ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №10(ოქტომბერი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტორი გიორგი კვეზერელი.

კითხვა: შეიძლება საქართველოს არამოქალაქე ფიზიკური პირი ფლობდეს 100% წილს საქართველოს რეზიდენტ შპს-ში, რომელიც (ეს შპს) თავის მხრივ ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს საქართველოში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც ერთ-ერთ შპს-ში ფლობს წილის 70%-ს, სურს გაიტანოს თავისი წილი უძრავ-მოძრავი ქონების სახით და შეიტანოს სხვა შპს-ის კაპიტალში, სადაც თვითონ არის 100% წილის მფლობელი.

თუ არის ეს შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს? რა გადასახადები დაეკისრება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს კომპანიას ნედლეულის ერთი მომწოდებელი (რეზიდენტი შპს) სთხოვს დოლარი შევუტანოთ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე, რადგან დიდი თანხაა ხოლმე და მერე კონვერტაციისას ვზარალობთო. ორჯერ გავაკეთეთ ასე უკვე. ანუ, ჩვენი დირექტორი მიდის დოლარებით მათ მომსახურე ბანკში და პირდაპირ მათ სავალუტო ანგარიშზე შეაქვს თანხა. რამე პრობლემა ხომ არაა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ჩვენს კომპანიაში არის ასეთი სიტუაცია:

- მოქმედ მანქანებზე გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ხარჯვის ლიმიტები;

- რეალური ხარჯი თვის ჭრილში აღემატება ამ დადგენილ ლიმიტს;

- ერთ შემთხვევაში, ერთ მანქანაზე საწვავი საკმარისი არაა ლიმიტის მიხედვით (ეტყობა, მძღოლი დამატებით ასხამს, თუმცა არ ადასტურებს).

1) ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს კომპანია სხვაობებზე? ფინანსთა მინისტრის #230 ბრძანების თანახმად მანქანის ვადიანობის მიხედვით დადგენილი ცდომილებებით (20% და 25%) შეუძლიათ ისარგებლონ? და თუ ხარჯვა ამაზე მეტია, სხვაობა დღგ-ით და საშემოსავლოთი დაბეგრონ?

2) არასაკმარისი საწვავის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სატრანსპორტო კომპანიამ ჩვენი ტვირთი მოგვიტანა დაზიანებული, მისი ბრალეულობით, რის გამოც მოვთხოვეთ ტვირთის ღირებულების (თვითღირებულების) ანაზღაურება ჯარიმის სახით. სატრანსპორტო კომპანიამ შემოგვთავაზა სრული ღირებულებით ოდენობის ჯარიმის გადახდის ნაცვლად, ტვირთის შეძენა და მისი საფასურის სრულად გადახდა ამ ფორმით.

რამდენად შესაძლებელია ასეთი ფორმით მივყიდოთ საქონელი სატრანსპორტო კომპანიას? მიყიდვა უნდა მოხდეს ჩვენი სარეალიზაციო ფასით? თვითღირებულებაზე მცირედი (სიმბოლური) ფასნამატი თუ არის შესაძლებელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დაგვეკისრება?

ვმუშაობთ სრული ფასს-ებით. სატრანსპორტო კომპანიასთან ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შესაძლებელია თუ არა თანამშრომელს უცხოეთში მივლინების თანხა მივცეთ უცხოურ ვალუტაში?

1) სადღეღამისო ხარჯი (მივლინების დღეების მიხედვით) ჩავურიცხოთ პირად ბარათზე სავალუტო ანგარიშზე?

2) შესაძლებელია თუ არა უცხოური ვალუტა მიეცეს ან ჩაერიცხოს პირად ბარათზე, სავალუტო ანგარიშზე, მივლინებულ პირს ავიაბილეთის (ეკონომკლასის) შესაძენად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის დირექტორად რეგისტრირებულია და რეალურად ასრულებს ამ ფუნქციას საქართველოს რეზიდენტი მოქალაქე პირი, მაგრამ ხელფასს ამ კომპანიიდან არ იღებს. რამდენად სწორია ეს? მინიმალური ხელფასი, მაგალითად 300 ლარი რომ დაენიშნოს, ექნება ამას რამე მნიშვნელობა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ა) საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ფლობს საკონტროლო პაკეტს არარეზიდენტი კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული არარეზიდენტი კომპანია თავის მხრივ ფლობს 20%-ზე მეტი ოდენობის წილს ქართულ საწარმოში. ამ ფიზიკურმა პირმა 2022 წელს ისესხა თანხა ქართული ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან და ამ გარიგებაში თანამსესხებლად დაფიქსირდა ზემოაღნიშნული ქართული საწარმო. დავაკონკრეტებ, რომ ქართული საწარმო სესხის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია როგორც კლიენტი (და არა თავდები) და სოლიდარულად ინაწილებს ყველა ვალდებულებას.

წარმოშობს თუ არა თანამსესხებლის სტატუსი რაიმე დასაბეგრ ოპერაციას ქართული საწარმოსთვის?

ბ) პირობა იგივეა რაც `ა~ შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ქართული საწარმო არ წარმოადგენს თანამსესხებელს, არამედ ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით დატვირთა თავისი კუთვნილი ქონება. წარმოშობს თუ არა ფიზიკური პირისთვის სესხის ფარგლებში ქონების დაგირავება რაიმე საგადასახადო ვალდებულებას ქართული საწარმოსთვის და თუ კი, მაშინ როგორ (რა პრინციპით) შეიძლება გაანგარიშდეს დასაბეგრი ბაზა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში ჩავატარეთ მასალებისა და პროდუქციის ინვენტარიზაცია. გვაინტერესებს, გამოვლენილი ზედმეტობა რა ღირებულებით ავიღო ბალანსზე და გამოვლენილი დანაკლისი როგორ დავბეგრო? ღვინის ქარხანა დღგ-ის გადამხდელი კომპანიაა და მსს ფასს-ით სარგებლობს.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: იმპორტით შევიძინეთ ბოთლის გასახსნელები, ჩვენი საწარმოს ლოგოთი ნიშანდებული, რომელთა ნაწილი რესტორნებს დავურიგეთ უსასყიდლოდ. იმპორტის დღგ ჩავითვალეთ. დღგ-ით დაბეგვრის კუთხით, თუ თვითღირებულებას დავუმატებ დღგ-ს, გამოდის მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ჩავითვალე, რადგან გასახსნელები ავანსის კურსით მაქვს ბალანსზე. ეს სწორი მიდგომაა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ს აქვს წიაღისეულის მოპოვების 5-წლიანი ლიცენზია.

გვაინტერესებს, ამ ლიცენზიას ამორტიზაცია ერიცხება ჩვეულებრივ როგორც არამატერიალურ აქტივს (5 წელზე გადანაწილებით) თუ ფაქტიურად მოპოვებული კუბატურის მიხედვით დაერიცხება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ გამოსულ ახალ #336 ბრძანებაში მოყვანილია შემდეგი:

`1. პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე - დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება)~.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი დაბრუნდა მივლინებიდან 00:15 - ეს დღე უნდა ჩაითვალოს სამივლინებო დღედ?

მაგალითად, ერთ-ერთი თანამშრომელი წავიდა მივლინებაში 03.10-ში (02:30) და ჩამოფრინდა 06.10-ში 03:20 წუთზე. იმავე დღეს, 06.10-ში გამოვიდა სამსახურში. ზემოთ მოყვანილი პუნქტის მიხედვით, უნდა ჩაეთვალოს 06.10 მივლინების დღედ? წინა ბრძანებებში ვერ ვნახე მსგავსი ჩანაწერი.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დადასტურდა წინა წლებში მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც რადგან დადასტურებული არ იყო, არც გატარებული იყო და შესაბამისად არც წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებებში აისახა. თანხა შეადგენს ჯამში დაახლოებით 50000 ლარს. ახლა ეს თანხები უნდა ვაღიაროთ როგორც წინა პერიოდის შეცდომები და გავატაროთ 5310 ანგარიშზე მიმდინარე პერიოდში, თუ წინა პერიოდებში უნდა გავატაროთ 7*** ხარჯებზე, როგორც გავატარებდით ბუღალტრულად, თავის დროზე რომ გაგვეტარებინა? ანუ, როგორი გატარება უნდა მივცეთ, რომ ჩანდეს წინა პერიოდის შეცდომის გასწორება? ან იქნებ, ეს თანხა არაარსებითია და არ ვაჩვენოთ როგორც წინა პერიოდის შეცდომის გასწორება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.