ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №257 - №2(266), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №256 

ერთ დღეს ხვიჩამ უყურა „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ვერსიის ჩანაწერს. დაწყებამდე გოჩამ მას ანგარიში უთხრა, თუმცა არ უთხრა ვინ გაიმარჯვა: მოაზროვნეებმა თუ ტელემაყურებლებმა. მერვე რაუნდის შედეგის გაგების შემდეგ ხვიჩას შეეძლო უკვე ეთქვა თითოეული მომდევნო რაუნდის შედეგი, იქამდე – არ შეეძლო. 

რა ანგარიშით დასრულდა თამაში? თამაში 6 ქულამდეა. ყოველ რაუნდში, კითხვის გამოცნობის შემთხვევაში 1 ქულა ეწერებათ მოაზროვნეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში – ტელემაყურებლებს. 

პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა 

შევნიშნოთ, რომ მე-8 რაუნდის შემდეგ ანგარიში უნდა იყოს 5:3 ან 4:4. ცხადია, 4:4 ანგარიში არ აკმაყოფილებს პირობას (რა ანგარიშიც არ უნდა ეთქვა გოჩას დაწყებამდე, ხვიჩა ვერ გამოიცნობდა, თუ რომელმა მხარემ მოიგო 4:4-ის მერე ყოველი მომდევნო რაუნდი). ზოგადად, მერვე რაუნდის შემდეგ ანგარიში 5:3-ის შემთხვევაში თამაში შეიძლება დამთავრდეს: 6:4, 6:3, 6:5, 5:6 (ამ ანგარიშებში პირველ ადგილას წერია იმ მხარის ანგარიში, რომელიც იგებდა მე-8 რაუნდის შემდეგ). შევნიშნოთ, რომ თამაში ვერ დამთავრდებოდა 6:5 (ან იგივეა 5:6) ანგარიშით, რადგან ხვიჩასთვის შეუძლებელი იყო გამოეცნო ბოლო რაუნდის შედეგი – ის გამოიცნობდა მე-9 და მე-10 რაუნდის შედეგებს (მხარეს, რომელიც აგებდა უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში), მაგრამ ვერ გამოიცნობდა მე-11 რაუნდის შედეგს, ვინაიდან მას ეცოდინებოდა რომ თამაში დამთავრდა 6:5 ანგარიშით, მაგრამ არ ეცოდინებოდა, თუ რომელმა მხარემ მოიგო. დაგვრჩა ორი ანგარიში: 6:4 და 6:3. ვაჩვენოთ, რომ თამაში ვერ დამთავრდებოდა ვერც 6:3 ანგარიშით. რადგანაც მე-8 რაუნდის შემდეგ ანგარიში იყო 5:3, მე-7 რაუნდის შემდეგ ანგარიში შეიძლება ყოფილიყო 5:2 ან 4:3. ამ შემთხვევაში, ხვიჩა შეძლებდა არათუ მე-8, არამედ მე-7 რაუნდის შემდეგ გამოეცნო ყოველი მომდევნო რაუნდის შედეგი, რაც ეწინააღმდეგება ამოცანის პირობას (როგორც პირობაშია მოცემული, მე-8 რაუნდის ბოლომდე, ყოველი შემდეგი რაუნდის შედეგის გამოცნობა ხვიჩას არ შეეძლო). ბოლო შემთხვევაში, თუ თამაში დამთავრდა ანგარიშით 6:4, მე-8 რაუნდში დაფიქსირებული 5:3 ანგარიშის შემდეგ, ცხადია, რომ მე-9 რაუნდი უნდა მოეგო 3 ქულიან მხარეს და მე-10 რაუნდი 5 ქულიან მხარეს – ამის გამოცნობა ხვიჩას შეეძლო. 

ასეთ შემთხვევაში, უნდა ვაჩვენოთ ასევე, რომ ხვიჩას ანალოგიური პროგნოზის გაკეთება არ შეეძლო უფრო ადრე. მართლაც, თუ მე-7 რაუნდის შემდეგ ანგარიში იქნებოდა 4:3 და ხვიჩამ იცის, რომ თამაში 6:4 (ან 4:6) დამთავრდა, ის ვერ გამოიცნობს, რომელმა მხარემ მოიგო მე-8 რაუნდი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ თამაში დამთავრდა ანგარიშით 6:4. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №257 

საკმარისად დიდი ზომის ჭიქებში ასხია ერთნაირი რაოდენობის წყალი. ერთ გადასხმაზე, ნებისმიერ ჭიქაში შეიძლება გადავასხათ ზუსტად იმ რაოდენობის წყალი, რა რაოდენობაც არის ამ უკანასკნელში. გადასხმების სასრული რაოდენობის შემდეგ, მთელი წყალი ჩაასხეს ერთ ჭიქაში. სულ რამდენი გადასხმა გაკეთდა და რა არის ზუსტი რაოდენობა ჭიქებისა, თუ გეტყვით, რომ მათი რაოდენობა არის 20-იდან 60-მდე? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია