ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №4(აპრილი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით: info@aaf.geან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს ფინანსური აუდიტის მენეჯერი ალექსანდრე როსებაშვილი. 

კითხვა: შენობის, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, ერთ-ერთი ჩასმული ფანჯრის დემონტაჟი და ხელახალი მონტაჟი მოხდა, რადგან რაღაც დანადგარი არ შეეტია. ეს ხარჯი უნდა შევიდეს შენობის თვითღირებულებაში თუ არა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: საქართველოს რეზიდენტ საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. კერძოდ, საწარმო სარგებლობს შემდეგი პროგრამების გამოყენების უფლებით: ZOOM, Facebook, Google, Twitter, Microsoft Navision, რომელთა მხარდაჭერა მოიცავს: 

ZOOM -პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). აღნიშნული პროგრამა გამოიყენება ელექტრონულად ჩართულობისთვის, ტრენინგებისთვის (ტრენინგის პერიოდში აქტიურად გამოიყენება როგორც მოსასმენად, ასევე ე.წ. საკლასო ოთახის მოსაწყობად ელექტრონული საჭირო აღჭურვილობის ჩათვლით). აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელია აშშ-ის რეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს საქართველოში მუდმივი დაწესებულება; 

Facebook, Google, Twitter -პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). გამოიყენება ძირითადად რეკლამებისთვის, მსმენელის მოსაზიდად ან/და სხვა გარემოში ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია აღნიშნულ პროგრამებში ელექტრონულად ჩართულობა, ტრენინგის ჩატარება, მიმოწერა. 

Microsoft Navision - პროგრამა დროებით სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დროებითი სარგებლობისთვის თანხის გადახდა ხდება ყოველთვიურად (სააბონენტო). აღნიშნულ პროგრამაში ხდება როგორც საბუღალტრო გატარებების, ასევე სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება. 

1) ჩაითვლება თუ არა ფაქტობრივი გარემოებებით, რომ კომპანიას ზემოაღნიშნული არარეზიდენტი პირები ZOOM, Facebook, Google, Twitter, Microsoft Navision უწევენ ციფრულ მომსახურებას? 

2) ჩაითვლება თუ არა ფაქტობრივი გარემოებებით, რომ კომპანიას უწევენ როგორც ციფრულ მომსახურებას, ასევე მასთან ერთად აღნიშნული მომსახურება განიხილება როგორც როიალტი? 

3) როგორ შეიძლება გაიმიჯნოს როიალტი სხვა ციფრული მომსახურებისგან? 

4) თუ ჩაითვლება, რომ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს მხოლოდ ციფრულ მომსახურებას, სსკ 104-ე მუხლის თანახმად ჩაითვლება თუ არა ეს არარეზიდენტისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან (თუ საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებით არ თავისუფლდება) არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით სსკ 134-ე მუხლის თანახმად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს კომპანიიდან უკრაინის რეზიდენტ დამფუძნებელზე გადარიცხული დივიდენდი თავისუფლდება თუ არა საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X-მა, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, საკუთარი სახსრებით ააშენა ნაგებობა, საკუთარი გამოყენებისთვის. გახარჯულ მასალებზე დღგ არის ჩათვლილი. ამ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი როდესაც დადგება, დღგ-ის კუთხით როგორ უნდა ვიმოქმედოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" #2(266)-ში, გვ. 39, დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე გაცემულია პასუხი, რომ თუ მემკვიდრეობით ბინის მიღებიდან ჯერ არ არის გასული 2 წელი, მაშინ ფიზიკური პირი შეიძლება დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით ამ ბინის გაყიდვისას, თუ ამ დროს წარმოიშობა აქტივის `რეალიზაციით მიღებული ნამეტი~. 

სსკ 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: 

`4. ამ მუხლის მიზნებისათვის: 

ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება: 

ა 1) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის ჳ რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი~. 

აღნიშნული ჩანაწერი ხომ არ გულისხმობს, რომ ფიზიკური პირისთვის, რომელსაც გადაეცა მემკვიდრეობით ბინა, ამ დროს გასათვალისწინებელია მამკვიდრებლის მფლობელობაში არსებული პერიოდიც? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფაქტობრივი გარემოება: 

შპს აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, კერძოდ: ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები; ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია. 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, პათოლოგანატომიური საქმიანობა და საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობა. 

ხოლო რაც შეეხება ამბულატორიულ საქმიანობას, მოქმედი კანონმდებლობით (`მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის #359 დადგენილება) მოეთხოვება მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. 

ჩვენი კითხვებია:

1) რამდენად სწორად ვართ ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით? 

2) ჩაითვლება თუ არა საკმარისად მხოლოდ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გაგზავნილი შეტყობინება, რომ ვასრულებთ სამედიცინო საქმიანობას? 

3) დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის გათავისუფლებულია თუ არა, ჩათვლის უფლების გარეშე, ზემოაღნიშნული საქმიანობები: ამბულატორია; ოჯახის ექიმების, სპეციალისტების მომსახურება; ასევე კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვფლობთ ლიცენზირების უფლებას (რადგან არც მოგვეთხოვება)? 

4) კოვიდ-19 ტესტირება/ვაქცინაცია ჩაითვლება თუ არა სამედიცინო საქმიანობად და აღნიშნული მომსახურება გათავისუფლდება თუ არა დღგ-ისაგან, ჩათვლის უფლების გარეშე? 

5) ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული საქმიანობების ფარგლებში მომსახურების გაწევისას გამოყენებული მოძრავი ძირითადი საშუალებები არის თუ არა გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან? 

6) რა დოკუმენტაცია/უფლება არის საჭირო, რომ პირი ჩაითვალოს სამედიცინო დაწესებულებად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2021 წლის ნოემბერში ოფისის მეიჯარეს გადავურიცხეთ 2 თვის იჯარის თანხა -ნოემბრის და დეკემბრის, სულ 2000 ლარი. მეიჯარემ გამოგვიწერა ნოემბერში ა/ფ 1000 ლარზე და შემდეგ იგივე თანხაზე დეკემბერში. ანუ, ნოემბერში გადარიცხულ დეკემბრის თვის ავანსის თანხაზე საავანსო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია. 

ხომ არ დგას დეკემბრის იჯარიდან დღგ-ის ჩათვლა რაიმე რისკის წინაშე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თუ რეზიდენტმა შეიძინა საქონელი რეზიდენტისგან, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, მაგრამ ეს საქონელი უსასყიდლოდ გადაეცემა მესამე პირებს გამარჯვებული პრიზის სახით, ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა რეზიდენტი კომპანიისგან ამ დღგ-ის ჩათვლაში აღება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ეს ბრძანება ვერ ვიპოვე ვერც "საკანონმდებლო მაცნეზე" და ვერც rs.ge-ზე: "სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 06 სექტემბრის №7545 ბრძანება. 

ხომ არ იცით, გაუქმებულია ეს ბრძანება? და თუ არ გაუქმებულა, როგორ ვიპოვო და როგორ დავრწმუნდე, რომ ძალაშია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.