ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №248 - №5(257), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №247 

მოძებნეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამი არ იცვლება ამ რიცხვის ნებისმიერ, 0-ისგან განსხვავებულ ციფრზე გამრავლებით. 

ამოცანის ამოხსნა 

შევნიშნოთ, რომ ნებისმიერი რიცხვის ციფრთა ჯამი 9-ზე გაყოფისას იგივე ნაშთს გვაძლევს, რასაც თვითონ ეს რიცხვი. შესაბამისად, მოცემულ პირობას დააკმაყოფილებენ მხოლოდ ის რიცხვები, რომლებიც უნაშთოდ იყოფიან 9-ზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, 0-ისგან განსხვავებულ ციფრებზე გამრავლებით მივიღებთ სხვადასხვა ნაშთებს 9-ზე გაყოფისას). მარტივი გადარჩევით შეგვიძლია ვიპოვოთ ორნიშნა რიცხვები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამოცანის პირობას: 18, 45, 90 და 99. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა. 

მორიგი ამოცანა №248

ხვიჩა და გოჩა თამაშობენ შემდეგ თამაშს: ისინი მორიგეობით სვამენ ეტლებს საჭადრაკო დაფაზე ისე, რომ ეტლებს არ შეეძლოთ ერთმანეთის მოკვლა. წაგებულია ის მოთამაშე, ვინც ვერ შეძლებს ეტლის ამ პრინციპით დასმას. თამაშს იწყებს ხვიჩა. ვინ მოიგებს სწორი თამაშის შემთხვევაში? პასუხი დაასაბუთეთ. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";
 
4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია