ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №8(აგვისტო), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი გიორგი სოფრომაძე.

კითხვა: შპს-‑ს მისი დამფუძნებელი რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან იჯარით აღებული აქვს მიწა საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად. ხომ არ ქმნის ეს რამე საგადასახადო პრობლემას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: გთხოვთ დაგვიზუსტოთ შემდეგი ოპერაციების დაბეგვრის რეჟიმები:

1) ა) ხდება ნასყიდობა საფასურის გადახდის განწილვადებით, გრაფიკის თანახმად. აუცილებელია თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ვიდრე საფასური სრულად არ არის დაფარული, ავტომანქანის გადაფორმება მყიდველზე? თუ შეიძლება გამყიდველის სახელზე დარჩეს სრულად გადახდამდე?

ბ) განწილვადებით საფასურის გადახდის დროს შეძლება თუ არა ფასის დოლარი/ლარის დაფიქსირება? როგორ იბეგრება აღნიშნული ოპერაცია?

გ) ავტოლიზინგის გაფორმებაზე კვლავ ძალაშია თუ არა 200  000-‑ლარიანი შეზღუდვა?

2) როგორ იბეგრება ავტოლიზინგი? და რაც მთავარია, გთხოვთ განგვიმარტოთ:
თუკი ხელშეკრულებას არ დავარქმევთ ლიზინგს, მაგრამ გადახდა მოხდება განწილვადებით და ისე რომ გამოსყიდვამდე რჩება გამყიდველის სახელზე, მაკონტროლებელი ორგანოები მაინც ლიზინგად შერაცხავენ და დარღვევად ჩაგვითვლიან?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ჩვენს კომპანიას ჰყავს ერთი მძღოლი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხშირად უწევს ჩვენს საწარმოს მომსახურებას და საკმაოდ დიდი თანხები გვაქვს გადარიცხული, რომელსაც არ ვბეგრავ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ვეჭვობ, რომ თვითონ არ ბეგრავს ჩვენ მიერ მიღებულ თანხებს. ამის გამო, შეიძლება ჩვენს საწარმოს რამე პრობლემა შეექმნას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: თუ შეგიძლიათ განმიმარტოთ ექსპორტ‑იმპორტისა და სხვა სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული ან მოქცევამდე საქონლის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებული მომსახურებების დაბეგვრის საკითხები დღგ‑ის კუთხით ან მიმითითოთ რაიმე სახელმძღვანელოზე.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: საქართველოში უცხოური წამლის რეგისტრაციის მომსახურება იბეგრება დღგ‑ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: რეზიდენტი შპს X-ის მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე უძრავი ქონების ლიზინგით გაცემის შემთხვევაში, რომელ მხარეს ეკუთვნის ქონების გადასახადის გადახდა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შპს-მ უნდა იყიდოს მზის ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი პანელები, რომლებიც დადგება ამ შპს‑ის დამფუძნებლის ‑ ფიზიკური პირის მიწაზე. მრიცხველით აღირიცხება ეს დენი და მოიხმარს შპს. გვაინტერესებს, ამ მიწაზე ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულება უნდა გაკეთდეს თუ აღნაგობის? საჯარო რეესტრშიც უნდა დარეგისტრირდეს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ჩვენი აგროფირმა (შპს) ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთს რეგულარულად აწვდის ჩვენ მიერ წარმოებულ პირველად სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციას (რძეს). ხელშეკრულების მიხედვით, თუ თვეში რაღაც რაოდენობაზე მეტ რძეს მივაწვდით, ეს დამკვეთი გვირიცხავს დამატებით ბონუსს. ეს საკითხი განვიხილეთ თქვენთან ჟურნალში და გადაწყდა, რომ აღნიშნული ბონუსი უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, მიმწოდებელი არ გვიდასტურებს გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას იმ მოსაზრებით, რომ ეს არის რძის ფასის შემადგენელიო. უნდა გავაგრძელოთ დღგ-ით დაბეგვრა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ჩვენს კომპანიას აქვს ლიზინგით შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ‑ფაქტურებს გვიწერდნენ ლიზინგის გრაფიკის მიხედვით. მაისის თვიდან ლიზინგის გამცემი ანგარიშ‑ფაქტურებს გვიწერს გადახდის და არა დარიცხვის თვის მიხედვით, ანუ, თუ მაისში გადასახდელი თანხა გადავიხადეთ ივნისში, ფაქტურას გვიწერს ივნისში და საოპერაციო თვეს უთითებს ივნისს. ასევე ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ ეს არის ივნისში გადახდილი მაისის თვის გადასახადი. სწორია თუ არა ანგარიშ-ფაქტურის ამ პრინციპით გამოწერა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 1) საინვესტიციო ფონდი მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამ შემთხვევაში როგორ იბეგრებიან ფონდი და ეს პირები?

როგორც მოვიძიეთ, არის კანონი `საინვესტიციო ფონდების შესახებ~ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსის მუხლი 231, რომელიც საინვესტიციო ფონდების დაბეგვრას არეგულირებს. ამასთან:

1. აღნიშნული მუხლის მე‑9 ნაწილით საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში განაწილებული დივიდენდი არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირია.

ჩვენი მოკვლევით, 10%-ით დაიბეგრება აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ქვეყანაში იქნება დარეგისტრირებული, მაშინ 15%-ით.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არის რეზიდენტი ფიზიკური პირი? თვითონ იხდის?

თუ ეს თანხები დივიდენდია ინვესტორებისთვის?

2. ამავე მუხლის მე-11 ნაწილით საინვესტიციო კომპანიის მიერ განაწილებული მოგება დაიბეგრება მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, ხოლო თუ ინვესტიცია განხორციელებულია საბანკო დეპოზიტებში, 5%-იანი განაკვეთით?

2) გარდა ამისა, ფონდს ეყოლება შვილობილი საწარმო, რომელიც ასევე მოიზიდავს სახსრებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრაუდფანდინგის მეშვეობით (კრაუდფანდინგის კუთხით ამ ეტაპზე მარეგულირებელი ჩარჩო არ გვაქვს) და გადაურიცხავს ფონდს სამართავად.

3) აქვს თუ არა მნიშვნელობა, არარეზიდენტ პირებს საბანკო ანგარიში აქვთ გახსნილი საქართველოში და იქიდან რიცხავენ თანხებს ფონდში თუ არა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: დღგ‑ის ახალი რეგულაციების მიხედვით, ეს `მენუალი~ #11119 მოქმედებს 2021 წლიდან? უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე შეუძლიათ დღგ ჩაითვალონ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: უიმედო დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით გთხოვთ კონსულტაციას. 2017 წელს იანვრის თვეში საქონლის რეალიზაცია განხორციელდა იურიდიულ პირზე 1000 ლარი. რეალიზაციის და დღგ‑ის შესაბამისი გატარებებია:

დ‑ტი 1410 კ-ტი 6110 847.46 ლარი;

დ-ტი 1410 კ‑ტი 3330 152.24 ლარი;

დ‑ტი 3330 კ-ტი 1210 152.24 ლარი.

2017 წლის დეკემბრის თვეში:

დ-ტი 6110 კ-ტი 5330 847.46 ლარი.

1410-ზე დარჩა დებიტორული დავალიანება 2017-2020 წლებში. დღემდე არ გადაუხდიათ და არც აპირებენ გადახდას. ამ დებიტორულ დავალიანებას 1000 ლარს, თუ არ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე ვერ ჩამოვწერ? ფინანსურ ანგარიშგებაში როგორ ავსახო?

გთხოვთ დამიწეროთ 1415 ანგარიშზე დარეზერვებისა და 2021 წლის ბოლოს მოგება‑ზარალის ანგარიშზე ასახვის ბუღალტრული გატარებები შესაბამისი თანხით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შემოსავლების სამსახურის პორტალზე წარვადგინეთ მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტლების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დეკლარაციები.

მომივიდა შეტყობინება სავარაუდო დარიცხვის შესახებ, თუ არ წარვადგენ 2021 წლის პირველი ნახევრის გაანგარიშებას. უკვე დამარიცხეს კიდევაც.

ვერ ვხვდებით, რა გავაკეთეთ არასწორად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 2020 წლის დეკემბრიდან მომსახურებას ვუწევთ ერთ კომპანიას, რასაც დღგ‑ით ვბეგრავთ ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ეს კომპანია რუსეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირია.
აღნიშნულ კომპანიას ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას და ვუკეთებთ ღვინის შეფუთვის დიზაინებს ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც ჰქვიათ ქართული სახელები და ეს სახელები `საქპატენტში~ დარეგისტრირებულია საქართველოს იურიდიული პირის მიერ. აღვნიშნავთ ასევე, რომ შეფუთვის დიზაინზე რამდენიმე ქართული სიტყვაა გამოყენებული იმის მისანიშნებლად, რომ ეს ღვინის ბრენდები ქართულია.

როგორც ამ კომპანიიდან გვეუბნებიან, ამ რუსულ იურიდიულ პირს საქართველოში მუდმივი დაწესებულება არ აქვს და ქართველ მწარმოებელთანაც იურიდიული კავშირი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შესრულებული სამუშაო საქართველოს უკავშირდება და ამიტომ აქამდე გაწეული ყველა მომსახურება ამ კომპანიისთვის დავბეგრეთ დღგ-ით.

უნდა დაგვებეგრა თუ არა ამ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გაწეული ეს მომსახურება დღგ-ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.