ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №2(თებერვალი), 2024
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერები: ფარნაოზ წულაია და გოგა ფარასტაშვილი. 

კითხვა: როდესაც შვილობილი შპს მოგებას უნაწილებს სათავო კომპანიას (ასევე შპს-ს), შვილობილმა კომპანიამ ინფორმაციის მიზნით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ეს სად უნდა აჩვენოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის დამფუძნებელი არამეწარმე ფიზიკური პირი თავისი პირადი მანქანით არიგებს მაღაზიებში პროდუქციას და მათ ნაწილს სახლში ასაწყობებს. ფპ-სა და შპს-ს უსასყიდლო იჯარის გაფორმებას აზრი აქვს ავტომობილსა და სახლის ფართზე? სულ რომ არაფერი გავაკეთოთ, რამე პრობლემაა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორს სურს, რომ მაღაზიებში რაღაც პროდუქტებზე რეალიზაცია მოახდინოს თვითღირებულებაზე იაფად ან თვითღირებულებით. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 4-5 თვე, როგორც თვითონ ამბობს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ უნდა `ფულის გაცოცხლება~ და ასევე ხალხის მოზიდვა. 

რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? მე როგორც ვიცი, ამაზე შიდა ბრძანება უნდა გაკეთდეს და დასაბუთდეს, რატომ კეთდება ასე. დაბეგვრის კუთხით დაიბეგრება ისე, რა ფასშიც გაიყიდება, ამაზე რამე სადავო ხომ არ იქნება შემოსავლების სამსახურისგან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელი შპს უცხოეთიდან, არარეზიდენტი მიმწოდებლისგან იღებს იმპორტულ საქონელს. არის შემთხვევები, როცა მიღებული იმპორტული საქონლის ღირებულებას ვუხდით არარეზიდენტი მიმწოდებლის წარმომადგენელს თბილისში (რადგან არარეზიდენტი მიმწოდებლის ქვეყანაში ფულის საბანკო გადარიცხვა აკრძალულია). მიღებულ იმპორტულ საქონელზე გვაქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია: ინვოისი, იმპორტის საბაჟო დეკლარაცია განბაჟებულ საქონელზე, მიმწოდებლის სალაროს შემოსავლის ორდერი. ყოველთვიურად ყოველ მიღებულ საქონელზე იწერება სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი დავალიანების სრულად გადახდის თაობაზე, ორივე მხარის ბეჭდებითა და დირექტორების ხელმოწერებით დამოწმებული. 

იმ შემთხვევაში, თუ შპს-ის დირექტორმა ხელით წაიღო ნაღდი ფული უცხოეთში არარეზიდენტი მიმწოდებლის კრედიტორული დავალიანების დასაფარად, დამატებით კიდევ გვაქვს საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა. 

წლის ბოლოს ასევე ვადგენთ შედარების აქტს დავალიანების შესახებ, დამოწმებულს ორივე მხარის ბეჭდებითა და ხელმოწერებით. 

ჩაითვლება თუ არა კრედიტორული დავალიანების დაფარვა ამ სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე სრულად ანაზღაურებულად? გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად სწორად ვაკეთებთ ყოველივე ამას. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამშენებლო კომპანიასთან გვაქვს ბარტერული ოპერაცია. აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად ჩვენ გადავეცით მიწა და მიწის სანაცვლოდ დეველოპერულმა კომპანიამ ჩაგვირიცხა ნაწილი თანხის და ნაწილი ფართების სახით გადმოგვცა. ეს ფართები ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული და კომუნიკაციებიც არ არის დასრულებული. მიწის საბალანსო ღირებულება შეადგენს 2677040 ლარს (01.01.2018 წელს არის გადაფასებული). 

2023 წლის ივნისის თვეში მოხდა მიწის აღნაგობის გაუქმება და მიწა გადავიდა დეველოპერული კომპანიის საკუთრებაში (ახალი ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 24 ივნისს მოხდა მიწის ღირებულების დადგენა და გასაყიდი ფართების თვითღირებულებაც განისაზღვრა ამ ღირებულებით). მიწა შეფასდა -2657896 ლარის ოდენობით. დეველოპერის მიერ ჩარიცხული თანხა შეადგენს -1274804 ლარს. 

კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 

1. როგორი გატარებით მოხდება მიწის გადაცემის შემდეგ საბალანსო ღირებულების 2677040 ლარის ჩამოწერა? 

2. რა თანხით განისაზღვრება 1 მ2 ფართის ღირებულება? ჩარიცხულ თანხას -1274804 ლარს დაემატება შეფასებული მიწის 2657896 ლარი, თუ მხოლოდ შეფასებული მიწის ღირებულება იანგარიშება? თუ ასეა -ამ ჩარიცხული თანხის კვალიფიკაცია როგორ განვსაზღვროთ? 

3. აღნაგობის გაუქმების დროს, დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენოთ მიწის მიწოდება? და თუ კი, რა თანხა უნდა ვაჩვენოთ დეკლარაციაში? 

4. ეს გადმოცემული ფართები ჩვენთვის არის გასაყიდი საქონელი. ჩვენ შეიძლება გავყიდოთ ფართები მყიდველისგან თანხის სრული ჩარიცხვით და ასევე შიდა განვადებით (2 წელზე გათვლით). რა დროს დადგება ჩვენთვის დღგ-ის გადახდის ვალდებულება (ჩარიცხული ავანსების გარდა), თუ სრულად ვერ იხდის მყიდველი თანხას, ჯერ კომუნიკაციები არ არის დასრულებული და ექსპლუატაციაშიც არ არის მიღებული შენობა? თუ ექსპლუატაციაში შევა და მყიდველს კიდევ აქვს დასაფარი ბინის ღირებულება, ამ შემთხვევაში სრულად დაბეგვრის ვალდებულება დაუდგება კომპანიას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2021 წელს მოიჯარემ ჩვენს საწარმოს ჩაურიცხა იჯარის ბოლო ორი თვის ავანსი ეროვნული ბანკის კურსით (2*3810 $*3.2547=24800.81 ლარი) და გამოვუწერეთ ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. ეს მოიჯარე 2024 წლის 1 მარტიდან გადის დაქირავებული ფართიდან და იანვარ-თებერვალში უნდა ჩავუთვალოთ ეს ავანსად გადახდილი იჯარის თანხა. 

დავაზუსტებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: 2022 წლის მაისამდე მას ჰქონდა იჯარის საფასური თვეში 3810 $ გადასახდელი, ხოლო 2022 წლის ივნისიდან გახდა 4762.50 $. ანუ მისგან 2021 წელს მიღებული ავანსი არ ფარავს ბოლო 2 თვის იჯარის თანხას, რაც არის 4762.50*2=9525 $-ის ეკვივალენტი ლარში (იჯარის საფასური 2024 წლის იანვარში არის 4762.50 $ და თებერვალშიც არის 4762.50 $). 

რომელი კურსის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ იანვრის (და შემდგომ თებერვლის) იჯარა -3.2547 (ავანსის ჩარიცხვის კურსი) თუ 2.6827 (იანვრის ბოლო დღის ეროვნული ბანკის კურსი)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმომ თანამშრომლების სარგებლად აღიარა ფპ-ისთვის ანაზღაურებული მომსახურება, რომელიც სავალდებულო საპენსიო სადაზღვევო შენატანით არის დაბეგრილი. სარგებლის თანხა საპენსიო სადაზღვევო შენატანის გარეშე (2%+2%) უნდა იქნას აღიარებული, თუ მისი ჩათვლით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის განაცემთა ინფორმაციაში მითითებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აქ რა ინფორმაცია უნდა ავსახოთ, აჭარაში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი თუ აჭარის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების კუთვნილი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწარმოს თანამშრომელზე გაცემული ჰქონდა პროცენტიანი სესხი. სესხის ძირი თანხა დაფარა, პროცენტის -გადასახდელი დარჩა. რომ ჩამოვაწეროთ (ვაპატიოთ) პროცენტის თანხა, დაიბეგრება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თეატრალურმა დაწესებულებამ გაუხსნა ე.წ. `ვარსკვლავები~ მის რამდენიმე ღვაწლმოსილ მუშაკს ამ დაწესებულებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია (თეატრალურ დაწესებულებას არ ეკუთვნის). დანახარჯები ჩვენმა დაწესებულებამ გაწია, თითოეული ასეთი ვარსკვლავის გახსნა რამდენიმე ათასი ლარი ჯდება. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს დანახარჯები -ძირითადი საშუალებაა, არამატერიალური აქტივია თუ რა? აქვს თუ არა მნიშვნელობა პასუხისთვის, ბუღალტრული აღრიცხვისთვის მსს ფასს-ს გამოვიყენებთ თუ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.