ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და ცვლილებები საქართველოს საფინანსო ბაზარზე - №2(266), 2022
უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ცივილიზებული სამყარო რუსეთის მიმართ სანქციებს სანქციებზე აწესებს. შედეგად რუსული ეკონომიკა დაღმართზე დიდი სისწრაფით ეშვება - რუბლი გაუფასურდა, საფონდო ბირჟები დახურულია, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები კი ახლო მომავალში ქვეყანას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ. 

რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გავლენა საქართველოს საფინანსო ბაზარზეც მოახდინა. უმსხვილესი რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანია საქართველოში „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ ნაწილებად დაიშალა. მისი საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელები „ბაზის ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ გაიყვეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, „ვითიბი ბანკს“ ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის გაუქმებაზე არ მიუმართავს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის მკაცრი სანქციების პაკეტის გამოცემის შესახებ განცხადება 24 თებერვალს გააკეთა. შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის ცამეტ უმსხვილეს კომპანიას, მათ შორის „ვითიბი ბანკსაც“, რაც გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას. ბაიდენის განცხადებით, ბანკები, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ჯამში 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ.
 
„ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას გააკეთოს ბიზნესი დოლარებში, ევროში, ფუნტებსა და იენებში, რაც გლობალური ეკონომიკის ნაწილად ყოფნისთვისაა საჭირო. ჩვენ დამატებით ვბლოკავთ 4 მსხვილ ბანკს, ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რაც აშშ-ში აქვთ, გაიყინება. ეს მოიცავს „ვითიბი ბანკს“, რუსეთში მეორე ყველაზე დიდ ბანკს“, _ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. 
გარდა ამერიკისა, რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს. 

სანქციებამდე, „ვითიბი ბანკის“ შვილობილი „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი იყო. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ ქართველ მომხმარებელში გარკვეული პანიკა გამოიწვია, მათ ბანკის სადეპოზიტო ანგარიშებიდან თანხის გამოტანა დაიწყეს. სებ-მა (ეროვნულმა ბანკმა) დაუყოვნებლივ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მასთან ერთად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა და იგი სანქციებს მომზადებული შეხვდა. ამასთანავე, ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები დეპოზიტარების დასაცავად, სები მზად იყო ვითიბი ბანკი შესაბამისი რესურსით უზრუნველყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ჰქონდა 410 მილიონი ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატებოდა 110 მილიონი ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა სრულად დაეფარა კლიენტების ვალდებულებები. 

ამ განცხადების შემდეგ, 27 თებერვლის კვირა საღამოს, ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზუსტად ორ დღეში (შაბათ-კვირას) შედგა უმსხვილესი გარიგება და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკური პირების სესხებისა და დეპოზიტების პორტფელი „ბაზის ბანკმა~ შეიძინა, საერთო ჯამში 1,1 მილიარდი ლარი, მათ შორის 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი და 500 მილიონი ლარის დეპოზიტი. გარიგების ღირებულება არ დასახელებულა. 

„უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესეს. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება „ბაზის ბანკი“. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“, _ განაცხადეს ეროვნულ ბანკში. 

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დანაწევრება გაგრძელდა. 3 მარტს, მისი მცირე და საშუალო ბიზნესის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა. რამდენიმე დღეში კი, 10 მარტს, „ვითიბის“ მსხვილი ბიზნესპორტფელის ნაწილიც „ბაზისბანკში“ გადაპორტირდა. 

„ფაქტობრივად, 3 დღეში მოვახერხეთ 200 000 ზე მეტი კლიენტის მიგრაცია და პორტირება „ბაზის ბანკში~. ვსაუბრობ, დაახლოებით, 600 მილიონის მოცულობის სესხებზე და 500 მილიონის დეპოზიტებზე. 200 000-ზე მეტ მომხმარებელს უკვე ვემსახურებით როგორც ჩვენი, ისე „ვითიბის~ ფილიალებში. ვიტოვებთ „ვითიბის~ ფილიალების ქსელს, რა თქმა უნდა, თავისი თანამშრომლებს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე დიდი აქტივია. დაახლოებით, 500 თანამშრომელი დაემატება ჩვენს გუნდს და ფილიალების ქსელი 37 გახდება. იყო ლოკაციები, სადაც ფილიალები ერთი და იგივე ადგილზე გვქონდა. მათი მოდიფიცირება მოხდება, მაგრამ თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ამ ფილიალებში, აბსოლუტურად ყველას შევინარჩუნებთ. იქმნება საკმაოდ ძლიერი, უფრო დიდი ბანკი. გვაქვს ამბიცია, უახლოეს მომავალში სამეულში მყარად დავიმკვიდროთ ადგილი და ამისთვის არ დავიშურებთ ძალებს“, _ განაცხადა მედიასთან „ბაზისბანკის~ კომერციულმა დირექტორმა გიგი გაბუნიამ. 

„ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ლიბერთი ბანკი" საკუთარ ფილიალებში უკვე ემსახურება. „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს გარიგება ბანკს პორტფელის დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 

„ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება გადმოიბაროს „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს შეუფერხებლად მუშაობაში. ამას გარდა, „ლიბერთი ბანკი“ აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ „ვითიბი ბანკის“ თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და შემოუერთდნენ „ლიბერთის“ პროფესიონალების გუნდს~, _ განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა. მომხმარებლები ახალ საბანკო ანგარიშებს მიიღებენ, რომლითაც საბანკო ოპერაციებს განახორციელებენ, ხოლო ნაშთები, პროდუქტების პირობები, ყველაფერი იგივე დარჩება. 

რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-ის სისტემიდანაც გააძევეს, ხოლო დამატებითი სანქციები დაწესდა ვჳშა და მასტერცარდ საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს, იქნება ეს თანხის განაღდება თუ ტრანზაქციები. სანქციებს ავტომატურად შეუერთდა საქართველოს საბანკო სექტორიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბარათების მფლობელები საბარათე სერვისს ვერც საქართველოს საბანკო სისტემაში მიიღებენ. საქართველოს საბანკო ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოში რუსული ბანკების ვჳშა და მასტერცარდ ბარათების მომსახურება შეჩერდა. 

რაც შეეხება SWIFT-ის სისტემას, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, შჭჳფთ-ის სისტემა საერთაშორისო გადარიცხვების განსახორციელებლად არ არის ერთადერთი გზა, შესაძლებელია მისი ალტერნატივის შექმნა, თუმცა SWIFT-ის გვერდის ავლით სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ურთიერთობისგან ყველა კომერციული ბანკი თავს შეიკავებს. 

„მიმდინარე დღეებში სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. საბანკო ასოციაციის სახელით აღვნიშნავთ, რომ ეს არის ტყუილი, იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. საქართველოში არსებული კომერციული ბანკები განუხრელად მოქმედებენ საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტებისა და სანქციების შესაბამისად. საბანკო სექტორი ქვეყნის ლიდერი სექტორია, წლების განმავლობაში, მისი სიძლიერის და მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი, სწორედ, საერთაშორისო ნორმების, პრაქტიკებსა და სტანდარტების განუხრელი დაცვაა. დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადეს საბანკო ასოციაციაში. 

თუმცა, საქართველოს ბაზარზე ამგვარი სანქციებით უკმაყოფილო კომპანია მაინც აღმოჩნდა... „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა მედიას განუცხადა, რომ მისთვის მთავარი ბილეთის გაყიდვა იყო, ხოლო ეს ბილეთი რა საშუალებით გაიყიდებოდა მას არ აინტერესებდა. უფრო მეტიც, თუკი შეუკვეთავდნენ, რუსეთიდან პირდაპირი რეისების შესრულებაზეც არ იტყოდა უარს. შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე რუსული გადახდის სისტემა Мир გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს. 

„თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს, სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს“, _ განაცხადა თამაზ გაიაშვილმა. 

ბუნებრივია, ამ განცხადებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ეროვნულმა ბანკმა კი კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები გადახდების სისტემების კომპანია Мир-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. 

უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც მისი შეფასებით შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევდეს. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ეს საგადახდო სისტემების კომპანია Мир, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აფხაზეთთანაც თანამშრომლობს და სამხრეთ ოსეთთანაც. 

„რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ეროვნულმა ბანკმა სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, - განაცხადეს სებ-ში. 

საზოგადოების პროტესტმა კი „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისთან გადაინაცვლა, კომპანიის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, იძულებული გახდა ახალი განმარტება გაეკეთებინა და საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „ბილეთების გაყიდვის ფასად“ სანქციების წინააღმდეგ აღარ წავიდოდა. 

„კიდევ ერთხელ გვინდა დარწმუნდეთ, რომ დღემდე არცერთი ჩვენი გადახდა არ განხორციელებულა Мир-ის მეშვეობით, ვინაიდან ავიაკომპანიას არ აქვს შეთანხმება ამ პროვაიდერთან. ჩვენთან გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ვჳშა-ს, მასტერცარდ და ამერიცან ეხპრესს ბარათებით, „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით. ჩვენს ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც მაგ.: Mastercard, VISA და Мир-ს, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, Mastercard და Amex). ჩვენ, 2021 წლის 15 დეკემბერს websky ინტერნეტ დაჯავშნის სისტემაზე გადავედით და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის ბჴგ-ის მეშვეობით. გარდა ამისა, გვსურს შეგახსენოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“, 2019 წლის ივლისიდან, პირდაპირ რეისებს რუსეთსა და საქართველოს შორის არ ახორციელებს“, _ წერია განცხადებაში. 

ასე რომ, რუსეთის სანქცირებულ საფინანსო სისტემასთან ურთიერთობა საქართველოს საბანკო სექტორსაც შეეზღუდა. ახლა საზოგადოების ყურადღება მიმართულია, რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები. პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა, გარდა იმისა, რომ რუბლი მკვეთრად უფასურდება. საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია ფიტცჰ-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონემდე C-მდე შეამცირა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მოსალოდნელი დეფოლტის ზონაშია. 

„საკრედიტო რეიტინგის C დონემდე ჩამოქვეითება ასახავს Fitch-ის მოლოდინებს, რომ რუსეთის მიერ სუვერენული დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. 
ამასთანავე, რუსეთის რეიტინგი დეფოლტის ზონამდე შეამცირეს Moody’s-მა და S&ჵ Global-მაც. სარეიტინგო სააგენტო S&ჵ-მ რუსეთის სუვერენული რეიტინგი „BB პლუსიდან“ „CCC მინუსამდე“ დაიყვანა. ეს მოასწავებს, რომ ქვეყნის გადახდისუნარიანობა საფრთხის წინაშეა. ამავდროულად, სააგენტო რეიტინგის კიდევ უფრო შემცირებას არ გამორიცხავს. აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს შეფასებით, რუსეთი დეფოლტს, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოაცხადებს ანუ ის ვეღარ შეძლებს ვალდებულებების მომსახურებას. 

მაკა ხარაზიშვილი