ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №252 - №9(261), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისათვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ‑მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #251

რომელია მეტი: 2100+3100 თუ 4100? პასუხი დაასაბუთეთ.

ამოცანის ამოხსნა
     

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა #252

პეტრე, პავლე და ივანე თამაშობენ მაგიდის ჩოგბურთს შემდეგნაირად: წაგებული უთმობს რიგს მესამე მოთამაშეს, რომელიც თავის რიგს ელოდება. აღმოჩნდა, რომ დღის ბოლოს პეტრემ ითამაშა 10 პარტია, პავლემ – 21. რამდენი პარტია ითამაშა ივანემ? პასუხი დაასაბუთეთ.

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ‑ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან";

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59‑02‑75 ან (579) 30‑27‑27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge.

ფრიდონ ალშიბაია