ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №250 - №7(259), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ‑მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №249

დავუშვათ, დაფაზე წერია რიცხვი 82021. თავდაპირველად, ვანგარიშობთ ამ რიცხვის ციფრთა ჯამს და ვწერთ დაფაზე. შემდეგ, ყოველ ჯერზე ვანგარიშობთ და ვწერთ წინა მიღებული რიცხვის ციფრთა ჯამს მანამ, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ ციფრს (ერთნიშნა რიცხვი). რისი ტოლია ეს ციფრი?

ამოცანის ამოხსნა

როგორც ვიცით, ნებისმიერი მთელი რიცხვი ცხრაზე გაყოფისას იგივე ნაშთს გვაძლევს, რასაც მისი ციფრთა ჯამი. შესაბამისად, საბოლოოდ მივიღებთ იმ ციფრს, რაც არის თავდაპირველი რიცხვის 9-ზე გაყოფისას ნაშთი. 

შევნიშნოთ, რომ 82021=(9–1)2021, შესაბამისად, მოცემული რიცხვის 9-ზე გაყოფისას ნაშთი იქნება იგივე, რაც (–1)2021-ის 9-ზე გაყოფისას ნაშთი, ანუ –1-ის ტოლი. –1 ნაშთი ცხრაზე გაყოფისას იგივეა, რაც ნაშთი 8. გამოდის, რომ რიცხვი 82021 9-ზე გაყოფისას ნაშთს გვაძლევს 8-ს. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ დაფაზე მივიღებთ 8-ს.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა №250

ხვიჩა და გოჩა თამაშობენ შემდეგ თამაშს: საჭადრაკო დაფაზე, a1 უჯრაზე დგას ეტლი. მოთამაშეებს შეუძლიათ ეტლის გადაადგილება ან ჰორიზონტალურად მარჯვნივ, ან ვერტიკალურად ზემოთ. პირველი, რომელიც დასვამს ეტლს h8 უჯრაზე, არის გამარჯვებული. თამაშს იწყებს ხვიჩა. რომელი მათგანი მოიგებს სწორი თამაშის შემთხვევაში? პასუხი დაასაბუთეთ.

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ‑-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";
 
2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან";

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59‑-02‑-75 ან (579) 30‑-27‑-27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით _ palshibaia@tsodnisa.ge.

ფრიდონ ალშიბაია