ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების 2014 წლის შედეგები - #3(183), 2015
შემცირებული სადაზღვევო პრემიის მიუხედავად, სადაზღვევო ინდუსტრია მოგებაზე გავიდა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა 2014 წლის სადაზღვევო ბაზრის წლიური შედეგები. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ჩანს, რომ სადაზღვევო ბაზარი კვლავ შემცირების გზას ადგას. მოზიდული პრემია 2014 წელს 302,640,671 ლარია, როცა 2013-ში 471,066,120 ლარი იყო, ხოლო 2012-ში კი 515,471,427 ლარი. ასე რომ ბაზრის შემცირების ტენდენცია გრძელდება, რაც პირველ რიგში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებითაა გამოწვეული. კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან სახელმწიფო პროგრამების გასვლამ მნიშვნელოვნად შეამცირა მოზიდული ჯამური პრემია. 2013 წელთან შედარებით შარშან მოზიდული ჯამური პრემია 55,65%-ით ნაკლებია. 

შემცირებულია ზარალების ანაზღაურების მაჩვენებელიც. 2013-ში თუ სადაზღვევო ინდუსტრიამ 387,610,085 ლარი აანაზღაურა, შარშან ზარალების დაფარვის მაჩვენებელმა 219,090,860 ლარი შეადგინა. ასე რომკომპანიების ანაზღაურებული ზარალი 43,47%-ით ნაკლებია. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით თუ ჯამური პრემია 8%-ით ნაკლები იყო, ზარალის ანაზღაურებაში 31%-ზე მეტი ჰქონდათ გადახდილი. წელს ეს დისბალანსი საგრძნობლად არის შემცირებული. 

აღსანიშნავია სადაზღვევო ბაზრისთვის გასული წლის მოგება-ზარალის მაჩვენებელიც. 2011, 2012 და 2013 წლები ინდუსტრიისთვის ზარალიანი გამოდგა, 2014 წელს კი გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 40,326,088 ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. 2013-ში ზარალი 3,282,765 ლარი, 2012-ში 7,293,168 ლარი, ხოლო 2011-ში კი 22,361,414 ლარი გახლდათ. ცხადია, ზარალმა გავლენა იქონია ცალკეულ კომპანიებზე და გასულ წლებში რამდენიმე მათგანი გაკოტრდა ან გაიყიდა კიდეც ამის გამო. 

გასულ წელს სადაზღვევო ბაზრისთვის მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები – 2013 წლის შედეგებისმიხედვით ლიდერმა კომპანია – „ალდაგი ბისიაიმ~ სტრატეგია შეცვალა და კომპანიის რეორგანიზაციით ბაზარზე რამდენიმე ბრენდით მუშაობა გაააქტიურა. დაზღვევის შედეგებშიც „ალდაგის~ ბრენდით ორი გრაფაა აღნიშნული: „ალდაგი (ძველი)~, რომელიც კომპანიის 2014 წლის 7 თვის შედეგებს მოიცავს; და „ალდაგი~, რომელიც უკვე რეორგანიზაციის შემდეგ არსებული კომპანიის შედეგებს აერთიანებს. „ალდაგის~ რეორგანიზაციამ ბაზრის ლიდერი კომპანიის შეცვლაც გამოიწვია. თუმცა, ეს ალბათ მხოლოდ ფორმალობაა, რადგან „ალდაგი~ ერთის ნაცვლად რამდენიმე პოზიციაზეა გადანაწილებული და ჯამში, მოზიდული პრემია კვლავ ამ კომპანიას აქვს ყველაზე მეტი. თუმცა, შედეგები ცალკეულ ბრენდებზეა გათვლილი და ამ მხრივ 2014 წლის მაჩვენებლებში კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი~ დაწინაურდა. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები

სანამ დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გამოქვენებულ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნობით, მანამდე სადაზღვევო ბაზარზე მომხდარ რამდენიმე სიახლეზე გავამახვილოთ ყურადღება. 

ერთ-ერთია „ალდაგში~ განხორციელებული რეორგანიზაცია. როგორც „ალდაგში~ განაცხადეს, კომპანიის სფეროებს კონკრეტული კომპანიები გადაიბარებენ. კერძოდ: ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე იმუშავებს სადაზღვევო კომპანია „იმედიL~, რომელიც 2012 წელს „ალდაგმა~ შეიძინა, ხოლო სამედიცინო კორპორაცია „ევექსი~ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით იმუშავებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი~.

„რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგება „იმედი L~-ის ბრენდით, რომელიც „ალდაგმა~ 2012 წლის მაისში შეიძინა. „იმედი L~ ბრენდის დაბრუნება ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა. რებრენდინგი ასევე განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს „ჩემი ოჯახის კლინიკას~ (794 საწოლი) და „უნიმედს~ (1,143 საწოლი). აღნიშნული კლინიკები იმუშავებენ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის~ სახელით, რომელიც 36 კლინიკას აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი~, „ალდაგისა~ და „იმედიL~-ისგან დამოუკიდებელ ბრენდს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია „ევექსის~ ძლიერ და დამოუკიდებელ ბრენდად წარმოჩენის მიზნით~, – განაცხადეს „ალდაგში~ გასული წლის ზაფხულში.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 16 კომპანია მონაწილეობდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის~ რეორგანიზაციამ გავლენა იქონია და ცხრილში „ალდაგი~ 2-ჯერ არის შეტანილი. აგრეთვე, კომპანიათა ჩამონათვალში დაბრუნდა „იმედი L~, რომელიც აგრეთვე „ალდაგის~ კუთვნილებაა და 2013 წელს „ალდაგთან~ იყო გაერთიანებული, 2014 წლიდან კი დამოუკიდებელი ბრენდით აგრძელებს საქმიანობას. 2014 წლის ცხრილში აღარ არის „არქიმედეს გლობალ ჯორჯია~, რომელიც 2013 წელს გაკოტრდა. 

2014 წლის ჩამონათვალს დაემატა ახალი მოთამაშე – სადაზღვევო კომპანია „კოპენბური~. კომპანია საქართველოს ბაზარზე შარშანდელი აგვისტოდან ოპერირებს. „კოპენბურის~ საიტზე მითითებულია, რომ კომპანიის პარტნიორია გერმანიის მოქალაქე ფრანიო ვიდიჩეკი. ასევე წერია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს არასიცოცხლის და არაჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. მიუხედავად საქართველოში საოპერაციო საქმიანობის მცირე დროისა, მომხმარებელთა სოლიდური ბაზა შექმნა როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. 

ინდივიდუალური დაზღვევის მსურველებს შეუძლიათ შეძინონ ავტომობილის ან ახალი საბურავის დაზღვევა, ხოლო კორპორატიულად შესაძლებელია ავტომობილის, ქონების, ტვირთების და პასუხისმგებლობის დაზღვევა (იხ. ცხრილი 1).

უნდა ითქვას, რომ ბაზრის ლიდერებისთვის და ცხრილში შუა პოზიციებზე მყოფი კომპანიებისთვის 2014 წელს მნიშვნელოვნად არის მოზიდული ჯამური პრემია შემცირებული. ზრდა აქვს მხოლო ოთხ კომპანიას. ესენია „პსპ სამედიცინო დაზღვევა~ (5,607 ლარი), „სტანდარტ დაზღვევა საქართველო~ (947,994 ლარი) და „კამარა~, რომელიც 2013 წელს მხოლოდ ბაზრის დაზვევრვით შემოიფარგლა და მისი მოზიდული პრემია 2013 წელს ნულის ტოლი იყო, 2014-ში კი 80,653 ლარის მოზიდვა შეძლო. 

როგორც ცხრილიდან ჩანს, მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია~. კომპანიამ 79,384,260 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც მთელი ბაზრის 26,23%-ს შეადგენს. ზარალის ანაზღაურებას 47,395,087 ლარი მოახმარა. წინა წელთან შედარებით ჯამური პრემია შემცირებულია 6%-ით, ხოლო ზარალის ანაზღაურება 18,31%-ით ნაკლებია. 

რთულია „ალდაგის~ მაჩვენებლების ზუსტად დათვლა და წინა წლის მაჩვენებელებთან შედარება. 2014 წელს კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და ცხრილში 2 გრაფაშია წარმოდგენილი. „ალდაგი ძველი~ – 7 თვის მონაცემებს აერთიანებს, ხოლო „ალდაგი~ დარჩენილი 5 თვის მონაცემებს. შარშანდელთან შედარებისას ასევე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ 2013 წელს „ალდაგი ბისიაის~ კუთვნილებაში მყოფი „იმედი L~ საერთო ბრენდის ქვეშ იყო, 2014 წლის მაჩვენებლებში კი ცალკე გამოყოფილი. ასე რომ, ორივე „ალდაგის~ მაჩვენებლებს თუ შევკრებთ, მოზიდულ ჯამურ პრემიას 93,528,064 ლარს მივიღებთ. ზარალის ანაზღაურებაზე კი კომპანიამ წლის მანძილზე 58,521,734 ლარი გასცა. 

ცხრილი 1. 2014 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით
     


2013 წელს „ალდაგის~ წილად ჯამური პრემია 143,297,063 ლარი იყო, ხოლო ზარალის ანაზღაურებაზე 104,022,193 ლარი მიმართა.

ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია „ირაო~ მოზიდული 28,115,988 ლარით და ბაზრის 9,29%-იანი წილით. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 25,051,530 ლარი მიმართა. 2013 წელთან შედარებით ჯამური პრემია შემცირებულია 39,77%-ით, ხოლო ზარალის ანაზღაურება 39,84%-ით ნაკლებია. 

მეხუთე პოზიციაზეა „არდი ჯგუფი~ მოზიდული 23,282,166 ლარით და ბაზარზე 7.69%-იანი წილით. ზარალის ანაზღაურებაზე გადახდილია 13,544,585 ლარი. კომპანიამ შეძლო 2013 წელთან შედარებით ჯამური პრემია გაეზარდა 5,23%-ით, ხოლო ზარალის დაფარვაზე ზრდა 34,6%-ს შეადგენს.

მეექვსე ადგილს იკავებს „აისი ჯგუფი~ მოზიდული 18,000,539 ლარით და ბაზარზე 5,95% წილით. კომპანიამ 2014 წელს 21,239,261 ლარი აანაზღაურა. წინა წელთან შედარებით ჯამური პრემია 58,8%-ით ნაკლებია, ხოლო ზარალის ანაზღაურებაში შემცირება 57,37%-ია.

მეშვიდე პოზიცია უკავია „უნისონს~ მოზიდული 14,293,328 ლარით და ბაზრის 4,72% წილით. ზარალისანაზღაურებაზე გადახდილია 4,096,351 ლარი. 2013 წელთან შედარებით ჯამური პრემია გაზრდილია 18,97%-ით, ხოლო ზარალის ანაზღაურება 230%-ით.

მერვე პოზიცია დაიკავა ცალკე ბრენდად დაბრუ  ნებულმა „იმედი L~-მა მოზიდული 11,065,214 ლარით და ბაზრის 3,66% წილით. გასულ წელს „იმედი L~-მა 15,769,291 ლარის ზარალი აანაზღაურა.

მეცხრე ადგილზეა „პსპ დაზღვევა~ მოზიდული 10,754,830 ლარით და ბაზრის 3.55% წილით. კომპანიამ შარშან 14,995,478 ლარი აანაზღაურა. 2013 წელთან შედარებით ჯამური პრემია მცირედ, 5,607 ლარით არის გაზრდილი, ხოლო ზარალის ანაზღაურებაში გაცილებით მეტია ზრდა და 39,5%-ს შეადგენს. 

მეათე პოზიციაზეა „ალფა~ მოზიდული 8,523,610 ლარით და ბაზარზე 2,82%-იანი წილით. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 11,928,363 ლარი გადაიხადა. წინა წელთან შედარებით ჯამური პრემია შემცირებულია 53%-ით, ხოლო ზარალის ანაზღაურებაში ასევე კლებაა 62,16%-ით.

მეთერთმეტე ადგილი დაიკავა „ქართუმ~ მოზიდული 5,831,746 ლარით და ბაზრის 1,93% წილით. გასულ წელს „ქართუმ~ 2,137,915 ლარის ზარალი დაფარა. 2013 წელთან შედარებით კომპანიის მოზიდული ჯამურიპრემია შემცირებულია 44,8%-ით, ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი კი 83,1%-ით ნაკლებია. საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჰოლდინგში შემავალი `დაზღვევის კომპანია ქართუ~, რომელსაც საკმაოდ სპეციფიკური კონტინგენტი ჰყავდა ხოლმე დაზღვეული და სადაზღვევო ბაზარზე მაინცდამაინც არ აქტიურობდა, ბოლო წლებში საკმაოდ გააქტიურდა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით ჯამური პრემიაც მეტი მოიზიდა და ზარალიც მეტი აანაზღაურა. შარშან კი ჯამური პრემიის მაჩვენებელმაც დაიკლო და კიდევ მეტად არის შემცირებული ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი.

მეთორმეტე ადგილზეა „სტანდარტ დაზღვევა საქართველო~ მოზიდული 5,383,045 ლარით და ბაზრის 1,78%-იანი წილით. კომპანიამ 1,896,548 ლარი აანაზღაურა. 2013 წელთან შედარებით მოზიდული პრემია გაზრდილია 21,37%-ით, ხოლო ზარალის ანაზღაურებაში ასევე მეტი გადაიხადა – წინა წელთან შედარებით დაფარული თანხა 150%-ს აჭარბებს.

მეცამეტე პოზიცია აქვს ბაზრის დებიუტანტს „კოპენბურს~ მოზიდული 2,291,958 ლარით, რაც ბაზრის 0,76%-ს შეესაბამება. კომპანიამ 239,265 ლარი აანაზღაურა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ მხოლოდ 5 თვეში მოასწრო ამ მაჩვენებლების მიღწევა, წესით, მომავალ სრულ წელს შედეგები უფრო უნდა გააუმჯობესოს.

მეთოთხმეტე პოზიციაზეა კომპანია „ტაო~ მოზიდული 2,105,271 ლარით და ბაზრის 0,7% წილით. კომპანიამ 2014 წელს 1,990,799 ლარი აანაზღაურა. 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული მოზიდული პრემიაც და ზარალის ანაზღაურებაც. პრემია შემცირებულია 65,96%-ით, ზარალის დაფარვის მაჩვენებელი კი 61,83%-ით.

მეთხუთმეტე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია „კამარა~, რომელიც 2013 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, მაგრამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. მოზიდული პრემია 80,653 ლარს არ აღემატება, ბაზრის წილიც ძალიან მცირეა და 0,03%-ს შეადგენს.

ცხრილში ბოლო, მეთექვსმეტე პოზიცია უკავია სადაზღვევო კომპანია ჩარტისის საქართველოს ფილიალს, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვან შემცირებას განიცდიდა და 2014 წლის მანძილზე აღარც სადაზღვევო პრემიის მოზიდვა ფიქსირდება და აღარც ზარალის ანაზღაურებაზე გადახდილი თანხა.

გადაზღვევა 2014 წელს

ტრადიციულად, წლევანდელი შედეგების მიმოხილვისას ვნახოთ როგორ შეიცვალა გადაზღვევის მაჩვენებელი სადაზღვევო კომპანიებისთვის. როგორც ცხრილიან ჩანს, 2014 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი გაზრდილია.

ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები 
     
   
ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2014 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)   
     


შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ მომუშავე კომპანიები ცდილობენ მეტი რისკები გადააზღვიონ, ვიდრე 2013 წელს. რაც შეეხება „ალდაგის~ მონაცემებს, ამ შემთხვევაშიც ზუსტი მაჩვენებლების გაკეთება შეუძლებელია, როცა წლევანდელი და შარშანდელი ციფრები უნდა შევადაროთ. 2014 წლის რეორგანიზაციამდე „ალდაგის~ მაჩვენებლები ერთად იყო თავმოყრილი, 2014 წელს კი გადანაწილებულია. 

დაზღვევის პოპულარულ სახეები

ბაზრის სტრუქტურა აბსოლუტურად უცვლელია. სადაზღვევო პროდუქტების პოპულარულ სახეობებში განლაგება უცვლელია მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ჯამური პრემია საკმაოდ არის შემცირებული წინა წელთან შედარებით. ეს შემცირება ძირითადად სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების შეჩერებამ გამოიწვია, შესაბამისად შემცირებულიასამედიცინო დაზღვევის წილი სხვა პროდუქტებთან მიმართებაში. 2013 წელს თუ სამედიცინო დაზღვევა მთლიან სახეობებში 72%-ზე მეტს იკავებდა, 2014 წელს სამედიცინო დაზღვევის წილი 43%-მდეა შემცირებული. 

მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, როდესაც სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები კერძო კომპანიებისთვის ფაქტობრივად დასრულდა, კორპორატიული დაზღვევის მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მხრივ მათ გარკვეული წარმატებები აქვთ და სახელმწიფო პროგრამების ჩამოშორების მიუხედავად საქმიანობას იმედიანად უყურებენ. ის, რომ სადაზღვევო ბიზნესისთვის მუშაობის საშუალება არსებობს, 2014 წლის მოგება-ზარალის მაჩვენებელიც ადასტურებს. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ სადაზღვევო ინდუსტრიამ გასული წელი წმინდა მოგებით დაასრულა. 

თემურ იობაშვილი