ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №9 (სექტემბერი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა‑პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ნინო ბიბილაშვილი.

კითხვა: საქართველოს შპს‑ს სახელით გავხსენით ანგარიში Paypall პლატფორმაზე, რადგანაც ერევანში ეს მომსახურება მიუწვდომელია. აღნიშნულ ანგარიშზე თანხებს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერევანში არსებული სუპერმარკეტის მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან. ანუ, ერევანში არსებული სუპერმარკეტი ყიდის ონლაინ‑რეჟიმში საქონელს, ოღონდ ამ თანხებს ვიღებთ ჩვენ პაყპალლ ანგარიშზე. შემდეგ ეს თანხა გადაგვაქვს თიბისი ბანკში და საბოლოოდ გადავრიცხავთ ერევანში (ჩვენი საკომისიოს გამოკლებით), ანუ რაღაც შუამავლობა გამოგვდის ერევანსა და Paypall‑ს შორის.

1) რა შეიძლება დავარქვათ ამ მომსახურებას?

2) რა სახის გადასახადები მოუწევს აღნიშნულ კომპანიას საქართველოში და რა საგადასახადო რისკები არსებობს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: საქართველოს შპს სარგებლის სახით ბეგრავს თანამშრომლისთვის დაქირავებულ საიჯარო ფართებს და მათ მიერ მოხმარებულ კომუნალურებს. დეკლარირება უნდა მოახდინონ თვის ბოლო რიცხვით შესაბამისი წესით, მაგრამ კამათი წარმოიშვა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადაზე.
 
კომუნალური გადასახდელების ხარჯი ცნობილი არაა და თვის პირველ რიცხვებში აქვთ მონაცემები, რასაც წინა თვის ბოლო თარიღით ადეკლარირებენ, რადგან წინა თვის მოხმარებაა. საშემოსავლო გადასახადის გადახდა ასეთი სახის განაცემებზე წარმოებს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის (დეკლარირების თარიღისთვის). ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პირადი მიზნებით სარგებლობისთვის და სხვა რამე განსხვავებული წესი ცნობილია თქვენთვის, რომ გადახდა გადავიდეს მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ფიზიკურ პირს უძრავი ქონება ერგო მემკვიდრეობით. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2019 წელს და ქონება მასზე გაფორმდა 2020 წლის ბოლოს. შემოსავლების სამსახურმა უთხრა ამ პირს, რომ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა, რადგან არსებობდა სამკვიდრო მოწმობა. რამდენად მართებულია მათი მოთხოვნა და რამდენად გვაქვს გასაჩივრების უფლება?

მემკვიდრეობის მიმღების განმარტებით, ეს ქონება, რომელზეც დააკისრეს ქონების გადასახადის გადახდა, მის სახელზე გადავიდა საჯარო რეესტრში 2020 წლის დეკემბერში. სამკვიდრო გაიხსნა 2019 წლის ოქტომბერში, მაგრამ საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა იმიტომ, რომ მეორე მემკვიდრესთან ხდებოდა საკითხის გარკვევა.

ქონება არ ითვლება საკუთრებაში, სანამ არ მოხდება მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამასთან, დარიცხულ ქონების გადასახადზე შუალედური აქტის გაცნობა ამ ფიზიკური პირისთვის არ მომხდარა და ხელიც არ მოუწერია.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ჩვენ ნაყიდი გვაქვს ერთ-ერთი საბუღალტრო პროგრამა განსხვავებული წესით. კერძოდ, გადახდილი გვაქვს 1500 ლარი დანერგვაში და შემდეგ ყოველთვე ვიხდით ფიქსირებულ თანხებს. თუ არ გადავიხდით, ვერ შევძლებთ პროგრამაში შესვლას სამუშაოდ. როგორ ავსახოთ ეს ორი თანხა? 1500 ლარი ‑ როგორც არამატერიალური აქტივი და ყოველთვიური გადასახადი ‑ რომელიმე მიმდინარე ხარჯში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: გვაინტერესებს, უიმედო ვალების ჩამოწერა სამართლებრივად სწორად და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად როგორ ხდება? უიმედო ვალების ჩამოწერისას რა დაბეგვრა წარმოიქმნება? ამ მხრივ სიახლეები თუ არის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შპს X აპირებს, დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან აღნაგობის უფლებით აიღოს მიწა და მასზე ააშენოს შენობა, რომელიც შემდეგ გაქირავდება. თუ რამოდენიმე წელიწადში გადავწყვიტეთ ამ შენობის გაყიდვა, ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორ მოხდება მიწის და შენობების რეალიზაცია? მიწა ფიზიკური პირის იქნება, შენობა კი შპს X-‑ის ბალანსზე და სხვის საკუთრებაში როგორ გადავა? ან რამე ისეთი ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, რომ მერე პრობლემა არ შეგვექმნას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 1) დაქირავებული მეწარმე ფიზიკური პირი გვემსახურება მისი მანქანით ან ტექნიკით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს გადაზიდვას, გადაყვანას, ან საგზაო სამუშაოებს, მაგალითად, ექსკავატორის სამუშაოებს. ამ პირებზე ვახდენთ საწვავის რეალიზებას, ანუ მომსახურებას გვიწევს თავისი საკუთარი საწვავით და ტექნიკით. შესაძლებელია თუ არა, ეს მომსახურება გაგვიწიოს მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში? ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის 415‑ე დადგენილებას, რომელშიც მხოლოდ ქონების იჯარით გაცემაზეა მითითებული, რომ დაიბეგრება ჩვეულებრივი განაკვეთით და შეღავათიანი დაბეგვრა მას არ შეეხება.

2) მეწარმედ დარეგისტრირებისას, ყველა საქმიანობაზე ცალ-ცალკე ხდება მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება? პირმა მიმართა მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების შესახებ აგვისტოს თვეში ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე და მას სტატუსი მიენიჭა 1 სექტემბრიდან. სექტემბრის თვეში კი მან გაგვიწია მეორე ტიპის მომსახურება, რომელიც 415-ე დადგენილების ჩამონათვალში არ არის, მაგრამ ამ მეორე საქმიანობაზე განაცხადი მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების შესახებ გააკეთა ამ მომსახურების განხორციელების შემდეგ. სექტემბრის თვეში განხორციელებული ამ მეორე საქმიანობის ფარგლებში პირი დაიბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით თუ ჩვეულებრივი წესით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: გვაქვს ასეთი შემთხვევა: ინდმეწარმე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდა საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. შეძენიდან 1.5 წლის შემდგომ აპირებს რეალიზაციას. ამასთან, როგორც ძირითადი საშუალება 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გამოქვითული აქვს სრულად სსკ 112-ე მუხლის თანახმად.

გვაინტერესებს:

1) მიწოდების შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება (მიუხედავად სამეწარმეო საქმიანობისა (წერია ფიზიკური პირი, ანუ იგულისხმება მეწარმეც და სხვა ფიზიკური პირი) და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევისა) სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენოს სსკ 82‑ე მუხლის პირველი ნაწილის `ვ.ბ~ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი (საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი)?

2) თუ აქვს უფლება შეღავათის გამოყენების, ამ შემთხვევაში გამოქვითული ხარჯი შეამციროს სსკ 106-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ~ პუნქტის (მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანახმად?

ვფიქრობთ, რომ რადგან 2020 წელს იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში 1 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში 2021 წლის წლიურ დეკლარაციაში უნდა აღადგინოს (ძირითადი საშუალების მიმართ, გარდა უძრავი აქტივისა, ამორტიზაციის ხარჯი გადანაწილდება 5 წელი, დაახლოებით როგორც დღგ‑ის მიზნებისთვის) 4 წლის გამოქვითული ხარჯი, რადგან 5 წლის შემდგომ რომ მიეწოდებინა, თუ შეძლებდა შეღავათის გამოყენებას სსკ‑ის 82-ე მუხლით, ამ შემთხვევაში ხარჯს აღარ შეამცირებდა.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მაქსიმუმ რამდენი ზეგანაკვეთური საათი შეიძლება იმუშავოს კვირაში დასაქმებულმა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: სსკ 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია `თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება~.

სასაქონლო ზედნადებში წერია: "ტვირთის გადაზიდვა გურჯაანი ‑ ფოთი თიზი". დაიბეგრება თუ არა გადაზიდვის მომსახურება დღგ-ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: პერიოდულად კონტრაქტორი არამეწარმე ფიზიკური პირები გვიწევენ ღვინის ტრანსპორტირების მომსახურებას კახეთიდან თბილისამდე (სატრანსპორტო საშუალება ჩვენ არ გვეკუთვნის), რომლის დროსაც ჩვენ მათ ვუხდით როგორც მომსახურების საფასურს, ასევე ვაძლევთ საწვავს გახარჯვის შესაბამისად, რომლის დროსაც საწვავის ღირებულებას განვიხილავთ როგორც სარგებელს და ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით და ასევე დღგ‑ით.

გვაინტერესებს, თუ ჩვენ ამ ფიზიკურ პირებთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც დავაფიქსირებთ, რომ ეს ტრანსპორტირება მოხდება კომპანიის კუთვნილი საწვავით, ასევე მათ მიერ ყოველი შესრულებული მარშრუტისას ისინი წარმოადგენენ მარშრუტის დაწყებისას და დასრულებისას ოდომეტრის მაჩვენებლებს, განვლილ მანძილს და გახარჯულ საწვავს შესაბამისი მანძილიდან გამომდინარე (ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისი ფორმით), ეს ხომ მოგვცემს იმის უფლებას, აღარ განვიხილოთ აღნიშნული საწვავის მიწოდება სარგებლად და არ დავბეგროთ ეს ოპერაცია საშემოსავლო გადასახადით და დღგ‑ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: მე‑3 კატეგორიის საწარმომ (ფერმამ), რომელიც მსს ფასს‑ით სარგებლობს, იყიდა მსხვილფეხა პირუტყვი 2500 ლარად და რამდენიმე წლის შემდეგ გაყიდა 900 ლარად. გაყიდვის წინ უნდა ჩამოვაფასოთ 900 ლარამდე?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შპს X რეგისტრირებულია 2020-ში, თუმცა არანაირი შემოსავალი, არც ხარჯი 2020‑ში არ ჰქონია. რა უნდა იყოს მისთვის სსკ 984‑ით დადგენილი წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივი? ცნობილია რამე პრეცედენტი ასეთ შემთხვევაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: „A“ და „B“ კომპანიებს შორის გაფორმდა 4‑თვიანი ხელშეკრულება საქონლისა და სარეკლამო მომსახურების ურთიერთგაცვლის შესახებ (ბარტერი).

ხელშეკრულების თანახმად, „A“ კომპანიამ „B“ კომპანიას უნდა მიაწოდოს: პირველ თვეს ‑ 13000 ლარის, ხოლო მეორე თვეს ‑ 1000 ლარის საქონელი. ამის სანაცვლოდ კომპანია „B“ კომპანია „A“‑ს მომსახურებას გაუწევს 4 თვის მანძილზე და თითოეულ თვეში გაწეული მომსახურების საფასური 3500 ლარი იქნება.

საერთო ჯამში კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების საფასური 14000 ლარს შეადგენს.

დღგ‑ის მიზნებისათვის, რა თანხაზე უნდა გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურა და რა თანხა უნდა დაბეგროს/ჩაითვალოს თითოეულმა კომპანიამ, თვეების მიხედვით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ (საქართველოს შპს) გავხსნით წარმომადგენლობას ჩრდილოეთ მაკედონიაში მომსახურების გაწევის მიზნით, ანუ მომსახურების გაწევის ადგილი იქნება მაკედონია და წარმომადგენლობის მიერ შესრულდება, ეს დაიბეგრება მაკედონიაში, მაკედონიის კანონმდებლობის შესაბამისად, ხომ?

საქართველოში რა გადასახადები და ვალდებულებები წარმოგვეშობა ამ შემთხვევაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.