილი? 

2) თუ საქონელი შევიძინე არა დასაბეგრი პირისგან, რომელიც არ იყო დღგ-ის გადამხდელი, ხოლო შემდეგ აღნიშნული საქონელი მივაწოდე უსასყიდლოდ სხვა პირს, რადგან დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელდა ამ საქონლის მიმართებით, შესაძლებელია არ იქნას გათვალისწინებული მისი უსასყიდლოდ მიწოდება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: რუსთავიდან ხდება პროდუქციის ექსპორტი. მყიდველი საქონლის ღირებულებას პირდაპირ უხდის რუსთაველ მწარმოებელს. ჩვენი კომპანია უწევს სატრანსპორტო მომსახურებას საქონლის მყიდველს, რომელიც არის ოფშორში რეგისტრირებული იურიდიული პირი (არარეზიდენტი).
 
ტრანსპორტირება რუსთავი-ფოთის მონაკვეთზე იბეგრება თუ არა დღგ-ით (კოდექსში შესული ახალი ცვლილებების ფონზე)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მყიდველმა (დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა) ორგტექნიკის მაღაზიაში შეიძინა 10000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ტექნიკა, რაზეც მაღაზიამ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ამ თანხაზე. გარდა ამისა, მაღაზიამ მყიდველს უსასყიდლოდ გადასცა 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (ამ მაღაზიიდან საქონლის სამომავლო შესყიდვისთვის), რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს 1 წლის განმავლობაში. ამ ბარათის გამოყენების ალბათობა მაღალია. 

როგორ უნდა ასახოს (რა ბუღალტრული გატარებით) მყიდველმა თავის აღრიცხვა-ანგარიშგებაში ეს სასაჩუქრე ბარათი? 

კითხვა დასმულია ფინანსური აღრიცხვის მიზნით. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2020-2021 წლებში არარეზიდენტის (უკრაინის რეზიდენტი) ფილიალს, რომელიც საქართველოში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საკუთრებაში აქვს ქონება (უძრავი-მოძრავი), ასევე ჰყავს თანამშრომლები (რეზიდენტი-არარეზიდენტი), რომლებიც საქართველოში ემსახურებიან ამ ფილიალს. 

1) უთანაბრდება თუ არა მუდმივ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა საქართველოში? 

2) აქვს თუ არა რაიმე გადასახადის ვალდებულება ამ ფილიალს (მოგების, დღგ, ქონების, საშემოსავლო გადასახადები)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: რძის ფერმა აშენებს ფარდულებს (პირუტყვის სადგომი), ე.წ. `ნავესებს~, რომლებსაც კედლები არ აქვს, სახურავი აქვს. თითოეული 10-15 ათასი ლარი ჯდება. აღრიცხვაში ასახული მაქვს როგორც ნაგებობა. დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენო მათი ექსპლუატაციაში შესვლა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2020 წელს გავხსენი შპს და პანდემიის დროს ვეღარ ვამუშავე. არაფერი ბრუნვა არ მაქვს. ყოველწლიური (და ყოველთვიური) ნულოვანი დეკლარაციების ჩაბარება მაინც მჭირდება? მოგების და საშემოსავლოსი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს X-მა ბანკიდან აღებული სესხით შეისყიდა შპს Y-ის 100%-იანი წილი. 

1) შეუძლია თუ არა შპს Y-ს ყოველთვე სესხის დასაფარი თანხა გადაურიცხოს (დამფუძნებელს) შპს X-ს? 

2) თუ შესაძლებელია, რა სახით და რა ვალდებულებები წარმოეშობა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: საქველმოქმედო ორგანიზაცია არის შპს `X~-ის (ბანკი) დამფუძნებელი, რომელიც იბეგრება მოგების წლიური გადასახადით. 2019 წელს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა საკუთრებაში შპს `X~-ის 100% წილი, რომელსაც ბალანსზე ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება.
 
1) აქვს თუ არა უფლება შპს `X~-ს გაანაწილოს მოგება (ძველი და დაფუძნების შემდგომ მიღებული) საქველმოქმედო ორგანიზაციაზე? 

2) რა საგადასახადო ვალდებულები წარმოეშობა ზემოაღნიშნულ ნაწილში, როგორც შპს `X~-ს, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციას? 

3) ასევე აქვს თუ არა უფლება საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღნიშნული მიღებული დივიდენდი გამოიყენოს ქველმოქმედებაში? 

4) ამასთან თუ არის შესაძლებელი დამფუძნებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას შემოწირულობის სახით (10% წმინდა მოგების) შპს `X~-მა გადასცეს გარკვეული თანხა (რომელსაც შპს `X~ გამოქვითავს დასაბეგრი შემოსავლიდან მიმდინარე პერიოდში ხარჯის სახით)? ხომ არ ჩაითვლება, რომ შპს-მ მოგება გაანაწილა დამფუძნებელზე? 

5) ასევე, თუ არის შესაძლებელი, აღნიშნული ოპერაცია შეფასდეს `ესტონურ მოდელზე~ გადასული შპს-ის მიერ განხორციელებულად, და რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრება აღნიშნულ პირებს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ლიზინგით გასცემს ქონებას (ავტომობილებს), პირობითად ავტომობილი შეძენილია 2019 წელს 20 000 ლარად (საწარმო იყენებს ქონების გადასახადის დათვლისას წრფივ მეთოდს). 

ა) საწარმოს 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 70-71%. 

ბ) საწარმო 2019 წელს ლიზინგით გაცემული ავტომობილებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 65-69%. 

გვაინტერესებს: 1) რამდენი იქნება საწარმოს ქონების გადასახადი 2020 წელს, ასევე 2021 წელს? 

2) ასევე, რას ნიშნავს 996-ე ბრძანების მუხლი 88, `დ.ა~ პუნქტი (საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა სალიზინგო კომპანიისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში)? თუ მაქვს ბალანსზე ასახული 18000 ლარად ავტომობილი, ხოლო გავეცი ლიზინგით (არ ვარ სალიზინგო კომპანია) 20000 ლარად, 20000 ლარია ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს-ს (იბეგრება ახალი მოგების გადასახადის ე.წ. `ესტონური მოდელის~ მიხედვით) 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს შემოსავალი 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულება 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. 

რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ის ბაზისად – 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ, მხოლოდ ვაკლებთ მოგების გადასახადს 15%-ს, ხოლო რაც დარჩება, ეგ ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია მომდევნო წელს დაუბეგრავად გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ერთჯერადი ვაუჩერის გამომშვებმა პირმა, რომელიც არის ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი პირი, 100-ლარიანი ვაუჩერი მიაწოდა აგენტ #1-ს 80 ლარად, თავის მხრივ აგენტ #1-მა მიყიდა აგენტ #2-ს 90 ლარად, ხოლო აგენტ #2-მა გაყიდა საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად (დასაბეგრი პირები (მიმწოდებელი, აგენტი #1, #2) არიან დღგ-ის გადამხდელები). 

პირობა: საბოლოო მომხმარებელმა ვერ გამოიყენა ვაუჩერში მითითებული დრო, რომლითაც შეძლებდა განაღდებას/გამოყენებას (პირობითად, ერთჯერად ვაუჩერს აქვს გამოყენების პერიოდი). 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აქვთ თუ არა უფლება დასაბეგრ პირებს (მიმწოდებელი-აგენტი #1-აგენტი #2), რადგან ოპერაცია არ შესრულდა და საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ვეღარ განხორციელდება, დაკორექტირონ შესაბამის პერიოდში დასაბეგრი პირების მიერ (მიმწოდებელი-აგენტი #1-აგენტი #2) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ერთჯერად ვაუჩერად თუ ჩაითვლება სასაჩუქრე ბარათი? ასევე რა იგულისხმება მიწოდების ადგილის ცოდნად? მაგალითად, `ისი პარის~ მიერ გამოცემული ვაუჩერი შესაძლებელია, რომ თუნდაც არ ვიცოდეთ ადგილი (მაღაზია), რომლიდანაც მიაწვდის კონკრეტულად საქონელს, მაინც ჩაითვალოს ერთჯერად ვაუჩერად, რადგან `ისი პარის~ ნებისმიერი მაღაზია უკვე ხასიათდება ახალი ნორმით, რადგან ცნობილია მიწოდების ადგილი (`ისი პარის~ მაღაზიები)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 2018 წელს გაშენებულ ვენახზე 2020 წელს მივიღეთ მოსავალი 5 ტონა, თუმცა ეს ძალიან ცოტაა. მევენახე ამბობს, რომ ეს მოსავლად არ ითვლება, რადგან დიდი ვენახია. სრულფასოვან მოსავალს ელოდება 2021 წელს. რომელ წელს შევიყვანო ექსპლუატაციაში ეს ახალი გაშენებული ვენახი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შპს-მ გაიტანა თავისი პროდუქცია ექსპორტზე, უცხოეთში. იმ დროისთვის მყიდველი უცხოელი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში და მან შეიტანა თანხა ლარებში ამ შპს-ის საბანკო სალარე ანგარიშზე, როგორც ფიზიკურმა პირმა, შესაბამისად ეროვნული ბანკის კურსით ეკვივალენტში. შინაარსში დაფიქსირებულია, რომ ეს არის პროდუქციის ღირებულება და ინვოისის ნომერიც მითითებულია. 

აღნიშნული ოპერაცია რამე პრობლემას ხომ არ წარმოშობს, რადგან იმ უცხოელი კომპანიის ნაცვლად, ვისზეც მოხდა პროდუქციის რეალიზაცია, თანხას გვიხდის მისი წარმომადგენელი ფიზიკური პირი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: შეიძლება თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი იყოს იურიდიული პირი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ა(ა)იპ-ის მიერ ა(ა)იპ-ისგან მიღებული სესხისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება თუ არა გადახდის წყაროსთან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: წარმოვადგენთ ახალდაფუძნებულ შპს-ს, ქალაქ ბათუმში. მივმართეთ შესაბამის უწყებას ,,აზარტული თამაშების საქმიანობების“ ლიცენზიის თაობაზე, რაც სამომავლოდ ჩვენი ძირითადი საქმიანობა იქნება. გვაინტერესებს შემდეგი საკითხები:
 
1) გთხოვთ, მიგვითითოთ შპს-ის ეს საქმიანობა რა გადასახადებით დაიბეგრება და რა გადასახადებისგან იქნება გათავისუფლებული? 

2) საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლები არეგულირებს ზემოთ ხსენებული შპს-ის საქმიანობას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.