ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №254 - №11(263), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №253  

იპოვეთ ერთი ისეთი ოთხნიშნა რიცხვი მაინც, რომელსაც აქვს შემდეგი თვისება: თუ ამ რიცხვის ციფრთა ჯამს გავამრავლებთ ამავე რიცხვის ციფრთა ნამრავლზე, მივიღებთ 3990-ს. 

ამოცანის ამოხსნა  

3990 დავშალოთ მარტივ მამრავლებად: 3990=2 x 3 x 5 x 7 x 19. უკანასკნელი ნამრავლი გადავწეროთ შემდეგნაირად: 1 x 6 x 5 x 7 x 19. შევნიშნოთ, რომ 1+6+5+7=19. აქედან გამომდინარე, 1, 6, 5, 7 ციფრებით შემდგარი ყველა ოთხნიშნა, რიცხვი გამოსადეგია, მაგალითად 1567.
 
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №254
  
დაადგინეთ კანონზომიერება შემდეგ მიმდევრობაში და დაწერეთ მომდევნო რიცხვი: 

5; 7; 15; 26; ... 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

ფრიდონ ალშიბაია