ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №12(დეკემბერი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს დირექტორები გიორგი ცერცვაძე და ფრიდონ ალშიბაია. 

კითხვა: საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება ხდება წესისამებრ. შესაბამისად, იმ პირების გრაფაში, რომლებსაც სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელება ეკუთვნით, მითითებული გვაქვს შეღავათი, რომ საშემოსავლოს გამოთვლა სწორად ხდებოდეს. 

თუმცა, ამის პარალელურად, არ გვაქვს წარდგენილი საპენსიო სააგენტოში დეკლარაციები და არც საპენსიო დაზღვევის შენატანების თანხა გვაქვს გადარიცხული. 

გთხოვთ, მოგვწეროთ, რა რისკების მატარებელია ამგვარი სიტუაცია კომპანიისთვის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მაღაზიების ქსელურ კომპანიას, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის როგორც დღგ-ით დაბეგვრად საქონელს, ასევე დღგ-ისაგან გათავისუფლებულს, სურს აამუშავოს დაგროვებითი ბარათების სისტემა. კერძოდ, მომხმარებლებს დაურიგდებათ და მათ მონაცემებზე იდენტიფიცირდება ბარათები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში საქონლის შეძენისას დაუგროვდებათ გარკვეული ქულები და შემდეგ შეძლებენ ამ ქულებით საქონლის შეძენას ჩვენსავე ქსელში. რა თქმა უნდა, წინასწარ იქნება გაწერილი რამდენი ლარის შეძენისას რამდენი ქულა დაერიცხებათ და ასევე ამ ქულების ღირებულებაც. მაგალითად: ფ/პირმა შეიძინა 100 ლარის პროდუქცია, რომელზეც დაერიცხა 20 ქულა და ეს 20 ქულა არის 2 ლარის ტოლფასი. ანუ მომხმარებელს შემდგომში შეუძლია ამ ქულებით შეიძინოს 2 ლარის პროდუქცია. როგორ და როდის მოხდება დაბეგვრა? და რა ბუღალტრული გატარებებია საჭირო ამ ოპერაციისთვის? 

ვმუშაობთ მსს ფასს-ის მიხედვით. სიმარტივისთვის, ჩავთვალოთ, რომ მომხმარებელი ამ დარიცხულ ქულებს აუცილებლად გამოიყენებს, ანუ არგამოყენების შემთხვევები არ იარსებებს.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმემ, ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მქონე პირმა, ჩვენს კომპანიას გაუწია მომსახურება -ავტომტვირთავის რემონტი. გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადავიხადეთ, დავბეგრეთ მოგების გადასახადით. სწორად მოვიქეცით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენ დავიწყეთ სპირტიანი სასმელის წარმოება (ბოთლებში), რომელიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით, ალკოჰოლი 43%. ვიცით, რომ ეს სასმელი განეკუთვნება სეს ესნ 2208 ჯგუფს, მაგრამ ალკოჰოლიან სასმელზე აქციზური მარკების შესაკვეთად გვესაჭიროება სეს ესნ 11-ნიშნა კოდი. ეს 11-ნიშნა კოდი რომელია ამ საქონლისთვის და სად წერია, რომ ვნახოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ავეჯით მოვაჭრე ფირმას, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, სურს რამდენიმე სკამი აჩუქოს დირექტორის დედას. ეს სკამები შეძენილია დეკემბერში. მათზე დღგ ჯერ არ ჩაგვითვლია, თუმცა დღგ-ის დეკემბრის თვის დეკლარაციით ვაპირებთ. ეს ჩუქება, რომელიც იგეგმება იანვარში, დაიბეგრება დღგ-ით? ერთი სკამის გასაყიდი ფასი დაახლოებით 260 ლარია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია ახორციელებს შერეულ ოპერაციებს და 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია იყო 67%. კომპანიამ შეიძინა ახალაშენებულ კორპუსში საოფისე ფართი, რაზეც გამოწერილი იყო პირობითად: 

1. მაისი 2021 წ. ავანსის ა/ფაქტურა -100000 ლარი, მ.შ. დღგ 15254.24 ლარი. აქედან ჩავითვალე 67% -10220.34 ლარი; 

2. ივნისი 2021 წ. მიწოდების ა/ფაქტურა -150000 ლარი, მ.შ. დღგ 22881.36 ლარი. აქედან ჩავითვალეთ სხვაობის 50000 ლარის შესაბამისი დღგ-ის 67%=5110.17 ლ. ანუ გამოწერილი დღგ იყო 22881.36 ლ. და ჩავითვალე 15330.51 ლ. 

2021 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 32%, ამიტომ 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში აღვადგინე გამოწერილი ძირითადი საშუალების დღგ-ის 22881.36 ლარის 10% -2288.13 ლ. 

2022 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 12%. გვაინტერესებს: 

1) სწორია თუ არა 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ამ თანხის აღდგენა? 

2) 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ისევ გამოწერილი დღგ-ის 10% უნდა აღვადგინო? 

3) თუ მომავალში პროპორცია გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? და ზრდა აუცილებლად უნდა იყოს ამ ა/ფაქტურის გამოწერის პერიოდში არსებულ 67%-იან პროპორციასთან შედარებით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: `საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ~ საქართველოს კანონის მიხედვით, პროვაიდერ სს `ოპპა~-სა და აგენტ/(ქვეაგენტ) შპს X-ს შორის დადებული ხელშეკრულებების პაკეტი ითვალისწინებს: ამ უკანასკნელისათვის გადახდების მიღების უფლების/აგენტის სტატუსის მინიჭებას, რომლის შესაბამისად აგენტი ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.2 პუნქტის საფუძველზე საკუთარი ან პროვაიდერის პროგრამული უზრუნველყოფით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, პროვაიდერის სახელით იღებს გადახდებს კლიენტებისაგან/გადამხდელებისაგან მიმღების სასარგებლოდ. აგენტი ვალდებულია მიღებულ/მისაღებ გადახდებზე მოახდინოს პროვაიდერთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
 
აგენტის სტატუსის გააქტიურება და უფლებამოსილების ფარგლები ასევე ითვალისწინებს აგენტის უფლებას გადახდები გადასცეს სხვა მეწარმე სუბიექტს/ქვეაგენტს. 

ხელშეკრულება განსაზღვრავს გადახდების ჩამონათვალს, აგენტის კუთვნილი საკომისიოს ანაზღაურების ოდენობას და წესს. აგენტი ვალდებულია წარუდგინოს პროვაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მასზე და მასთან დაკავშირებულ ქვეაგენტებზე. 

აგენტის კუთვნილი საკომისიო შეადგენს, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ტერმინალების საშუალებით, პროვაიდერის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებისაგან `ოპპას~ მიერ მიღებული საკომისიოს (იმ საბანკო ან/და შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების ხარჯების გამოკლებით, რომელიც დაკავშირებულია გადახდების შესრულებასთან) 80%-ს, რომელსაც `ოპპა~ ურიცხავს აგენტს. 

ხელშეკრულების პაკეტი ასევე ითვალისწინებს: ფეიბოქსის ფეილაინის ვებ-გვერდის (www.paybox.ge) და აპლიკაციის ტექნიკური მახასიათებლების და ტრანზაქციის განხორციელების პროცესის ეტაპების ნუსხას. აქედან გამომდინარე, საიტზე/აპლიკაციაში (www.paybox.ge/Paybox Application) გადახდა ხორციელდება ორი მეთოდით: 1 - ბარათით; 2 - ბალანსით. 

კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 

1) აგენტის და ქვეაგენტის საქმიანობა სტატისტიკურ საქმიანობათა ჩამონათვალიდან რომელ კოდს შეესაბამება? 

2) საგადასახადო კუთხით როგორ განიხილება დღგ-ის ჩათვლების, დღგ-ით დაბეგვრის საკითხები ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის: პროვაიდერი, აგენტი, ქვეაგენტი, როცა მათ შორის ხდება ტერმინალების, გადახდის აპარატების სათადარიგო ნაწილების, ინტერნეტ და სხვა საკომუნიკაციო კავშირების მიწოდებები? 

3) როგორ განვსაზღვრო მიღებულ საკომისიო შემოსავლებზე გაწეული ხარჯები, რომლიდანაც გამოვიყვან ფინანსურ მოგებას და როგორია ის აუცილებელი ბუღალტრული გატარებები, რომელსაც გამოვიყენებ ფინანსური ანგარიშგების საწარმოებლად (reportal.ge-სთვის)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს რეზიდენტმა შპს X-მა 2021 წლის ივნისში, 77342.56 EUR წინასწარი გადახდის საფუძველზე ლატვიის რეზიდენტი შპს Y-სგან შეიძინა კოსმეტიკური და ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები (22 დასახელება), მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. პროდუქციის (სმფ) თვითღირებულება ლარში დაფიქსირდა გადახდილი ავანსის კურსის შესაბამისად 1 EUR=3.8356 GEL. 

2022 წლის ოქტომბერში შპს Y-მა თანხმობა მოგვცა მცირევადიანი 12 დასახელების (3-6 თვე) საქონლის ნაშთის უკან (ლატვიაში) დაბრუნებაზე, ვადიან პროდუქციაზე ჩანაცვლების პირობით (შესაძლებელია ჩანაცვლება მოხდეს იმავე ბრენდის სხვა დასახელების პროდუქციით). 

2022 წლის 08 ნოემბერს შპს X-მა ექსპორტის რეჟიმის საშუალებით შპს Y-ს, DAP-რიგა მიწოდების პირობით, გაუგზავნა 12 დასახელების პროდუქცია საერთო ღირებულებით 33104.41 EUR. რადგან საქმე გვქონდა საქონლის უკან დაბრუნებასთან, ინვოისში დაფიქსირდა 2021 წლის ივნისის შესყიდვის ფასები ევროში (რა ფასშიც ვიყიდეთ, იმ ფასში დავაბრუნეთ). 

08.11.2022 წ. EUR კურსი შეადგენს 2.7304 ლარს. შემოსავლების სამსახურმა მოგვთხოვა აღნიშნული ექსპორტის რეალიზაციად აღიარება საგადასახადო მიზნებისთვის ანუ აღნიშნული ოპერაციის საბაჟო ღირებულება ნაჩვენებია 2022 წლის ნოემბრის დღგ-ის დეკლარაციაში, ბრუნვის სახით შესაბამის გრაფაში. 
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება: 

1) რას წარმოადგენს მარაგების უკან დაბრუნების შედეგად წარმოქმნილი უარყოფითი სხვაობა -ზარალს საოპერაციო საქმიანობიდან თუ კურსთაშორის სხვაობას? 

2) აღნიშნული ოპერაციით უნდა აღიარდეს მოთხოვნა მიმწოდებლის მიმართ (14**) თუ უარყოფითი ნიშნით ვალდებულება (31**)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია (შპს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში) ჩრდილოეთ მაკედონიაში დარეგისტრებული ფილიალის მეშვეობით ახორციელებდა იქ სამუშაოებს. 2022 წლის მანძილზე ჩვენმა შპს-მ ამ ფილიალიდან რამდენჯერმე მიიღო თანხები (გადმოირიცხა ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ფილიალის საბანკო ანგარიშიდან და ჩაირიცხა საქართველოში სათავო კომპანიის საბანკო ანგარიშზე). ეს თანხები არ დაბრუნდება ფილიალში და არც შპს-ს ჰქონია გადარიცხული ფილიალში რაიმე, რომ თანხის უკან დაბრუნება იყოს. შინაარსობრივად, მოგება გამოდის. 
გთხოვთ მოგვწეროთ, შპს-ის სათავო ოფისის აღრიცხვიანობის მიზნებისათვის, რა გატარებები შეიძლება გავუკეთოთ ამ მიღებულ თანხებს კონკრეტულად: დებეტში `ფული~, კრედიტში -რა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი რაიონული ქალაქიდან, ერთ-ერთი თანამშრომელი რეგულარულად დადიოდა თბილისში, შეიძენდა ხის პალეტს (ე.წ. `პადონს~) სადღაც ლილოსთან ახლოს და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან. მას ამ დღეს მივლინებაში ვუთვლიდით და ვუხდიდით 15 ლარს. ახლა, როდესაც გაიზარდა სამივლინებო ნორმა, 30 ლარი რომ გავუწეროთ მას დღიურ მივლინების ხარჯად, ხომ გვაქვს ამის უფლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.