ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №5(მაისი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თინათინ ოთარაშვილი. 

კითხვა: არარეზიდენტმა საწარმომ საქართველოში შექმნა მუდმივი დაწესებულების საწარმო (ფილიალი), მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და გახდა დღგ-ის გადამხდელი. ამ საწარმომ და რეზიდენტმა შპს-მ შექმნეს ამხანაგობა ტენდერის პირობების დასაკმაყოფილებლად (ჯამური გამოცდილება). არარეზიდენტის მოთხოვნაა ყოველ შუალედურ შესრულებაზე მას ჩაერიცხოს შესრულებული სამუშაოს 5%. ამხანაგობამ გადაწყვიტა, დადოს ხელშეკრულება ფილიალთან, მან შეასრულოს საინჟინრო მომსახურება (რომელიც ისედაც უნდა შეესრულებინა თვით ამხანაგობაში), გამოუწეროს ა/ფაქტურა და ამის საფუძველზე გადაურიცხოს კუთვნილი თანხა. არარეზიდენტის ფილიალი კი, თავის მხრივ იწვევს დედა საწარმოს, რომელიც შეასრულებს საინჟინრო მომსახურებას ანუ ზედამხედველობას. ეს დაიბეგრება 10% არარეზიდენტის საშემოსავლოთი და უკუდაბეგვრის დღგ-ით? იკვეთება თუ არა ამ ქმედებებში რამე სახის საგადასახადო დარღვევა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვაინტერესებს ორგანიზაციაში დაგროვილი და შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ავტონაწილების და ლითონის ნაკეთობების ნარჩენების ჯართად აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენისა და აღრიცხვაზე აყვანის პროცედურები. მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას დაუგროვდა დიდი რაოდენობით გამოცვლილი და შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ავტო-და სპეცტექნიკის ლითონის ნაწილები, ასევე ლითონის სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებისას წარმოქმნილი ნარჩენები. როგორც ცნობილია, ჯართად ითვლება ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისთვის და წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში; ასევე, ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც შეიქმნა, გატეხვის, გაცვეთის, მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და არ აქვს სახიფათო თვისებები. 

გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორ და რა ფორმით ჯობია შედგეს ჯართისა და ნარჩენების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს კუთვნილ შენობაში, ინჟინრების ოთახში, ავაწყეთ სტელაჟი (ჩვენი ძალებით), რაზეც გაიხარჯა მასალები თვითღირებულებით 416 ლარი. უნდა ავიყვანოთ აღრიცხვაზე როგორც ძირითადი საშუალება? ფასს-ების სრული ვერსიის მიხედვით ვმუშაობთ. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) ერიცხება თუ არა დღგ რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისას? 

2) ერიცხება თუ არა დღგ რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისას? 

3) რა შემთხვევაში ერიცხება დღგ და არ ერიცხება არარეზიდენტებს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანიის მომსახურების აბონენტებთან დავების მოგების შემთხვევაში, სასამართლო მიღებული დადგენილებით აკისრებს სახელმწიფო ბაჟის თანხების ანაზღაურებას მოდავე მხარეებს, რომლებიც გვიხდიან ამ თანხებს. დღგ-ის მიზნებისთვის, ეს ხომ არ ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ თანხებად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ა(ა)იპ-ის საკუთრებაშია ფართი (კორპუსის 1-ლ სართულზე, არ არის ბინა). ა(ა)იპ დღგ-ის გადამხდელია და ეს არსებული ფართი გაცემული აქვს იჯარით. 

ინვესტორი/მშენებელი (ასევე დღგ-ის გადამხდელია) სთავაზობს, რომ ა(ა)იპ-მა ეს ფართი თავიდანვე საკუთრებაში გადასცეს მშენებელ კომპანიას და სანაცვლოდ ამ კორპუსს დაანგრევს და ახლადაშენებულ კორპუსში საკუთრებაში გადასცემს ა(ა)იპ ცოტა მეტ ფართს (არის 133 კვ.მ და მიიღებს 180 კვ.მ-ს). როგორ იბეგრება ეს ოპერაცია? ბარტერია? დღგ როდის წარმოიშობა და როდის არის გადასახდელი? მინდა, რომ გარიგების ღირებულება მივუთითო ხელშეკრულებაში და თან უნდა მივუთითო, რომ გადაცემული და მიღებული აქტივი თანაბარფასეულია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია აწარმოებს თუნუქის სახურავებს. ნედლეული შემოგვაქვს კილოგრამებში (ან ტონებში) იმპორტით სხვადასხვა მიმწოდებლისგან. გვაქვს ასეთი შემთხვევები, მაგალითად, 0,5 მმ სისქის 1 მეტრი ნედლეულის წონა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან და 1 მეტრი ნედლეული შეიძლება იყოს 2,52 კგ-დან 2,75 კგ-მდე. ასევე რულონში მეტალის სისქეც შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მონაკვეთზე, მაგალითად რულონის საწყის ნაწილში შეიძლება 1 მეტრის ნედლეულის წონა იყოს 2,53 კგ, შუაში 2,75 კგ და ბოლოში 2,52 კგ. ყოველივე ამის გამო ერთი და იგივე პროდუქციის კალკულაცია ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი მხრიდან გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით: ვწონით მთლიან რულონს (პირობითად გამოვიდა 3900 კგ), საწყობიდან ვაგზავნით წარმოებისთვის ქარხანაში და რამდენი გრძივი მეტრიც გამოვა, ამის შესაბამისად ვიღებთ კოეფიციენტს (პირობითად, თუ გამოვიდა 1500 მეტრი, მაშინ კოეფიციენტი გამოდის 3900/1500=2,6). ყოველ შემდეგ წარმოების პროცესზე ვიყენებთ იგივე პრინციპს და ვანგარიშობთ კალკულაციის კოეფიციენტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ჯერზე ეს შეიძლება კოეფიციენტი გამოვიდეს სხვადასხვა. 

გვაინტერესებს, საგადასახადო კუთხით ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს სწორად, შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს ასეთი სტანდარტით მუშაობა და თუ შეიცავს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველანაირი რისკიდან დაზღვეული ვიყოთ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს: 

ა) აშენებს საკუთარ შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მშენებლობის მომსახურება მას გაუწიეს როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა, ასევე არარეგისტრირებულმა პირებმა. 

ბ) არემონტებს საკუთარი შენობა/ნაგებობას (ძირითად საშუალებას). მომსახურების გამწევი პირები აქაც იგივეა. 

რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება შპს-ს დღგ-ით დაბეგვრის კუთხით თითოეულ შემთხვევაში, თუ ამ შენობა/ნაგებობას იყენებს როგორც ძირითად საშუალებას: 

1) მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში; 

2) შერეულ ოპერაციებში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკური პირი შენობა-ნაგებობის რემონტს უკეთებს დღგ-ის გადამხდელ შპს-ს 2021 წლის ივლისიდან. ეს ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელი ნებაყოფლობით გახდა 2021 წლის ნოემბრიდან. მიღება-ჩაბარება გათვალისწინებულია რემონტის დამთავრების შემდეგ. 2021 წლის ნოემბრამდე ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე დღგ-ის გადახდის ვალდებულება აქვს შპს-ს. 2021 წლის ნოემბრის თვიდან, დღგ-ის დეკლარირება და გადახდა ფიზიკური პირის ვალდებულებაა.

1) არ გამომიწერია შპს-ისათვის საფ-ები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ შპს-ს არ აქვს უფლება ავანსად ჩამორიცხულ თანხებზე მიიღოს ჩათვლა და რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გამოვწერთ ა/ფაქტურას და შპს მთელ თანხაზე ჩაითვლის დღგ-ს, სსკ 159-2; 174-2; 163-4 მუხლებიდან გამომდინარე. მართებულია თუ არა ჩვენი პოზიცია? 

2) მიღებულ ავანსებზე დღგ-ის დეკლარაცია წარვადგინე და დავიბეგრე, მაგრამ მომსახურების მიმღებს არ გამოვუწერე ანგარიშ-ფაქტურა, რადგან ძველი ნორმის მიხედვით ვთვლიდი, რომ მას უნდა წარმოედგინა მოთხოვნა ჩემთვის. 2021 წ. 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მუხლი 180’`საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა~ განსხვავებულია ძველი ნორმიდან. გთხოვთ, თუ დარღვევა მაქვს, მიმითითოთ ამის შესახებ და რა სანქციები მელოდება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ინდმეწარმე და მისი დასაბეგრი შემოსავალია, დავუშვათ 110000 ლარი, საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 22000 ლარს. სუფთა შემოსავალი დარჩა 88000 ლარი. ქონების გადასახადისთვის რომელ განაკვეთი ეკუთვნის მას: შემოსავალი 100000 ლარამდე თუ 100000 ლარს ზემოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება მივლინებული თანამშრომლის მიერ მივლინების დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე (განცხადება მივლინების თანხის ანაზღაურებაზე), განცხადების დღის კურსით ეკვივალენტით ლარში. ჩემს პრაქტიკაში (წინა სამსახურებში) მივლინებებს ვითვლიდით მივლინების დღეების მიხედვით (თითოეულ დღეზე) გაწეული ხარჯის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში და ვუნაზღაურებდით შემდგომ ჯამურ თანხას ლარში, ხოლო ვალუტის კურსის მიხედვით დღიურ დათვლას ვაწარმოებდით როგორც მივლინების დღიურ თანხებზე, სასტუმროსთვის გადახდილ თანხებზე და ასევე სხვა ხარჯებზე, რომელიც გაწეული ჰქონდა მივლინებულ პირს. 

აღრიცხვიანობისთვის და ანაზღაურებისთვის რომელი ვარიანტია სწორი, თუ ორივე მისაღებია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.