ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №251 - №8(260), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ‑მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №250

ხვიჩა და გოჩა თამაშობენ შემდეგ თამაშს: საჭადრაკო დაფაზე, ა1 უჯრაზე დგას ეტლი. მოთამაშეებს შეუძლიათ ეტლის გადაადგილება ან ჰორიზონტალურად მარჯვნივ, ან ვერტიკალურად ზემოთ. პირველი, რომელიც დასვამს ეტლს ჰ8 უჯრაზე, არის გამარჯვებული. თამაშს იწყებს ხვიჩა. რომელი მათგანი მოიგებს სწორი თამაშის შემთხვევაში? პასუხი დაასაბუთეთ.

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ, როგორი სვლაც არ უნდა გააკეთოს ხვიჩამ, გოჩა ყოველთვის შეძლებს მომდევნო სვლაზე ეტლის დასმას a1 - h8 დიაგონალზე. თანაც, ამ სვლებით ეტლი ყოველთვის მიუახლოვდება დიაგონალის ბოლოს, h8 უჯრას. შესაბამისად, ამ სტრატეგიით, რამოდენიმე სვლაში აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც გოჩა დასვამს ეტლს h8 უჯრაზე.
 
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა №251

რომელია მეტი: 2100+3100 თუ 4100?

პასუხი დაასაბუთეთ.

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ‑ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან";

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59‑02‑75 ან (579) 30‑27‑27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palsibaia@tsodnisa.ge.

ფრიდონ ალშიბაია