ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №3(მარტი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი დალი სკამკოჩაიშვილი. 

კითხვა: ინდმეწარმემ შეიძინა ავტომანქანა (ფურგონი) 10000 ლარად, ნაღდი ანგარიშსწორებით. ინდმეწარმის სალაროში ფული არ გვაქვს, როგორ ავსახოთ გადახდა? 5210 ანგარიშიდან (ი/მ ფიზიკური პირის საკუთარი კაპიტალი) შევიტანოთ სალაროში და შემდეგ სალაროდან გაცემა ვაჩვენოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება, დარეგისტრირებულ (გახსნილ) ფილიალში სამუშაოდ საქართველოდან წაყვანილი თანამშრომლების შრომით კონტრაქტებში რა სახის ცვლილება უნდა შევიტანოთ იმის დასაფიქსირებლად, რომ თანამშრომლები იმუშავებენ საზღვარგარეთის ფილიალში? 

2) შრომით ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თუ ხელფასები გადაირიცხება საქართველოდან, გვექნება იმის რისკი, რომ შეიძლება სამტკიცებელი გაგვიხდეს, ამ თანამშრომელთა შრომითი საქმიანობა საზღვარგარეთ დაარსებულ ფილიალს რომ უკავშირდება? 

3) ამ შემთხვევაში ჩვენ ხელფასებს გადავრიცხავთ, ოღონდ დეკლარირებას არ მოვახდენთ საქართველოს კანონმდებლობით და დეკლარირება მოხდება საზღვარგარეთ (ფილიალის რეგისტრაციის ადგილას) იქაური კანონმდებლობით? რამე დოკუმენტის გამოთხოვა და წარდგენა დაგვჭირდება შემოსავლების სამსახურში ამ შემთხვევაში? 

4) ასევე, ამ შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დღგ-ით დაბეგვრა ასევე არ მოხდება საქართველოში და საქართველოს კანონმდებლობით და ეს განხორციელდება საზღვარგარეთის ფილიალის მიერ, ადგილობრივი კანონმდებლობით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიამ 2014-2017 წლებში საბაჟოზე შემოიყვანა მძიმე ტექნიკა. საბაჟო დღგ არ არის გადახდილი, რადგან იმპორტის დროს სარგებლობდა დაშვებული შეღავათებით (კომპანია იყო ბჵ ის ქვეკონტრაქტორი). ტექნიკა არ არის შემოყვანილი დროებით რეჟიმში და დღეს არ არის საჭირო საბაჟო დღგ-ის გადახდა. 

კომპანია ამჟამად აპირებს შემოყვანილი ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას. მაინტერესებს, საჭიროა თუ არა საბაჟოზე ახალი განბაჟება, საბაჟო დღგ-ის გადახდა? ასეთ შემთხვევაში საგადასახადოსთან მჭირდება რამის შეთანხმება (მხოლოდ ს/ზ-ის და დღგ-ის ა/ფ-ის გამოწერას არ ვგულისხმობ)? მყიდველ კომპანიაზე ტექნიკის გადასაფორმებლად რა დამატებითი პროცედურები მჭირდება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის (დღგ-ის გადამხდელია) საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა 2012 წლიდან. ეს უძრავი ქონება შეძენილ იქნა მეწარმე სუბიექტისგან -სააქციო საზოგადოებისგან. ამ შპს-ის 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც წილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2 წელზე მეტი ხნის წინ. წილის მფლობელს სურს ეს უძრავი ქონება გადმოვიდეს მის უშუალო საკუთრებაში. წილის ნასყიდობის გზით შპს-ის მიერ მის პარტნიორზე უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში შპს-ს რა სახის დაბეგვრა ექნება (როგორც ვხვდები, დღგ იქნება)? ამ შპს-ის ლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის შედეგად მეწილეზე ამ უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში რა სახის დაბეგვრა იქნება - ეს ვარიანტი ხომ არ ჯობია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია პერიოდულად ახორციელებს საწარმოს თანამშრომლებზე დამდგარი (ჯანმრთელობა და სხვა) ზიანის ანაზღაურებას. 

საწარმო, მისი თანამშრომლებიდან გამომდინარე, სადაზღვევოში ახდენს 2 სახის გადარიცხვას, კერძოდ: 

1. თანამშრომლის დარიცხული ხელფასიდან ხდება გარკვეული თანხის ჩამოჭრა (იბეგრება გადახდის წყაროსთან), რომელსაც გადარიცხავს საწარმო სადაზღვევო კომპანიაში (პირობითად დარიცხული ხელფასი უდრის 1250 ლარს); 

2. თანამშრომლის სასარგებლოდ (გარდა ხელფასისა) საწარმო საკუთარი სახსრებიდან სადაზღვევოში რიცხავს თანხებს, რაც იბეგრება გადახდის წყაროსთან. 

გარკვეულ პერიოდებში საწარმოს მიერ ვერ ხერხდება სადაზღვევოში თანხის სრული ან/და ნაწილობრივ გადახდები. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული გარემოება მოიცავს სრულ, ან არასრულ საანგარიშო თვეს ან/და ერთდროულად 2-თვიან საანგარიშო პერიოდს. 

1) როდის აქვს საწარმოს, როგორც საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან დაკავების საგადასახადო ვალდებულება? 

ა) მიუხედავად სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხებისა, თვის ბოლო დღეს, როგორც სსკ 154-ე მუხლის მიხედვით თანამშრომლებზე არაფულადი სახით განაცემი? 

თუ ბ) სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხების მიხედვით? 

მაგალითად, ვთქვათ, 2021 წლის 10 მარტს, დამქირავებლის მიერ დაზღვეულ იქნა თანამშრომელი. ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს: 

ა) არაუგვიანეს იმავე საანგარიშო პერიოდის (მარტი) ბოლო დღისა; 

ბ) არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის (აპრილი) 10 რიცხვისა. 

ორივე შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ანაზღაურებულ იქნა 8 აპრილს. 

როდის დგება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირების ვალდებულება და რა თანხის ოდენობაზე (ანუ, თუ ჩაითვლება, რომ დაქირავებულ პირზე გადაცემული სარგებელია, უნდა მოხდეს ე.წ. `აგროსვა~)? 

2) შენიშვნა: სსკ-ის 101-ე მუხლის (`ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები~) მე-2 ნაწილის `თ~ პუნქტი (`დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა~) ხომ არ გულისხმობს, რომ სადაზღვევო თანხის გადახდის შემთხვევაში გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მოხდება მხოლოდ გადახდილი თანხების მიხედვით და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა გადახდა? შესაბამისად, ყოველი თვის ბოლო რიცხვში სადაზღვევო კომპანიაში გადასახდელი (დარიცხული) სადაზღვევო თანხა არ ჩაითვლება როგორც თანამშრომელზე გადაცემული სარგებელი. 

აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, სადაზღვევო ორგანიზაციაში გადახდილია თუ არა ყოველთვიური ფიქსირებული თანხა, თანამშრომელს აქვს უფლება მაინც ისარგებლოს დაზღვევით ნებისმიერ დროს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ღვინის ქარხანა ახდენს საკუთარი ლაბორატორიიდან მობრუნებული მზა პროდუქციის გახსნას და ღვინომასალის ბალანსზე აყვანას, ხოლო ბოთლების გადაყრას, ჩამოწერას საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის გარეშე. რამდენად შესაძლებელია, რომ ღვინის გახსნის დროს მიღებული მასალები ისევ ბალანსზე ავიყვანოთ, მათ შორის ბოთლიც და შემდეგ ამ ბოთლის გადაყრის დროს მოვიყვანოთ ჩამოწერის დასადასტურებლად საგადასახადოს წარმომადგენელი, ნაცვლად მზა პროდუქციის გახსნის დროს მოყვანისა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში ბონუსებზე https://rs.ge/OrdersoftheHeadoftheRevenueService?cat=1&tab=1, დანართი #09, არის ასეთი ჩანაწერი: 

`ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება~. 

მეორე ვარიანტის შემთხვევაში ხომ არ არის რაიმე საგადასახადო რისკი გარიგების მონაწილე როგორც ა, ასევე ბ პირისათვის? ხომ არ გულისხმობენ, რომ შესაძლოა დღგ-ის ჩათვლა გაუუქმონ, თუ პირი ამ მეორე ვარიანტით ახორციელებს ბონუსების დაბეგვრას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ორი იურიდიული პირი -შპს-ები, გაერთიანდა და დარეგისტრირდა ახალი იურიდიული პირი, ისევ შპს-ს ფორმით (საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭა ახალი, მანამდე არსებული შპს-ების საიდენტიფიკაციო კოდებისგან განსხვავებული). საქონლის ნაშთები ავტომატურად გადავიდა ახალ შპს ზე, საქონლის გადადგილება არ მომხდარა. 

რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა, ეს სასაქონლო ნაშთები ზედნადებით მიაწოდონ ძველმა შპს-ებმა ახალ შპს-ს? ძველ კომპანიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს, მაგრამ ახალი კომპანიის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება, რომელთა აქციონერებია ძველი კომპანიების მფლობელები. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შეიძლება თუ არა, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნებისას ამხანაგობის წევრებს ჰქონდეთ ნულოვანი შენატანები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შენობის მერიაში ექსპლუატაციაში მისაღებად, კომპანიამ იქირავა ამ პროცედურების ხელშეწყობა-დაჩქარებისთვის ერთ-ერთი ფირმა, რომელსაც გადაუხადა საზღაური x ლარი. 

როგორ ფიქრობთ, ეს თანხა შენობის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს თუ მიმდინარე პერიოდის ზედნადები ხარჯია?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელმა შპს ა-მ 2020 წელს შპს ბ-ს კაპიტალში შეიტანა უძრავ-მოძრავი ქონება. აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით არ დაბეგრილა (სსკ-ის მუხლი 160, პუნქტი 7-`ბ~). შპს ბ საგადასახადო რეგისტრაციის დღესვე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად (2020 წლის იანვარში). შპს ბ რეგისტრაციიდან დღემდე არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. გვაინტერესებს, შპს ბ-ს ეხება თუ არა სსკ 177-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიურად გასაუქმებელი დღგ-ის თანხის გადაანგარიშება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.