ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №11(ნოემბერი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი მედეა ცქიფურიშვილი. 

კითხვა: 1) გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საწესდებო კაპიტალის გაზრდის/ შემცირების ოქმები აიტვირთოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე? 

2) პორტალზე აუტვირთავი, საწესდებო კაპიტალის შემცირების ოქმის თანახმად დამფუძნებლისათვის გაცემული თანხა ხომ არ იყო დასაბეგრი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის დირექტორმა პირად კერძო საკუთრებაში შეიძინა ამავე შპს-ის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა 100 000 ლარად, რაც საბაზრო ფასია. ხელშეკრულების მიხედვით გადახდის ვადად განისაზღვრა ერთი წელი. როგორც დაქირავებულ და ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების შემთხვევა, ეს ხომ არ წარმოშობს თანხის გადახდამდე სესხად დაკვალიფიცირებისა და სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის რისკს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X არის შპს Y-ის 100% წილის მფლობელი კომპანია. შპს X-ის დირექტორის გადაწყვეტილება საკმარისი იქნება, რომ განისაზღვროს ამ Y შვილობილი კომპანიის მიერ შპს X-ისთვის ჩასარიცხი დივიდენდის ოდენობა? პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ხომ არ უნდა გადაწყდეს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიას 2021 წლის ბოლოს აქვს ჯამური გაუნაწილებელი მოგება 19 მლნ ლარი. 2021 წლის ზარალი იყო 5 მლნ ლარი, ხოლო 2020 წლის ზარალი -6 მლნ ლარი. 2019 წელს კომპანიას დაფიქსირებული აქვს მოგება, ხოლო 2018 წელს -ზარალი. 

ამ გარემოებების არსებობის პირობებში, გვაქვს თუ არა შეზღუდვა დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით? ანუ, აქვს თუ არა კომპანიას დივიდენდის გაცემის უფლება, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ზარალის დაფიქსირების შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს სასტუმროში გვაქვს ასეთი საკითხი: როდესაც მზარეული პროდუქტებს ამუშავებს, არის ნარჩენები, რომლებიც კერძების მომზადებისთვის არ გამოიყენება. ბოსტნეულის და ხილის დამუშავებისას ეს ნარჩენები მცირე იქნება და სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება კალკულაციებში, მაგრამ, მაგალითად, ხორცი შეიძლება შეძენილ იქნას 4 კგ და ძვლების გარეშე დარჩეს 3 კგ. კერძის თვითღირებულება რომ სწორი იყოს, ეს ნარჩენები უნდა ჩამოიწეროს ნულოვანი ღირებულებით. ეს რამდენად სწორია? საგადასახადო კუთხით რომ სწორი იყოს, როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ საგადასახადოში განაცხადს გავაკეთებთ სასაქონლო მარაგების ჩამოწერაზე, ნულოვან ღირებულებას ხომ ვერ მივუთითებთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის დირექტორმა (არ აქვს მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი) შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა თავისი პირადი ხარჯით და სურს ამ შპს-სთან გააფორმოს ამ მსუბუქი ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება. 

1) როგორ განვსაზღვროთ ავტომანქანის იჯარა -საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ავტომანქანის მოდელისა და ასაკის მიხედვით? 

2) ავტომანქანის იჯარის გარდა, შპს-ს ექნება საწვავის ხარჯვა. ეს, ოდომეტრის ჩვენებით და მანქანის ტექნიკური მახასიათებლის მიხედვით გონივრულ ფარგლებში, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? 

3) ეს ავტომანქანა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დირექტორის პირადი მიზნებისთვისაც. დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ერთ-ერთ კომპანიაზე შევიტანეთ სარჩელი დავალიანებასთან დაკავშირებით, რის გამოც კერძო აღმასრულებელს (ფიზიკურ პირს) გადავურიცხეთ სააღსრულებო მოსაკრებელი. კერძო აღმასრულებლისთვის თანხის ჩარიცხვა თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დავალიანების გამო ერთ-ერთი დებიტორი კომპანიის მიმართ აღსრულებაში შევიტანეთ საჩივარი. კომპანიამ ჩაგვირიცხა როგორც დავალიანების ძირი თანხის ნაწილი, ასევე ყადაღის დადებიდან ჩარიცხვამდე პირგასამტეხლოს თანხა. უნდა დავბეგროთ მიღებული პირგასამტეხლო დღგ-თი? და როგორი ბუღალტრული გატარებები ექნება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2017 წლის აპრილში შპს A-ს საწესდებო კაპიტალში წილი არარეზიდენტმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა სრულად გადასცა შპს B-ს (მის კაპიტალში შეიტანა), რომლის 100% წილის მფლობელიც თავად ეს ფიზიკური პირია. 

შპს A-ს ბუღალტერიაში ნაჩვენები გვქონდა, რომ კაპიტალში მისი წილი იყო 1 მლნ UშD ანუ 1 620 000 ლარი (კაპიტალის შევსების დღის კურსით 1.62) და შესაბამისი გატარებით იგივე თანხა გადავიდა შპს B-ზე. 

გვაინტერესებს, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შპს B-მ ბუღალტრულად რომელი კურსით უნდა აღიაროს კაპიტალის შევსება -1.62-ით, როგორც შპს A-ს ბუღალტრულ ფაილშია, თუ 2017 წლის აპრილში არსებული სავალუტო კურსით 2.41? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს შპს-ს (სასტუმროს) აქვს ასეთი გასარკვევი საკითხი. როდესაც ჩვენი სასტუმრო ფუნქციონირებდა, იჯარით გვქონდა აღებული სხვა სასტუმროს შენობაც. 2019 წლის ნოემბრამდე იჯარით აღებული შენობა ინდმეწარმის საკუთრებაში იყო, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. 

2019 წლის ნოემბრიდან შეიცვალა მესაკუთრე და გახდა სხვა, არამეწარმე ფიზიკური პირი. იჯარის თანხა საკმაოდ დიდი იყო და ახალ მესაკუთრეს უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირება, თუმცა არ დარეგისტრირდა ან შეგნებულად, ან არ ჰქონდა ინფორმაცია. ახალ მესაკუთრესთან საიჯარო მომსახურება გაგრძელდა 2020 წლის 1 აპრილამდე (იანვარ-მარტი). საიჯარო ვალდებულება უნდა ყოფილიყო მინიმუმ 110000 დოლარი, თუმცა ჩვენს შპს-ს გადახდილი ჰქონდა დაახლოებით 20000 დოლარი (გადავიხადე 2020 წელში, რაც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რადგან არამეწარმე ფიზიკურ პირს გადავუხადეთ), რის გამოც მოგვიანებით ახალმა მესაკუთრემ გვიჩივლა. 2021 წლის დეკემბერში მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენი შპს მას გადაუხდიდა 85000 დოლარს (არსებობს სასამართლო განჩინება). სანამ თანხას ჩავურიცხავდით, ამ ფიზიკურ პირს მოვთხოვეთ, რომ დარეგისტრირებულიყო ინდმეწარმედ და დღგ-ის გადამხდელად. 

რამდენიმე კითხვა გვაქვს დაბეგვრასთან დაკავშირებით: 

1) 2021 წლის დეკემბერში თანხა გადავრიცხეთ მას შემდეგ, რაც ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და აღარ დავბეგრეთ საშემოსავლო გადასახადით. ხომ სწორად მოვიქეცით? 

2) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირება ძველი თარიღით შესაძლებელია? აღნიშნული პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის დეკემბერში და 2019-2020 წლებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას შეძლებს? 

3) რა პერიოდით უნდა მოვითხოვოთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და რა თანხაზე? პროგრამულად საიჯარო ვალდებულების დარიცხვა არ ხდებოდა, მხოლოდ იმას ვარიცხავდით, რასაც ვიხდიდით. განჩინებით შეთანხმებული 85000 დოლარიც მოგვიანებით ვაღიარეთ ვალდებულებად. ამ შემთხვევაშიც ის თანხა დავარიცხეთ, რაც გადავიხადეთ ლარებში. თითოეული თვის ბოლო რიცხვის კურსით მოვითხოვოთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს შპს-ში (დღგ-ის გადამხდელი სასტუმროა) ხდება თანამშრომლებისათვის საკვების მომზადება. თვის ჭრილში ამ მიზნით გახარჯული პროდუქტები იდენტიფიცირებულია და ცნობილია თვითღირებულება. კვების პროდუქტების ცალკე შეძენა არ ხდება, ამიტომ დღგ-ს სრულად ვითვლი და მიწოდების სახით უნდა დავბეგრო. დასაბეგრ ბაზად რა უნდა ავიღო -თვითღირებულება თუ თვითღირებულებას დამატებული რაღაც პროცენტი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ შპს-ს, რომელიც ყიდულობს საჭირო პროდუქტებს, ძირითადად ქსელურ მაღაზიებში და ჰყიდის სასტუმროებზე, მიღებული შეკვეთის მიხედვით. ეს პროცესი ხდება ისე, რომ საქონელი არ საწყობდება, ანუ ჩვენი შპს ყიდულობს, მიაქვს და ეგრევე გადაყიდის. უფრო კონკრეტულად, გამყიდველმა მიგვითითა ტრანსპორტირების დაწყების ადგილად თავისი ადგილმდებარეობა, ხოლო დასრულების ადგილად -სასტუმროს ტერიტორია, ვისაც უნდა მივყიდოთ ეს საქონელი. საქონლის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებით უნდა გადავაწერო სასტუმროს საქონელი ჩვენი შპს-დან. ეს შესაძლებელია? ანუ, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას როგორ მოვიქცე, ანუ რა მისამართები მივუთითო, ან მივათითებინო გამყიდველს? შიდა გადაზიდვა არ მინდა, რომ დამჭირდეს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.