ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №1(იანვარი), 2024
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს "ააფ ინტეგრითი"-ს დირექტორი ნიკოლოზ ედიბერიძე.

კითხვა: ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი კომპანიის საწყობში: ოქტომბერში შემოვიდა საქონელი ყუთით (1 ყუთი – 40 ცალი). საბაჟოდან ეს ყუთი მოიტანეს გახსნილი და დაზიანებული, მაგრამ საქონლის რაოდენობა დაზიანებულ ყუთში არ გადაუთვლიათ.

ახლა, დეკემბრის თვეში, საწყობში აღმოაჩინეს, რომ აღწერით აქვთ დანაკლისი. შეადგინეს შეუსაბამობის ოქმი შინაარსით, რომ ყუთი ოქტომბერში იყო დაზიანებული (ახლავს ფოტოსურათი) და საქონლის რაოდენობის დანაკლისი ამ ყუთში აღმოაჩინეს დეკემბერში.

ჩვენ როგორ მოვიქცეთ, დანაკლისი ვაღიაროთ ოქტომბერში თუ დეკემბერში, რომელია მართებული?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს შპს-ში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა ჩამოვწერეთ შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შედეგად, ანუ როგორც მანქანები ისინი აღარ გამოიყენება. შემდეგ ამ მანქანებზე რაც გამოსადეგი ნაწილები იყო, ზოგი გავყიდეთ, ხოლო ზოგი დავაყენეთ ისევ ჩვენს კუთვნილ სხვა ავტომანქანებზე, რომლებიც იყო მუშა მდგომარეობაში და გაუფუჭდათ ნაწილები.

ასეთი მანქანები, რომლებიც მოიხსნა რეგისტრაციიდან, არის 7 ცალი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულებაა 138000 ლარი. გვსურს მათი ჯართში ჩაბარება (ჯართის მიმღებ კომპანიაზე, ოფიციალური საბუთით) მინიმალურ თანხად. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რა საგადასახადო რისკის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: უცხოური ფარმაცევტული საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიერ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, დაგეგმილია ტრენინგი ქალაქგარეთ, რომელიც ეძღვნება ორ საქმიან თემას. ტრენინგში მონაწილეობს თითქმის მთელი გუნდი, საიდანაც ნაწილი ატარებს ტრენინგს, ხოლო დანარჩენები არიან მსმენელები.

ხარჯები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

1. სასტუმროში განთავსება;

2. საკონფერენციო ხარჯები;

3. კვება სასტუმროში (საუზმე+სადილი+ვახშამი);

4. მგზავრობა კომპანიის ავტომობილებით (ბენზინის ჩამოწერა მოხდება ამ მივლინებაზე).

იმის გამო, რომ კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო, სამივლინებო თანხის გაცემა (დღეში 30 ლარი) არ ხდება.

საკითხი ეხება ძირითადად კვების კომპონენტს დღგ-ის ნაწილში (საშემოსავლო ნაწილში გასაგებია, რომ 30 ლარზე ზემოთ უნდა დაიბეგროს), კერძოდ: ხომ არ წარმოშობს ეს ოპერაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისა და შესაბამისად დაბეგვრის საფუძველს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ახლად დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ჯერ არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, იანვარში საკუთრებაში უნდა გადმოიფორმოს ფიზიკური პირისგან მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდება მშენებლობა (დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდება) და აშენებული ფართის ნაწილი გადაეცემა მიწის სანაცვლოდ ამ ფიზიკურ პირს.  ამ დათქმებით, მიწის საკუთრებაში გადმოფორმება ხომ არ წარმოშობს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოვალეობას სამშენებლო კომპანიისთვის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2005 წლიდან მოყოლებული, გარკვეულმა იურიდიულმა პირებმა, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ვერ უზრუნველყვეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენ სასარგებლოდ წარმოეშვათ სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რის თაობაზეც მათთან წლების განმავლობაში გვქონდა სამართლებრივი დავები, წერილობითი მიმოწერები, სატელეფონო კომუნიკაცია და უშუალო შეხვედრები; ყოველწლიურად ფორმდებოდა ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტები და იყო დაპირებები ვალის უმოკლეს ვადაში დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროის განმავლობაში დებიტორულ დავალიანებაში მყოფი ზოგიერთი საწარმო ან გაკოტრდა, ან მატერიალური პასუხისმგებელი პირი სულაც გარდაიცვალა და საწარმო საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, ეს დავალიანებები ხანდაზმული და უიმედოა.

გთხოვთ გაგვიმარტოთ, აღნიშნული ხანდაზმული და უიმედო დებიტორული დავალიანებები შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ზოგიერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წლების წინ ჩვენი კომპანიისთვის გადახდილი აქვს გარკვეული რაოდენობის სამშენებლო მასალების ღირებულება, რომლებიც ფაქტიურად მიწოდებულია ჩვენგან, მაგრამ რადგან იმ დროისათვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების წარმოება არ ხდებოდა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საქმეში არ დევს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები. ამის გამო, მათ მიმართ გვაქვს დავალიანება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გთხოვთ გაგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა მოიხსნას ბალანსიდან ასეთი სახის კრედიტორული დავალიანება და თუ შეიძლება, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე და როგორ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ (რომელიც არ არის სალიზინგო კომპანია, ანუ კომპანიის გასულ წელს ამ სახით მიღებული შემოსავლები არ შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის 70%-ს) 2024 წლის იანვარში 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაყიდა ტრაქტორი ხუთწლიანი განვადების ხელშეკრულებით (ტექნიკა საკუთრებაში გადაეცა მყიდველს).

1. რა ბუღალტრული გატარებებია ამ დროს?

2. რა ღირებულება იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში?

3. დისკონტირების შემთხვევაში როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა?

4. რა შედეგი დადგება, თუ კლიენტმა დავალიანება სრულად დაფარა ორი ან სამი წლის შემდეგ?

5. რა განსხვავება დგება დაბეგვრის კუთხით ზემოთ აღწერილ მოცემულობასა და სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული იგივე ოპერაციის შემთხვევაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X-ს დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირისგან ნაქირავები ჰქონდა ფართი. ეს ფიზიკური პირი გარდაიცვალა 2023 წლის 29 დეკემბერს და დარჩა სამი შვილი, მეუღლეც გარდაცვლილია. იჯარა გრძელდება. გვაინტერესებს, სამკვიდროს აღებამდე ანგარიშ-ფაქტურა ვის მიერ უნდა იქნეს გამოწერილი და ანგარიშსწორება ვისთან უნდა მოხდეს? და სამკვიდროს აღების შემდეგ სამივე შვილი თუ იქნა თანაბარი მესაკუთრე, ამ შემთხვევაშიც როგორ ხდება ანგარიშფაქტურის გამოწერა/ანგარიშსწორება?

ასევე გვაინტერესებს 2023 წლის დეკემბრის თვის ანგარიშფაქტურა მთლიან თვეზე რომ გამოიწეროს, ვინაიდან 2 დღე იყო დარჩენილი, ჩათვლასთან დაკავშირებით რამე პრობლემა იქნება? თუ როგორ უნდა მოხდეს დეკემბრის თვის ანგარიშფაქტურის გამოწერა/ჩათვლა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანია (აკრედიტირებული უნივერსიტეტი), რომლის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, შესყიდვების თანხებიდან გამოყოფს დღგ-ს (ანუ, პირდაპირ 7-იანზე ატარებს ჩაუთვლელი დღგ-ის ხარჯს), მათ შორის ძირითადი საშუალებებიც ბალანსზე დასმულია დღგ-ის გარეშე.

ამ გზით ქონების გადასახადის შემცირება ხომ არ გამოდის?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ერთ-ერთმა მიმწოდებელმა ჩვენს მაღაზიებს (შპს-ის ბალანსზე რიცხულს) აჩუქა ჭიქები 267 ლარის ჯამური ღირებულებით (ზოგი ჩვეულებრივი ჭიქაა, ხოლო ზოგი - ვისკის ჭიქა). თითოეულის ფასი ძალიან დაბალია, სასაქონლო ზედნადების მიხედვით.

ეს საჩუქარია და ჩვენ როგორ ავსახოთ ბუღალტრულად, ჩამოვწეროთ თუ დავბეგროთ? ამ ზედნადებზე მიმწოდებელს ანგარიშ-ფაქტურაც არ გამოუწერია. ასეთი შემთხვევა პირველია ჩვენთვის. აღრიცხვას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფიზიკურ პირს, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი, სურს გააჩუქოს ორი კომერციული ფართი, რომელსაც ის იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში (გაქირავებულია).

ერთ-ერთ კომერციულ ფართზე, შესყიდვის დროს, მას ჩათვლილი აქვს დღგ, ხოლო მეორე - შესყიდულია დღგ-ის გარეშე და შესაბამისად, მასზე დღგ არც მთლიანად და არც ნაწილობრივ (მაგალითად, მასთან დაკავშირებულ რამე მომსახურებაზე) ჩათვლილი არ არის.

როგორ დაიბეგრება ეს გაჩუქება დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით:

ა) თუ ის ამ ქონებას აჩუქებს ცოლს, რომელიც აქამდე არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას?

ბ) თუ ის ამ ქონებას აჩუქებს ძმას, რომელიც აქამდე არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ერთ-ერთ კლინიკას მივაწოდეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი. პროექტის ჯამური ღირებულება შედგებოდა დასაბეგრი და დაუბეგრავი მიწოდების ნაწილებისგან.

დასაბეგრ ნაწილებში შედიოდა მრტ-ის მონიტორი, მაგრამ რომ ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, ეს მონიტორი 90181300 კოდით საბაჟოზე არ დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსში გადავამოწმეთ და ეს მიწოდება მართლაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან, მაგრამ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ეგ არის ჩვეულებრივი მონიტორი/ტელევიზორი, სავარაუდოდ საბაჟოს შეცდომაა და ხომ არ სჯობს დავბეგროთ მისი მიწოდება დღგ-თო.

ინვოისშიც მითითებულია იგივე კოდი, რაც იმპორტის საბაჟო დეკლარაციაში. როგორ მოვიქცეთ ჩვენ, დავბეგროთ მიწოდება დღგ-ით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.