ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №7(ივლისი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი დიანა ჯიგანაძე. 

კითხვა: გვყავდა არარეზიდენტი სტუმრები (სომხეთიდან), რომელთა სასტუმროს მომსახურების ღირებულებაც ჩვენმა შპს-მ გადაიხადა. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია დაინტერესებულია ვაგონების იჯარით გაცემის დაბეგვრის საკითხით, კერძოდ: 

ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე ვიღებთ იჯარით ესტონეთის რეზიდენტი კომპანიის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) საკუთრებაში არსებულ სატვირთო ვაგონებს, რის შემდეგაც აღნიშნულ ვაგონებს გავცემთ ასევე იჯარით რუსეთის ან ყაზახეთის რეზიდენტ გადასახადის გადამხდელ კომპანიაზე, ვადით საშუალოდ 3-12 თვე. 

შესაბამისად, გვაინტერესებს, რა სახის საგადასახადო ვალდებულებები დაგვეკისრება აღნიშნული ბიზნესსაქმიანობის ათვისების შემთხვევაში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვალუტის კურსის მუდმივი ცვლილების გამო დავიწყეთ საქონლის ფასების გამოწერა თიბისი ბლუმბერგის კურსით და ჩარიცხვებიც ხდება იმ დღეს არსებული ბლუმბერგის კურსით (აქამდე ეროვნული ბანკის კურსით ვხელმძღვანელობდით). სხვაობას ვატარებთ სავალუტო საკურსო სხვაობაში. 
რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება ამის გამო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გდჵ სტანდარტები მოითხოვს კომპანიის შენობაში საწყობის დიზაინის და მოძრაობის ხელახალ დაპროექტებას და გადაკეთებას (სარემონტო სამუშაოები). აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპზე გაფორმდა ორი ხელშეკრულება არამეწარმე ფ/პირებთან შემდეგ მომსახურებებზე: 

1. საწყობის დიზაინის და მოძრაობების ნახაზები; 

2. შესაბამისობის დანერგვასთან საჭირო კონსულტაციები. 

ნახაზების და პროექტირების შემდეგ დაიწყება მე-3 ეტაპი -უშუალოდ სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელი ხარჯები ჯამურად დაახლოებით 50000 ლარია, მათ შორის, ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისაგან -დაახლოებით 20000 ლარი. 

1) შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაემატება შენობის საბალანსო ღირებულებას? 

2) ფ/პ-ების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც უნდა დაემატოს შენობის საბალანსო ღირებულებას? ამ შემთხვევაში -ორივესი, თუ მხოლოდ საწყობის დიზაინისა და მოძრაობის ნახაზების? 

3) შენობის რემონტის შემთხვევაში რემონტის გატარებისას გამოვიყენოთ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიში? სარემონტო მასალები ავიყვანოთ მარაგებში და შემდეგ დაუმთავრებელ მშენებლობაზე, დასრულებისას კი შენობის თვითღირებულებაზე გადავიტანოთ? 

4) რემონტისათვის შეძენილ მასალებზე შემიძლია თუ არა ჩავითვალო დღგ მიღებული ა/ფ-ების მიხედვით და თუ კი, სრულად თუ ნაწილობრივ, და როდის? ზოგადად, ჩვენი შპს დღგ-ს ითვლის პროპორციის წესის მიხედვით, რადგან გვაქვს როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ ფასს-ების სრულ ვერსიას.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აქციზური საქონლის მწარმოებელი შპს-ის მიერ `დიუთი ფრი~-სთვის მიწოდებულ აქციზურ საქონელზე აქციზი უნდა გადავიხადოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით: 

`3. დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება: 

ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას; 

ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა~. 

პროპორციული ჩათვლის წესი საპროცენტო შემოსავლის გათვალისწინებით მაინც უნდა იქნას დათვლილი? სესხი ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა საწარმომ გასცა თავის დამფუძნებელ იურიდიულ პირზე. ორივე რეზიდენტია და დღგ-ის გადამხდელი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმე, რომელსაც არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, ყიდულობს სამშენებლო მასალებს. მიმწოდებელი მისთვის გამოწერილ ზედნადებში მყიდველად უთითებს ამ ინდმეწარმეს, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ფიქსირდება ის მისამართი, რომლის შესახებ ინდმეწარმე მიუთითებს. შემდგომ ინდმეწარმე არ წერს ცალკე ზედნადებს ამ მასალების გაყიდვაზე საბოლოო მომხმარებელზე. ამ პოზიციას ის ხსნის იმ გარემოებით, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ტვირთის ჩამოტვირთვა იმისათვის, რომ შემდეგ სხვა ტრანსპორტზე გამოწეროს ზედნადები, ეკონომიკურად გაუმართლებელია და საერთოდ საღ აზრს არის მოკლებული. 
რადგან ინდმეწარმეს არ აქვს არც შეძენაზე გადახდილი ფულის დამადასტურებელი საბუთები და არც გაყიდვიდან ფულის მიღების საბუთები, ინდმეწარმე აკეთებს განკარგულებებს, რომ საქონელში გადახდილია ზედნადებში დაფიქსირებული თანხა, ხოლო გაყიდვიდან მიღებულია თანხა 10 ან 20% ფასნამატით, და ავალებს ამ თანხების აღრიცხვაში ასახვას ბუღალტერს. ეს იქნება გაზიარებული საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ არარეზიდენტი პირის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში, რომელიც დაკავებულია სამედიცინო კვლევებით. თბილისში გვაქვს ჩვენი ოფისი. 

ახლახან საქართველოში იგივე სახის საქმიანობა დაიწყო ასევე ჩვენი სათავო კომპანიის მიერ 100 იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს-მ, რომელსაც უკავია ჩვენს ოფისში ერთი ოთახი. ამ ოთახის ქირას ჯერჯერობით არ ვახდევინებთ. როგორც ჩვენ, ასევე ეს შპს დღგ-ის გადამხდელები ვართ და გვაქვს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციები. 

მათ მიერ ჩვენი ოფისის ერთი ოთახით სარგებლობა ჩაგვეთვლება თუ არა საიჯარო მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და დავიბეგრებით თუ არა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვაქვს ასეთი ოპერაციები: 

1) ჩვენი კომპანიის ინჟინრებმა რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება და აიღეს ჯანმრთელობის ცნობები, რომლის ღირებულება გადაიხადა კომპანიამ. 

2) გდჵ სტანდარტების შემოღების ფარგლებში ორ თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, რომლის ღირებულება 850 ლარია დღგ-ის ჩათვლით. 

3) საწყობის რიგით თანამშრომელს დავუფინანსეთ ფარმაციის შემსწავლელი კურსი. სერტიფიკატის აღების შემთხვევაში ის გადაკვალიფიცირდება ფარმაცევტად (გდჵ) და იმუშავებს ჩვენი კომპანიის საწყობში ფარმაცევტად. 

ყველა ეს შემთხვევა განვიხილოთ თანამშრომლების სარგებლად და დავარიცხოთ საშემოსავლო გადასახადი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი შპს-ის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწეულია საშუამავლო მომსახურება, რომლის არსი მდგომარეობს სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ამ არარეზიდენტისათვის საქონლის მიყიდვის ხელშეწყობაში. 

დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია გადასახადებით? პასუხი ხომ არ არის დამოკიდებული იმაზე, ეს არარეზიდენტი არის თუ არა ოფშორში რეგისტრირებული? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს რეზიდენტ კომპანიას როიალტის მომსახურებას და ასევე მსგავს მომსახურებას, რომელიც არ არის როიალტი, უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. 

დაიბეგრება თუ არა ეს მომსახურებები როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, თუ ეს არარეზიდენტი პირი: 
ა) არის საფრანგეთის რეზიდენტი; ბ) არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენტი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.