ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №6(ივნისი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ფიქრია ილურიძე.  

კითხვა: 1) ფიზიკურმა პირმა 2014 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი 49000 ლარად. მაინტერესებს, 2019 და 2020 წლის ღირებულება რა იქნება ამ საცხოვრებელი სახლის ქონების გადასახადის მიზნებისათვის? 2014 წელს გადახდილია 28000 ლარი. თუ არის რამე აფასების კოეფიციენტების გამოყენება საჭირო? 

2) სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებულ ქონებას უნდა დავარიცხო თუ არა ცვეთა? ეს ფიზიკური პირი ინდმეწარმეა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დირექტორს საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლამდე საბანკო ანგარიშიდან დოლარში გადაურიცხეს თანხა (პირად ანგარიშზე). თანხის ეს გაცემა 1430 ანგარიშზე დოლარში უნდა აღვრიცხო და მივლინების დასრულების დღეს ნორმების შესაბამისად ვაღიარო ხარჯად? რა კურსით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის ექსპორტის დეკლარაციის დაგვიანებისთვის რა რისკები წარმოეშვება კომპანიას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) ზოგიერთ ექსპორტის დეკლარაციაზე თანდართულ ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების ღირებულება. ტრანსპორტირების მომსახურებისთვის ძირითადად დაქირავებულია `საქართველოს ფოსტა~ და სხვა ქართული კომპანიები. ექსპორტიორმა კომპანიამ ტრანსპორტირების თანხა დღგ-ით უნდა დაბეგროს? 

2) თუ ექსპორტის დროს სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ კომპანიას დავიქირავებთ, ეს უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის მოგების/საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს `ხ~-მა, რომელიც იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას, ააშენა შენობა და დაამონტაჟა მასში სპეციფიკური გამოყენების მანქანა-დანადგარები. 
პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა პროექტს, ნებართვას და ა.შ. დაიწყო 2020 წლის მარტში, თუმცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყო 2021 წლის მარტიდან (პირველი ფაქტურა გამოიწერა აპრილში და ხელშეკრულება დადებულია მარტში). მასში არსებული მანქანა-დანადგარები კი შეძენილია 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იმავე პერიოდში მოხდა მათი მონტაჟი. ეს დანადგარები შენობის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული. 
შენობა გამოსაყენებლად მზად იყო უკვე 2021 წლის დეკემბერში და დაიწყო კიდეც დეკემბერშივე ამ შენობისა და მანქანა-დანადგარების ფაქტობრივი გამოყენება. თუმცა, მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო 3 თვის შემდეგ ანუ 2022 წლის მარტში. 

შენობის ღირებულება დაახლოებით 4,3 მლნ ლარია, ხოლო მანქანა-დანადგარების -1,7 მლნ ლარი. შპს `ხ~-ს შენობის ასაშენებლად და დანადგარების შესაძენად აღებული აქვს გრძელვადიანი პროცენტიანი სესხი 2021 წლის მაისში. 

ჩვენი კითხვები შემდეგია: 

1) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, შენობა განსაკუთრებული აქტივია? 10 თვე შენდებოდა; 

2) სესხის პროცენტების კაპიტალიზაცის მიზნებისათვის, მანქანა-დანადგარები განსაკუთრებული აქტივია? მათი შეძენა-მონტაჟის პროცესი 2 თვე გაგრძელდა და მე-3 თვეს უკვე ექსპლუატაციაში შევიდა;

3) თუ „1-ლ“ ან „მე-2“ კითხვაზე პასუხი არის დადებითი, მაშინ როდის უნდა შეწყდეს პროცენტების კაპიტალიზაცია -2021 წლის დეკემბერში თუ 2022 წლის მარტში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ მესაკუთრე სამშენებლო კომპანია ვალდებულია და ფიზიკურ პირს აქვს უფლება მიიღოს ხ კვ.მ. ფართი და ავტოსადგომი (მშენებარე შენობა მოიცავს საოფისე და კომერციულ ფართებს, შეიძლება მოხდეს პროექტის გადაკეთება და შენობა გადაკეთდეს საცხოვრებელ ფართებად). აღვნიშნავ, რომ ეს უფლება ფიზიკურ პირს აქვს ორ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ფიზიკური პირი აპირებს გაყიდოს ეს მოთხოვნა, შესაძლებელია მთლიანად და ნაწილ-ნაწილადაც. გვაინტერესებს: 

1) რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი (კერძოდ, შეეხება თუ არა დღგ და საშემოსავლო გადასახადი) და ეს მიწოდება განიხილება, როგორც მატერიალური აქტივის, თუ როგორც არამატერიალური აქტივის მიწოდება? 

2) თუკი ფიზიკური პირი დაელოდება მშენებლობის დასრულებას (ვგულისხმობ ეტაპს, როცა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არა უფლების მიმღებად, არამედ მესაკუთრედ უკვე ფიზიკური პირი იქნება) და შემდეგ მოახდენს საკუთრებაში არსებული ფართების გაყიდვას, ხომ არ ექნება შეღავათები გადასახადების კუთხით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს და სამშენებლო მასალების შეძენა-მიწოდებას. ყველა პირადი და სამეწარმეო ხარჯიც და შემოსავალიც აისახება საბანკო პლასტიკურ ბარათზე, რის გამოც იძულებული გავხდი შემომეღო მეწარმის განკარგულებაში დარჩენილი შემოსავლის -5310 ანგარიში, საიდანაც აღვრიცხავ პირადი ხარჯების გაწევას, მაგალითად, ხარჯებს საკუთარი სახლის მშენებლობისთვის, კომუნალურ გადასახადებს, ნივთების შეძენას დ-ტი 5310 კ-ტი 1210 -პირადი ხარჯების სახელით და ჯამური თანხით. აქ პირადი ხარჯების გაწევა ხომ არ გამოიწვევს საგადასახადო დაბეგვრას? მეწარმე ფიზიკური პირი უარზეა გახსნას სხვა ანგარიში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: 

საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, ახორციელებს როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკურ საქმიანობას. 2021 წლის მარტში ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი ოპერაცია: 

დღგ-ის გადამხდელმა იურიდიულმა პირმა ორგანიზაციის დაკვეთით აუშენა მას შენობა (რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1000000 ლარს), რაზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დღგ -152542 ლარი). აღნიშნულ ძირითად საშუალებას ორგანიზაცია გამოიყენებს როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკურ საქმიანობაში. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის (შემოწირულობა, დაფინანსება ბიუჯეტიდან, შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან) 30 პროცენტს. 

გვაინტერესებს: 

1) ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია შენობის ექსპლუატაციის პერიოდში, შენობის ღირებულება ასახოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში? რას ნიშნავს `თუ იგი ვერ მიიღებდა ჩათვლას~? (სსკ 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ბ~ პუნქტი: `დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში~). 

ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული ნორმის ჩანაწერი ეხება შემთხვევას, როდესაც ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებ და არ გაქვს ჩათვლის უფლება, და არა იმ შემთხვევას, როდესაც არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენება, რადგან დღგ-ით იბეგრება მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა. 

2) როგორ მოხდება დღგ-ის ჩათვლა, და რა ოდენობით, ასევე გადანაწილებას ექვემდებარება თუ არა ჩასათვლელი დღგ? 

ჩვენი მოსაზრებით, ვფიქრობთ, ორგანიზაციას აქვს უფლება ჩაითვალოს დღგ 30%, რადგან შემოსავლის წილი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობიდან მიიღება, შეადგენს 30%-ს. 

3) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან მომავალი წლის პერიოდში შეადგენს 20%-ს ან/და 70%-ს, ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია ჩათვლილი დღგ გადაიანგარიშოს (ამ შემთხვევაში როგორ და რა ოდენობაზე)? ყოველ წელს ხომ არ იხელმძღვანელოს საბალანსო ღირებულებიდან? 

4) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს, რომლის საქმიანობას წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, შეძენილი აქვს ძირითადი საშუალება, რომელზეც მიღებულია ჩათვლა 2019 წელს, ხოლო 2021 წელს მოიხსნა საკუთარი სურვილით დღგ-ის რეგისტრაციიდან? ამ შემთხვევაში რა თანხაზე მოუწევს დღგ-ით დაბეგვრა ძირითადი საშუალების მიმართ? 

ჩვენი მოსაზრებით, იმ პერიოდში (2021-ში და არა სრულად) ბალანსზე არსებული ღირებულების 18%-ის აღდგენა მოუწევს ანუ დაიბეგრება დღგ-ით (მაგრამ აქ არის ხარვეზი: კერძოდ, თუ საბალანსო ღირებულებით შესაძლებელია აღდგენა, ამ შემთხვევაში საწარმოს აქვს უფლება დაჩქარებული ცვეთა გამოიყენოს და შეამციროს ძირითადი საშუალების ღირებულება, რათა არ დაკარგოს ჩათვლილი დღგ). როგორია თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტი (აშშ) კომპანია, რომელსაც საქართველოში არ აქვს მუდმივი დაწესებულება, საქართველოში უკვეთავს სარეკლამო-მარკეტინგულ მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ამ მომსახურებას შეასრულებს საქართველოს ტერიტორიაზე. თანხის გადახდა მოხდება ყოველთვიურად. როგორ დაიბეგრება საქართველოს რეზიდენტი პირი? განსახილველია ორი შესაძლო შემთხვევა: 

1) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც ამ მომსახურების გაწევისთვის ქირაობს საქართველოს რეზიდენტ არამეწარმე ფიზიკურ პირს (პირობითად, უხდის მას `ხელზე~ 100 აშშ დოლარს); 

2) მომსახურებას ეწევა საქართველოს რეზიდენტი არამეწარმე ფიზიკური პირი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საცალო გაყიდვების ობიექტში დიპლომატიური სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ითხოვს დღგ-ის ოდენობით ფასდაკლებას. რამდენად აქვს ამის უფლება და თუ შეიძლება, რომ უარი უთხრას მას საცალო გაყიდვის ობიექტმა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დასაქმებულის მიერ უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის #01-15/ნ ბრძანების დანართი 1-ის `სამუშაო დროის აღრიცხვის წესის~ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება: 

გრაფაში 10 -თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა; 

გრაფაში 12 -თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა. 

გთხოვთ, გვიპასუხოთ, ქვემოთ განხილული ორი შემთხვევიდან საათების რაოდენობა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში უნდა აისახოს გრაფა 10-ში თუ გრაფა 12-ში? 

1) ცვლის განრიგის მიხედვით დასაქმებულმა ცვლაში იმუშავა (სამუშაო შეასრულა) უქმე დღეს, თუმცა ეს იყო მისი ნორმით გათვალისწინებული ცვლა და სამუშაოს შესრულება მოხდა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს და სამუშაო აუნაზღაურდა შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (როგორც უქმე დღეს შესრულებული სამუშაო). 

2) არა ცვლაში (ყოველდღიურად) მომუშავე დასაქმებულმა იმუშავა (სამუშაო შეასრულა) უქმე დღეს, თუმცა ეს იყო მისი ზენორმატიული სამუშაო, რადგან სამუშაოს შესრულება მოხდა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს და სამუშაო აუნაზღაურდა შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (როგორც ზენორმატიული სამუშაო). 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.