ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №5(მაისი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი რუსუდან ცინდელიანი. 

კითხვა: ორი პირი ქმნის შპს-ს, 60%:40% პროცენტული მონაწილეობით. წესდებით გამოცხადებული კაპიტალი 1000 ლარია. შესაბამისად, ერთ მხარეს შეაქვს 600 ლარი, ხოლო მეორეს -400. 
ამასთან, პირველი მხარე შემდგომში ახორციელებს ბიზნესში შენატანს 5 მილიონი დოლარის ოდენობით, მაგრამ იმის გამო რომ არ მოხდეს წილების ცვლილება, ამიტომ ამ თანხის შენატანის გატარება ხდება როგორც დაბრუნებადი სესხის. მხარეებს უნდათ ეს სესხი გაფორმდეს როგორც უპროცენტო სესხი და როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში სხვაობა საბაზრო პროცენტთან ხომ არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით? 

უნდათ ამ საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა ისე, რომ 40% წილის მფლობელს არ შეეცვალოს წილების რაოდენობა მეორე მხარის მიერ თანხის შეტანის შემდეგ. 

ამასთან, ის მხარე (დამფუძნებელი), რომელიც განახორციელებს შემდეგში შენატანს, შეიძლება იყოს ან არარეზიდენტი უცხოური კომპანია ან არარეზიდენტი უცხოელი ფიზიკური პირი. რომელი აჯობებს საგადასახადო მიზნებისთვის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სიტუაცია ასეთია - ლომბარდი, რომელიც დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის იანვრიდან, სესხის გადაუხდელობის გამო უყიდის მსესხებელს (როგორც წესი, ფიზიკურ პირს) დაგირავებულ მოძრავ ნივთს. 1) ამ შემთხვევაში რა ხდება, როგორ უნდა შეფასდეს: ლომბარდი ყიდის ნივთს, რომელიც მის საკუთრებაშია გადმოსული, თუ ყიდის სხვის ნივთს როგორც შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი? 2) დღგ-ით დაბეგვრა როგორ მოხდება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სსკ მუხლი 1621 `მომსახურების გაწევის ადგილი~ -ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედების სფეროში შეიძლება საზღვარგარეთ ღვინის გამოფენა გავიყვანოთ და არ დავბეგროთ მასში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხა უკუდაბეგვრის დღგ-ით? გამოფენისთვის საზღაურს ვუხდით არარეზიდენტ პირს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: გვაქვს კითხვები საერთაშორისო კომპანიასთან დაკავშირებით. 

1) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება #619-ის დანართი #2-ის მუხლი 1-ის შენიშვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: `ამ მუხლის `ა~-`ო~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება~. 

რას ნიშნავს `მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება~? მაგალითად, ნებისმიერი პროგრამის ინსტალაციისას, ვებგვერდზე `ექაუნთის~ შექმნისას ან ინტერნეტით ნებისმიერი მომსახურების შეძენისას ყოველთვის მომხმარებელი ეთანხმება მომსახურების მიმწოდებლის პირობებს. მომსახურების ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა იყოს თუ ეგრეთ წოდებულ `პირობებზე დათანხმების ღილაკზე~ მონიშვნა საკმარისია იმისთვის, რომ მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვალოს? 

2) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება #619-ის დანართი #3 ფორმულირებულია შემდეგნაირად: 

`იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა: 

1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი. 

2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები~. 

თუ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები წლის განმავლობაში იყო შემდეგი: 
ამონაგები -500 000=; 

საქართველოში გადახდილი ხელფასი -(120 000); 

ადმინისტრაციული და სხვა ხარჯი -(110 000); 

ანუ მოგება არის 270 000 ლარი. კომპანიამ გადაწყვიტა გაანაწილოს დივიდენდი 180 000 ლარი. სსკ 23-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი გაანგარიშდება (180 000-120 000)/0.95*0.05=3 158 ლარი? 

ამ გამოთვლაში 180 000 ლარს 120 000*180/270=80 000 ლარი ხომ არ უნდა გამოვაკლოთ? 

როგორ უნდა მოიქცეს კომპანია, თუ მას რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული მოგება აქვს და მხოლოდ მის ნაწილს ანაწილებს? 

3) სსკ 23-ე მუხლში არაფერია ნათქვამი დღგ-სთან დაკავშირებით. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება დღგ-ის ზოგადი რეგულაციების მიხედვით იბეგრება, თუ სპეციალური წესები ან განთავისუფლებაა დადგენილი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: 1) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული შპს ყველა მოძრავ ძირითად საშუალებას ათავისუფლებს ქონების გადასახადისაგან, თუ მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნას უკავშირდება? მაგალითად, გვაქვს ძირითადი საშუალება, რომელსაც ვიყენებ საკუთარი მიზნებისთვის ნაგებობების მშენებლობაში, მაგრამ ეს ნაგებობები თავის მხრივ შინაურ პირუტყვთან არის დაკავშირებული. 

2) თუ ექსკავატორი, რომელზეც ვრცელდება შეღავათი ქონების გადასახადში, წელიწადში 2-ჯერ მცირე ხნით გავაქირავე, მასზე საგადასახადო შეღავათი შენარჩუნდება თუ არა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: სახელმწიფო ტენდერების მოთხოვნების გამო (გამოცდილებიდან გამომდინარე), შეიქმნა ამხანაგობა ორი იურიდიული პირის მიერ (მათ შორის, ერთი არის არარეზიდენტი საწარმო) 50% 50% წილით, 3 წლის ვადით. სამუშაოები დაიწყო დამკვეთის ავანსით, რომელიც დღგ-ით დაბეგრა ამხანაგობამ. აღნიშნულმა პროექტმა მოიტანა მოგება 1 000 000 ლარი, რომელიც გაუნაწილებელი მოგებიდან განაწილდა რეზიდენტ და არარეზიდენტ შპს-ებზე (დამფუძნებლებზე). ეს თანხა ამხანაგობას არ დაუბეგრავს მოგების გადასახადით. შპს თანხას დაბეგრავს მაშინ, როცა გაიტანს დივიდენდად. ალბათ, ანალოგიურად მოიქცევა არარეზიდენტი საწარმო მათი კანონმდებლობის შესაბამისად. 

რამდენად სწორია ჩვენი ქმედება, ეკუთვნოდა თუ არა ამხანაგობას თანხის განაწილებისას დაბეგვრა მოგების გადასახადით ან გადახდის წყაროსთან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ერთჯერადი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომლის ღირებულებაც არის 100 ლარი, მიმწოდებელმა და ამ ვაუჩერის გამომშვებმა 80 ლარად მიყიდა აგენტს #1-ს, ხოლო მან თავის მხრივ -100 ლარად საბოლოო მომხმარებელს. 

საბოლოო მომხმარებელმა დამატებით გადაიხადა საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 50 ლარი. 

დამატებით გადახდილი ღირებულების შემთხვევაში როგორ მოხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა (საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება) მიმწოდებლის მიერ, როდესაც მხოლოდ ვაუჩერის სანაცვლოდ მიღებული აქვს 80 ლარი, ხოლო საბოლოოდ ამ ვაუჩერის მომხმარებელმა გადაიხადა სულ 150 ლარი (შეიძინა 1 ცალი ნივთი)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მშენებარე ფართი დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა (არა სამართლებრივად) 2019 წლის აგვისტოში, თუმცა ჯერ კიდევ აქვს მშენებარე სტატუსი. გვაქვს ორი შემთხვევა: 

1) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 2019 წლის მაისის თვეში შემოიტანა ავანსად 10 000 ლარი (ბინის ღირებულებაა 100 000 ლარი), რომელიც დაიბეგრა ავანსად. 2020 წლის თებერვალში მიღებულია 10 000 ლარი, ისიც დაბეგრილია ავანსად. ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა და მყიდველს საკუთრებაში ბინა გადაეცა 2020 წლის მარტის თვეში და დღგ-ის ძველი რეგულაციებით დარჩენილი 80 000 ლარიც დაიბეგრა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცაა გადახდილი სრულად (ანუ არ არის შესრულებული ერთ-ერთი მხარის ვალდებულება). რამდენად სწორია კომპანიის ქმედება? 

2) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მყიდველს შემოტანილი აქვს თანხები 2018, 2019, 2020, 2021 წლებში, რომელიც დაბეგრილია ავანსად, მაგრამ არ არის საკუთრებაში გადაცემული, რადგან წინარე ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველს ბინა საკუთრებაში გადაეცემა თანხის სრულად დაფარვის დროს, ანუ ერთ-ერთი მხარის ვალდებულება არ არის შესრულებული. ამ შემთხვევაში დღგ ის ახალი რეგულაციებით, ვართ თუ არა ვალდებული დავბეგროთ და თუ ვართ, რა პერიოდში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ჩვენს კომპანიას არ აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. არარეზიდენტი კომპანიებისგან, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი დაწესებულება, ელექტრონულად ინტერნეტით ვყიდულობთ სხვადასხვა ერთწლიან მომსახურებას: ანტივირუსის ლიცენზია, ვებჰოსტინგი, და ა.შ. 

გვაინტერესებს, როცა ერთი წლის მომსახურების თანხას წინასწარ ვიხდით, უკუდაბეგვრის დღგ ის თანხის დარიცხვა სრულად უნდა მოხდეს და ჩათვლა გადანაწილდეს მომსახურების მიღების თვეების მიხედვით, თუ ჩათვლაც ერთიანად შეგვიძლია გადახდის თვის საანგარიშო პერიოდში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: გერმანული კომპანია Y გერმანიაში იღებს სხვადასხვა შეკვეთას მთარგმნელობით მომსახურებაზე. კომპანია Y მიღებული შეკვეთის შესრულებას დაუკვეთავს ქართულ შპს X-ს (ფაქტიურად `ქვეკონტრაქტორად~ დაიქირავებს). შპს X თავის მხრივ მთარგმნელობით მომსახურებას შეიძენს გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირისგან (პირი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ანუ დასაბეგრი პირია და იმყოფება გერმანიაში). ეს გერმანელი ფიზიკური პირი გადათარგმნის ტექსტს და მოაწვდის შპს X-ს, რომელიც თავის მხრივ მიაწვდის კომპანია Y -ს.
 
რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრება შპს X-ს საქართველოში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: მოკლე ვადით ვაქირავებთ მანქანებს ხოლმე ხანდახან, რაზეც ვწერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაც აუცილებელია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: ერთ-ერთ ბაზაზე, ჩვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გვაქვს ელექტროქსელი და გაზმომარაგების სისტემა, რომელიც არის ჩვენივე მოწყობილი. მიწის ამონაწერში ეს არ ამოდის, როგორც რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა. 

გთხოვთ მოგვწეროთ, რა შემთხვევაში იწვევს ამგვარი ხაზების არსებობა მიწაზე მიწის რეალიზაციის დღგ-თი დაბეგვრას და რა შემთხვევაში არ იწვევს. ანუ, გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში მიწის რეალიზაცია უნდა დავბეგროთ თუ არა დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.