ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №9(სექტემბერი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. ისინი მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს "ააფ ინტეგრითის" ფინანსური მენეჯერი სოფიო გველესიანი.

კითხვა: ვიბრუნებთ (დღგ-ის გადამხდელ შპს-ს წარმოვადგენთ) გაყიდულ პროდუქციას დღგ-ის გადამხდელისაგან, რომელზეც ადრე მხოლოდ ზედნადები გვაქვს გაწერილი და შესაბამისად დაბეგრილი. ახლა ამ პროდუქციის მობრუნებისას, დღგ-ის შემცირება შეგვიძლია?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ 192-ე მუხლის "აქციზური მარკების" თანახმად:

"2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა, თავისუფლდება:

ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი".

აქ ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონლად თუ განიხილება ისეთი საქონელი, რომელსაც ადგილობრივ შპს-ზე ვყიდით და შემდეგ მას გააქვს ექსპორტზე? ანუ, საბოლოო ჯამში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ექსპორტზე გამტანი კომპანია. თუ შეიძლება ამ მუხლიდან გამომდინარე, ასეთ საქონელზე არ მოვახდინოთ აქციზური მარკებით ნიშანდება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკურმა პირმა, რომელიც არის ინდმეწარმე და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობაში, უნდა დაარიცხოს თუ არა ცვეთა ამ ქონებას, ქონების გადასახადის მიზნებისთვის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შესაძლებელია შპს-ის დამფუძნებლის მიერ კაპიტალის გაზრდა სალაროში ფულის შეტანით, თუ აუცილებელია კაპიტალის გასაზრდელად ფულის შეტანა ბანკში?
2) სალაროში შეტანის შემთხვევაში ხომ არ ჩაითვლება დამფუძნებლისგან მიღებულ სესხად?
3) სად შეიძლება ამ საკითხის მარეგულირებელი კანონის ნახვა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებაზე თუ არის რაიმე სახის გადასახადი?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სავალდებულო არის თუ არა საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანა/გატანა განხორციელდეს მხოლოდ გადარიცხვის წესით? გთხოვთ მიმითითოთ ძალაში შესვლის თარიღიც.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გთხოვთ განმარტებას შემდეგ საკითხზე: ჩვენი სააქციო საზოგადოება მოქმედებს 1996 წლიდან. სააქციო კაპიტალია 30960 ლარი (24070 აქცია). წარმოვადგენთ მე-4 ზომითი კატეგორიის საწარმოს და ვმუშაობთ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წ. 9 ივნისის #295 ბრძანებულების შესაბამისად მოხდა ძირითადი საშუალებების გადაფასება, შეიქმნა სარეზერვო ფონდი და გადაფასების თანხა 80000 ლარი აისახა ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვში.

"მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის თანახმად, სს-ის კაპიტალი არ უნდა იყოს 100000 ლარზე ნაკლები. რა პროცედურები და გატარებებია საჭირო საწესდებო კაპიტალის შევსებისათვის კანონის შესაბამისად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X-ს აქვს არასასოფლო-სამეურნეო მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. შპს X-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 000 ლარს. მოხდა წილის გაყიდვა და შპს X-ის წილი ძველი დამფუძნებლისაგან შეისყიდა შპს Y-მა. შპს Y-მა წილის ყიდვისთვის გამოიტანა სესხი ბანკიდან 1 750 000 აშშ დოლარი, რითაც შეიძინა შპს X-ის წილი და გახდა მისი ახალი მოწილე პარტნიორი. მიწა და შენობა-ნაგებობა დარჩა შპს `X~-ის ბალანსზე. გვაინტერესებს ბუღალტრული გატარებები. როგორც შპს `X~, ასევე შპს `Y~ ვსარგებლობთ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების
სტანდარტით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2021 წლის ივლისში ფიზიკურმა პირმა გააფორმა შპს-სთან ხელშეკრულება ამ შპს-ისთვის სარემონტო მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც დამთავრდება 2022 წლის დეკემბერში მიღება-ჩაბარების აქტით. შუალედურ მიღება-ჩაბარებებს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. ფიზიკური პირი 2021 წლის ნოემბერში გახდა ინდმეწარმე და დღგ-ის გადამხდელი, ხოლო 2022 წლის 1 თებერვლიდან მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი.

1) 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის საავანსო ჩამორიცხვებზე რომელი მხარეა დღგ-ის გადამხდელი, როდის უნდა მოხდეს დეკლარირება?

2) 2022 წლის იანვარში აქვს საავანსო ჩამორიცხვა. ამ თვეზე უნდა წარადგინოს ამ მეწარმემ 2022 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია? და თუ კი, რა თანხაზე?

3) 2022 წლის თებერვლიდან აქვს საავანსო ჩამორიცხვები. ეს ავანსები უნდა ასახოს მცირე ბიზნესის ყოველთვიურ დეკლარაციებში? თუ უნდა დაელოდოს მიღება-ჩაბარების აქტს და 1 თებერვლიდან წლის ბოლომდე მიღებულ მთელს თანხაზე წარადგენს დეკლარაციას 2023 წლის იანვარში და დაბეგრავს 1%-ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  
  
კითხვა: ჩვენი შპს-ის არარეზიდენტმა დამფუძნებელმა (იურიდიული პირი) გადმოგვირიცხა 9400 ევრო შვეულმფრენით მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ჩვენმა შპს-მ შვეულმფრენის მომსახურება შეისყიდა სხვა შპს-ისაგან, რომელმაც გამოგვიწერა ნულოვანი ანგარიშ-ფაქტურა ამ მომსახურებაზე.

მაინტერესებს, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, ეს 9400 ევროს ეკვივალენტი თანხა სრულად უნდა დავბეგრო დღგ-ით, თუ მას უნდა დააკლდეს შვეულმფრენით მომსახურების ღირებულება? 9400 ევროში შედის სხვა ხარჯებიც, მაგალითად სასტუმროს მომსახურება 1900 ლარზე, რომელიც გაგვიწია ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიამ.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.