ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №7(ივლისი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი მარიამ მამუჩაშვილი.

კითხვა: წარმოვადგენთ რეზიდენტ, „ესტონურ მოდელზე“ მყოფ მე-3 კატეგორიის შპს-ს. აღრიცხვას ვაწარმოებთ მსს ფასს-ით. საქმიანობის სფეროა ექსპედიტორობა. მსს ფასს-ის მოდული 23-ის შესაბამისად, დამკვეთებთან ურთიერთობაში ვართ მარწმუნებელი და არა რწმუნებული საწარმო. 2020 წელთან მიმართებაში პირველად გვიწევს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება.

გვაქვს ასეთი სიტუაცია: 2019 წლის დეკემბრის თვეში მივიღეთ შეკვეთა საექსპედიტორო მომსახურებაზე. ამ მომსახურების გაწევა დავიწყეთ დეკემბერშივე და დავასრულეთ 2020 წლის იანვარში. ჩვენი ინვოისი და მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთს სრულ თანხაზე წარვუდგინეთ 2020 წლის იანვარში. ჩვენ მიერ კი აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო ხარჯების ნაწილი გაწეულ იქნა 2019 წლის დეკემბერში, ხოლო ნაწილი - 2020 წლის იანვარში. ამ შემთხვევაში რომელი წლის - 2019-ის თუ 2020-ის, ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული ხარჯები და შემოსავალი და როგორ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 2021 წლის #1(253) ყოველთვიურ ჟურნალში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით (გვ. 39, კითხვა: შპს ძ-ს იჯარით აღებულ ფართზე აშენებს ფარდულს....) გვაქვს განსხვავებული მოსაზრება.

ახალი მიდგომით, 2021 წლიდან შპს-მ ბარტერის შემთხვევაში ფაქტურაში უნდა ასახოს ფიზიკური პირისგან იჯარის მომსახურების ღირებულება. პირობითად, იჯარის ღირებულება თვეში შეადგენს 2000 ლარს, ხოლო ფარდულის მშენებლობაზე გაწეული ხარჯი შპს-ის მიერ შეადგენს 2021 წლის იანვარში 15000 ლარს, ხოლო თებერვალში 10000 ლარს, როგორ მოხდება დათვლა და რა საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრებათ ფიზიკურ პირს და აღნიშნულ შპს-ს? თუ არის შესაძლებელი, ასევე განიხილოთ, როგორ მოხდება ფინანსურად აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: სსკ 202-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით:

`3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში~.

ლიზინგით გაცემული (2019 წ.) ძირითადი საშუალება, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, ხოლო გაცემის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 12000 ლარს (მიწოდების ღირებულება), ამ ნაწილის მიზნებისთვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება იქნება 12000 ლარი თუ 10000 ლარი? ამ შემთხვევაში როგორ დაითვლება ქონების ღირებულება 2019 წელს და როგორ - 2020 წელს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული მაქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტი, აღებული მაქვს მშენებლობის ნებართვა და გაკეთებული მაქვს ე.წ. `განშლა~. თუმცა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ცარიელი მიწაა. დღგ-ის გადამხდელი პირი ვარ. მსურს ამ მიწის გაყიდვა აღნიშნულ მდგომარეობაში, პროექტთან და სამშენებლო ნებართვასთან ერთად. დავიბეგრები თუ არა დღგ-ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: როდესაც ერთი კომპანია მეორეზე იჯარით გასცემს მიწას, ეს რამდენად ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას? საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მიწა გათავისუფლებულია დღგ-ისგან. სსკ 171-ე მუხლის `კ~ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია ასევე იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვეულებრივი იჯარით გაცემაზე.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ვარ შპს, დღგ-ის გადამხდელი. ჩემგან პროდუქცია შეიძინა კომპანიამ, რომელიც სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით და რომელმაც მომიტანა შესაბამისი ცნობაც. მაინტერესებს, მაინც ვბეგრავ დღგ-ით ამ კომპანიისგან მიღებულ თანხას თუ არა? და დღგ-ის დეკლარაციაში როგორ ავსახავ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის `დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება~ მე-4 ნაწილის `ქ~ ქვეპუნქტის თანახმად:

`ქ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით~.

1) ვთქვათ, კომპანიამ, რომელიც არ იყო ტურისტულ საწარმოდ რეგისტრირებული, მოახდინა ბინის რეალიზაცია (საკუთრება გადავიდა ფიზიკურ პირზე), ხოლო 1 წლის შემდგომ დარეგისტრირდა ტურისტულ საწარმოდ. ამასთან, ამავე ფიზიკურ პირთან გააფორმა ხელშეკრულება იმავე ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით.

აქვს თუ არა კომპანიას უფლება, ჩათვალოს ეს შეღავათიან ოპერაციად და დარიცხული დღგ შეამციროს კორექტირების გზით? ასევე, აქვს თუ არა მნიშვნელობა საკუთრების უფლების გადაცემას? (განვიხილოთ ორივე პირობა - საკუთრების მიღების/არ მიღების შემთხვევა).

2) მაგალითი: კომპანიამ 100 000 ლარად (დღგ-ის გარეშე) მიაწოდა ბინა ფიზიკურ პირს, ხოლო შემდგომ ამ ბინის გაქირავების მიზნით დაიდო ხელშეკრულება (გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 60%-ს მიიღებს ბინის მეპატრონე, ხოლო 40%-ს - კომპანია). პირობითად ბინა ქირავდება თვეში 1000 ლარად. 10 წლის შემდგომ, პირობითად, გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს ჯამში 80000 ლარს.

ამ შემთხვევაში ამ სხვაობის (100000-80000=20000) თანხა დაიბეგრება დღგ-ით ანუ 20000 ლარი/1.18?

შენიშვნა: ამ შემთხვევაში, რადგან გაყიდა 100000 ლარად და სხვაობაზე (10 წლის შემდგომ) უნდა დაარიცხოს დღგ, გამოდის, რომ თავისი თანხებიდან ხდება დღგ-ის გადახდა კომპანიის მიერ (რადგან ფიზიკურ პირს, რომელსაც მიყიდა ბინა დღგ-ის გარეშე, 10 წლის შემდგომ არ ექნება დღგ-ის მოთხოვნის უფლება).

თუ არის შესაძლებელი, განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც 2021 წლის, ასევე წინა საგადასახადო პერიოდში მოქმედი ნორმა?

3) გაქირავებიდან თვეში მისაღები/მიღებული თანხიდან როგორ მოხდება დღგ-ის დარიცხვა, 1000/1.18 თუ (1000*40%)/1.18 ლარიდან?

4) რა თანხა ითვლება ფიზიკური პირის შემოსავლად (ეს მნიშვნელოვანია როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის, ასევე ქონების გადასახადის მიზნებისთვის) - 1000*60% თუ 1000 ლარის მთლიანი ოდენობა დღგ-ის გარეშე? რა თანხა დაიბეგრება 5%-ით როგორც ფიზიკური პირის შემოსავალი?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსით:

`მუხლი 161. დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:...

ვ) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:

ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციების თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;

ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი~.

2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსით:

`მუხლი 159. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა~;

`მუხლი 175. დღგ-ის ჩათვლის უფლება

1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ~.

რადგან სხვისი ქონების კეთილმოწყობა მოიჯარესთან განიხილება ძირითად საშუალებად, იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას, მეიჯარისთვის ქონების დაბრუნება, რადგან ეს არ ითვლება მიწოდებად, ხომ არ ჩაითვლება როგორც არადასაბეგრი ოპერაცია, რაც გამოიწვევს მოიჯარის მიერ ჩათვლილი დღგ-ის (ქონების კეთილმოწყობაზე) აღდგენას წლების პროპორციულად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: სსკ 101-ე მუხლის `ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები~ 21 პუნქტის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

გვაინტერესებს, თუ პირობითად თანამშრომლის ხელფასი შეადგენს (სარგო) 2500 ლარს (საპენსიოს გარეშე), და თუ ამ თანამშრომელმა პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა კომპანიის ავტომობილი (ძრავის მოცულობა 2500 სმ3 -ზე ნაკლები), ხოლო თანამშრომელს ხელზე მივეცით ხელფასი 2000 ლარი, დეკლარაციაში მივუთითეთ 2500 ლარი და სარგებელი (დეკლარაციის `დ~ დანართში) 100 ლარი, რომელიც არ შედის მის ხელფასში, ვალდებულია თუ არა კომპანია ავტომობილის სარგებლობაზე დარიცხული საშემოსავლოს ოდენობა 100 ლარი, რადგან მისი ხელფასიდან ის არ კავდება, ასევე დამატებით ჩათვალოს სარგებლად და დაიბეგროს (100/0.80) ანუ 2500+125 ლარი მთლიანობაში (საპენსიოს არ ვგულისხმობთ)?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შპს-ს, რომელიც იბეგრება ახალი მოგების გადასახადით ე.წ. `ესტონური მოდელის~ მიხედვით, 2020 წელს საქონლის მიწოდებიდან მიღებული აქვს 100 000 ლარი, ხოლო ხარჯი შეადგენს 50 000 ლარს. 2021 წელს ამავე საწარმომ გასცა შემოწირულობა 10 000 ლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე. რა ითვლება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ად? 50 000 ლარი, რომელიც არ გამინაწილებია, თუ 50 000 ლარს გამოკლებული მოგების გადასახადი და გამოკლებული დივიდენდი? თუ მხოლოდ მოგების გადასახადს 15%-ს გამოვაკლებთ, ხოლო რაც დარჩება, ის ჩაითვლება წმინდა მოგებად და მისი 10% შეგვიძლია დაუბეგრავად მომდევნო წელს გავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე?

(ამასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაიცა პასუხი ჟურნალის 2021 წ. #4(256)-ში, გვ. 40. თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ აგვიხსნათ, რადგან არის აზრთა სხვაობა სსკ მე-8 მუხლის „ტერმინთა განმარტება“ 43-ე ნაწილთან დაკავშირებით: `წმინდა მოგება - მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით~. თვლიან რომ მოგების გადასახადის გარეშე უნდა იქნას დათვლილი წმინდა მოგება).

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31. 

კითხვა: გთხოვთ მოგვწეროთ, როდესაც ფიზიკური პირისგან კომპანია იღებს სესხს, სესხის %-ის განაკვეთისთვის ვხელმძღვანელობთ ეროვნული ბანკის რეგულაციებით? კერძოდ, რადგან მიმღები და გამცემი პირის სტატუსი სხვადასხვაა, ვხელმძღვანელობთ მიმღები პირის სტატუსის მიხედვით, ხომ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.