ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №249 - №6(258), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №248  

ხვიჩა და გოჩა თამაშობენ შემდეგ თამაშს: ისინი მორიგეობით სვამენ ეტლებს საჭადრაკო დაფაზე ისე, რომ ეტლებს არ შეეძლოთ ერთმანეთის მოკვლა. წაგებულია ის მოთამაშე, ვინც ვერ შეძლებს ეტლის ამ პრინციპით დასმას. თამაშს იწყებს ხვიჩა. ვინ მოიგებს სწორი თამაშის შემთხვევაში? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ საჭადრაკო დაფას აქვს 8 ვერტიკალი და 8 ჰორიზონტალი. როდესაც რომელიმე ეტლი მოხვდება გარკვეულ უჯრაზე, სხვა ეტლი ვერ დაიკავებს იმ უჯრის შემცველი ჰორიზონტალიდან და ვერტიკალიდან ვერცერთ უჯრას. ანუ, ყოველი ეტლი `აუქმებს~ ზუსტად ერთ ჰორიზონტალს და ზუსტად ერთ ვერტიკალს. შემდეგი ეტლის დასმა კი შესაძლებელია ნებისმიერ უჯრაზე, რომელსაც არ შეიცავს რომელიმე უკვე გაუქმებული ჰორიზონტალი ან ვერტიკალი. ვინაიდან ჰორიზონტალებისა და ვერტიკალების რაოდენობა ლუწი რიცხვია, სწორი თამაშის შემთხვევაში მოიგებს გოჩა. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი (ზედიზედ მეორედ) დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა. 

მორიგი ამოცანა №249  

დავუშვათ, დაფაზე წერია რიცხვი 82021. თავდაპირველად, ვანგარიშობთ ამ რიცხვის ციფრთა ჯამს და ვწერთ დაფაზე. შემდეგ, ყოველ ჯერზე ვანგარიშობთ და ვწერთ წინა მიღებული რიცხვის ციფრთა ჯამს მანამ, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ ციფრს (ერთნიშნა რიცხვი). რისი ტოლია ეს ციფრი? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

ფრიდონ ალშიბაია