ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №8(აგვისტო), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. ისინი მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტის მენეჯერი ფარნაოზ წულაია.
 
კითხვა: შეკითხვა ეხება მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ ხორბლის მაგალითი განვიხილოთ: 

ხორბლის თესვის პერიოდი საქართველოში წესისამებრ სექტემბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თესვა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიანდეს და საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს (დავუშვათ 31 დეკემბერს) ჯერ კიდევ არ იყოს მარცვლეული კულტურა მიწიდან აღმოცენებული. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა ვაღიაროთ ან/და აღვრიცხოთ ბიოლოგიური აქტივი მსს ფასს-ის 34-ე განყოფილების მიხედვით? 

გვაფიქრებს ის, რომ მოყვანილ მაგალითში მცენარე ჯერ არაა აღმოცენებული და თან ამ დროს მისი არ აღმოცენების (სრულად ან ნაწილობრივ) რისკი ალბათ საკმაოდ მაღალია. შესაბამისად: 

1) საერთოდ დაკმაყოფილებულია თუ არა ბიოლოგიურ აქტივად აღიარების კრიტერიუმები? 

2) შესაძლებელია თუ არა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხორბლის არ აღმოცენებული ყანის რეალური ღირებულებით აღრიცხვა, თუ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და თვითღირებულების მეთოდს უნდა მივმართოთ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს რეზიდენტი შპს და საფრანგეთის რეზიდენტი კომპანია აფუძნებენ საქართველოში ამხანაგობას, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. 

საფრანგეთის რეზიდენტი პირი, რომელიც არის ამხანაგობის მონაწილე და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია, მის მიერ წარმოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მიაწვდის საქართველოს რეზიდენტს -ამხანაგობას. ეს ამხანაგობა, თავის მხრივ, ამ პროგრამას მიაწვდის საქართველოს რეზიდენტს (სსიპ-ს) გამოყენებისთვის. ამ დროს, არ გადაეცემა პროგრამული უზრუნველყოფის გასაღები. ნებისმიერი ცვლილება და განახლება მწარმოებლის მიერ მიწოდებული იქნება წელიწადში ერთხელ ამხანაგობისთვის, ამხანაგობის მიერ კი -კონტრაქტორი სსიპ-ისთვის. 

გარდა ამისა, ამხანაგობის მონაწილე საფრანგეთის კომპანიის წარმომადგენლები: 

ა) ამხანაგობის სახელით ტრენინგებს ჩაუტარებენ ამხანაგობის კონტრაქტორ სსიპ-ს; 

ბ) ამხანაგობის სახელით, დააინსტალირებენ ამხანაგობის მეორე წევრის (საქართველოს რეზიდენტი შპს-ის) მიერ იმპორტირებულ მანქანა-დანადგარებს. 

ამ შემთხვევაში, ეს ამხანაგობა წარმოადგენს თუ არა საფრანგეთის რეზიდენტი კომპანიის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების მიზნებისთვის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირადღირებული ტექნიკის (მათ შორის, რელიკვიური და ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილების) რესტავრაცია. მას საკუთარი სამუშაო ფართობი არ აქვს და ამ საქმიანობას ყოველთვის კლიენტების მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული საქმიანობაში ჩართულია ასევე მისი მეუღლე, რომელიც დამხმარე ფუნქციებს ასრულებს. 

შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ინდმეწარმეს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი და დაიბეგროს 1%-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან). 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან: 

1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი? 

2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია. 

დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 13.04.2009 წ. #95/01 ბრძანების (ამ ბრძანებით ძალადაკარგულია საქართველოს ეროვნული ბანკის 31.12.1999 წ. ბრძანება) შესაბამისად, შპს-ის სალაროს ექსელში დამუშავებისას არ ვწერ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერებს. ყოველ სალაროს ოპერაციაზე მიკრულია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. 
რამდენად სწორად ვამუშავებ სალაროს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას? 

გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ერთ-ერთ მიმწოდებელთან გვაქვს მარკეტინგული მომსახურების შეთანხმება. თვის მანძილზე მოწოდებულ საქონელზე გვირიცხავს გარკვეულ პროცენტს ე.წ. `ქეშ ბეკის~ სახით (რაზეც ჩვენი მხრიდან იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მარკეტინგული მომსახურების გაწევაზე). ახლა გვსურს ამ კომპანიის 2 პროდუქციაზე დავგეგმოთ 3 დღიანი `შოკ-აქცია~, რაც გულისხმობს ამ პროდუქციის გაყიდვას შესყიდვის ფასზე უფრო დაბალ ფასში. 

დავუშვათ, ამ საქონლის შესყიდვის ფასი შეადგენს 2 ლარს, ამავე საქონელზე დაბრუნებული `ქეშ ბეკი~ არის 0.20 ლარი. თუ ჩვენს ამ პროდუქციას გავყიდით 1.50 ლარად, მიმწოდებელი აგვინაზღაურებს თითოეულ გაყიდულ ერთეულზე 30 თეთრს (სხვაობას შესყიდვის ფასსა და `ქეშ ბეკს~ შორის, შემცირებული სააქციო ფასით, ანუ: 2.00 0.20-1.50), რაზედაც ჩვენი მხრიდან გამოიწერება დამატებითი მარკეტინგული მომსახურების ანგარიშ/ფაქტურა. რამდენად შესაბამისია ეს ოპერაცია კანონმდებლობასთან და რა საგადასახადო რისკები არსებობს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობდა და ცდილობს ყველა ნორმებისა და კანონების დაცვას. ასე ხდება ბიულეტენის ანაზღაურებაზეც. ძველ დროში ანუ შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო ავალდებულებდა კომპანიებს გადაეხადა ბიულეტენის ნახევარი თანხა, ხოლო მეორე ნახევარს ფარავდა თვითონ სახელმწიფო. თუ არ ვცდები 2006 წლიდან, ეს კანონი გაუქმებულია და ვმოქმედებდით შრომის კოდექსში არსებული უწყვეტი 35 დღითა და წლის მანძილზე 60 დღის ანაზღაურებით. ეს კომპანიისთვის ფაქტიურად გაკოტრების წინაპირობაა, ვინაიდან მოგეხსენებათ, დღეს ბიულეტენის გახსნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შრომის კოდექსში არსად არაა ნახსენები ბიულეტენის ანაზღაურება, იქ მხოლოდ ნახსენებია კონტრაქტის არ შეწყვეტა, თუ დასაქმებული მოექცევა შრომის კოდექსში არსებულ ნორმებში. 

გვაინტერესებს, ჩვენმა კომპანიამ რომ არ აანაზღაუროს ბიულეტენები და აღნიშნული ფაქტი გაამყაროს შიდა განაწესით, იქნება თუ არა ეს ჩვენი მხრიდან დარღვევა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ორგანიზაციამ, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გადაწყვიტა გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებების კომპლექსი, რომელიც შედგება 4 საკადასტრო ერთეულისაგან. თითოეულის გასაყიდი ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. აღნიშნულ ქონებას ორგანიზაცია იყენებს როგორც საოფისე, ისე თანამშრომლების საცხოვრებლადაც. შენობა-ნაგებობების შეძენისას (15-20 წლის წინ) ორგანიზაციას დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია. ასეთი კონკრეტული ოპერაცია სსკ 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიეკუთვნება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას და ეკისრება თუ არა ვალდებულება ორგანიზაციას, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და ამ ქონების გაყიდვისას დაიბეგროს დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.