ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №10(ოქტომბერი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს მმართველი პარტნიორი ფრიდონ ალშიბაია. 

კითხვა: შპს-ის მენეჯმენტი ძირითადი საშუალების შეკეთების ნებისმიერი ხარჯით ზრდის ამ აქტივის თვითღირებულებას. მხედველობაში იღებენ მხოლოდ შეკეთების თანხის ოდენობას და მათი პოზიციაა, რომ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა არის ასეთი. 

1) რამდენად სწორია და ხომ არ ეწინააღმდეგება სტანდარტების მიდგომას თვითღირებულების გაზრდა დიდი ღირებულების ნებისმიერი შეკეთების ხარჯით? 

2) რა შემთხვევაში უნდა მოხდეს რემონტის ხარჯების კაპიტალიზაცია? 
კომპანია მუშაობს სრული ფასს-ების მიხედვით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტ ფიზიკურ პირს `თიბისი კაპიტალი~ ობლიგაციებს სთავაზობს. ერთი წლის შემდეგ მიღებული სარგებლიდან, როგორც არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, მოუწევს თუ არა რაიმე გადასახადი საქართველოში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვაინტერესებს, ღვინის ქარხანაში ღვინის ლაბორატორიული მომსახურების ხარჯი ამ ღვინის თვითღირებულებაში თუ შეგვაქვს? გარეშე პირის მიერ ხდება ღვინის ლაბორატორიული შემოწმება შენახვის, ჩამოსხმის და წარმოების ეტაპზეც. აღრიცხვა-ანგარიშგებაში ვიყენებთ მსს ფასს-ს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენ (საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რეზიდენტი იურიდიული პირი და ევროპელი პარტნიორი ფიზიკური პირები) ვართ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული რამდენიმე შპს-ის მფლობელები. დირექტორი ყველა ამ კომპანიაში არის საქართველოს რეზიდენტი არაინდმეწარმე ფიზიკური პირი `გ~, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. აქციონერები დავპირდით მას, რომ კაპიტალის დაბრუნების შემდეგ `გ~-ს გადაეცემოდა ჩვენს კომპანიებში 10%-იანი წილი. ვინაიდან ჩადებულ კაპიტალს, დაბრუნების მაგივრად, ვამატებთ ხოლმე (პროექტის გაფართოების გამო), `გ~-ის მოტივაციის შესანარჩუნებლად გადავწყვიტეთ, არ დაველოთ კაპიტალის ამოღებას და უკვე დავაფიქსიროთ მისი პარტნიორული მონაწილეობა ჩვენს კომპანიებში. ამიტომ ვიფიქრეთ, უკეთესი იქნება გავანულოთ კაპიტალი და შემცირებული კაპიტალის თანხა დამფუძნებლების სესხად მივცეთ ამ კომპანიებს. ამ შემთხვევაში `გ~ შემოვიდოდა მოწილედ ნომინალში ნულოვან კომპანიაში და „საჩუქარი“ ნაკლებად იქნებოდა დასაბეგრი. ასევე, ამ ფორმით უფრო გასაგები იქნებოდა დაბანდებული თანხის ერთობლივად ყველა აქციონერის მიერ დაბრუნების პროცესი და შემდგომი მონაწილეობა დივიდენდების განაწილებაში. გვესმის, რომ `გ~-სთვის ფაქტობრივად მატერიალურად არაფერი იცვლება (გარდა „საჩუქრის“ შესაძლო დაბეგვრისა), მაგრამ ვფიქრობთ, ასეთი ცვლილება მისთვის ფსიქოლოგიურად სასარგებლო იქნება. 

წილები საკუთრებაში აქციონერებს 2 წელზე მეტი აქვთ და მათ ალბათ არ ემუქრებათ დაბეგვრა ამ წილების გაყიდვის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში აქციონერები არც იღებენ შემოსავალს, პირიქით, გასცემენ წილს უფასოდ. უნდა დაიბეგროს თუ არა `გ~ როგორც შემოსავლის მიმღები? არის თუ არა პრაქტიკაში ამგვარ გარიგებებზე არამეწარმე ფიზიკური პირების საგადასახადო შემოწმებები? ყოველი შემთხვევისთვის, კაპიტალის განულების მეშვეობით დასაბეგრი თანხის შემცირების იდეა თუ არის გამართლებული? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს კომპანიას დაგეგმილი აქვს ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი კომპანიისთვის საახალწლო საჩუქრების გაგზავნა. ეს პარტნიორები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: 

-კომერციული პარტნიორები: ჩვენი კორპორაციული კლიენტები, რომელთაც ვუწევთ მომსახურებას, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომელთან ერთადაც ვქმნით ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს; 

- სხვა პარტნიორები, რომლებიც ჩვენს კომპანიას აწვდიან სხვადასხვა სახის მომსახურებას, მოწყობილობებს, საქონელს და ა.შ. 

საჩუქრები სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს და განსხვავებული იქნება მათი ფასიც. ზოგი მათგანი შეფუთული იქნება ბრენდირებული სტიკერებითაც. არცერთი ასეთი საჩუქრის მწარმოებელი ჩვენი კომპანია არ არის, ანუ ვიყიდით, ზოგიერთს შევფუთავთ და ისე გავაგზავნით. 

გვაქვს შემდეგი კითხვები: 

1) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები იურიდიულ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 

2) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები ფიზიკურ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით? 

3) საჩუქრის შინაარსზე და ფასზე თუ არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხი? ანუ, 50 ლარამდე ღირებულების საჩუქარს გავაგზავნით თუ 1000 ლარის, ამას აქვს მნიშვნელობა დაბეგვრის მიზნებისთვის? 

4) როგორია მიღებული საგადასახადო პრაქტიკა ამ საკითხებზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ასეთი სიტუაცია გვაქვს: 

- შემოსავლების სამსახურმა დანიშნა კამერალური შემოწმება; 

- შედგა შემოწმების აქტი. ეს აქტი გავასაჩივრეთ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში; 

- შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ერთი სადავო საკითხის გადაანგარიშება. იმავდროულად, მეორე სადავო საკითხზე გვითხრეს უარი. 

ვაპირებთ გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 

თუ შეგიძლია მოგვცეთ რჩევა, რა ფორმით ხდება ამ პროცესის წარმართვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2023 წლის აგვისტოს თვემდე ვთანამშრომლობდით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. აგვისტოს თვიდან პარკირების საკითხი გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს. 

პარკირების საფასურის გადახდა ხდება სააგენტოს ვებგვერდიდან. 

ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, `ცხელ ხაზზე~ სხვადასხვა პასუხი გაგვცეს: 

1. კერძო კომპანიებთან არ ფორმდება ხელშეკრულება, ნორმატიული აქტით არის დადგენილება მიღებული და მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც საკმარისია; 

2. განაცხადი უნდა გავაკეთოთ მყ.გოვ.გე-დან და გამოგვეგზავნება ელ. ხელშეკრულება; 

3. განაცხადი უნდა დავარეგისტრიროთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. 
თქვენ ხომ არ გაქვთ რამე პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.