ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ექვსი ლიდერი სადაზღვევო კომპანიებს შორის - #4(28), 2002
ოფიციალური მონაცემები

მარტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა 2001 წელს ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის ოფიციალური მაჩვენებლები (ბიულეტენი “დაზღვევა News”, # 46). როგორც გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2001 წელს საქართველოში სადაზღვევო ბაზარი გაფართოვდა. სულ წლის მანძილზე სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებდა 20 კომპანია (მათგან 7 - ახლად შექმნილი), რომელთა მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 24641,3 ათასი ლარი შეადგინა. ეს 40%-ით აჭარბებს 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოზიდული პრემიის 72,2% დაზღვევის არასავალდებულო სახეობების წილად მოდის. გადაზღვევის კუთვნილმა პრემიამ შეადგინა 10539,8 ათასი ლარი, ანუ ჯამური სადაზღვევო პრემიის 42,8%. შეეხება სადაზღვევო ბაზრის მესამე უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს _ ზარალიანობას ანუ სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულ ზარალს, მისმა სიდიდემ 7410,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2000 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად _ 2,2-ჯერ აღემატება. დაზღვევა განხორციელდა 15 სხვადასხვა სახეობაში, რომელთაგან მოცულობის მიხედვით 5 ძირითადი სახეობის (3 ნებაყოფლობითი და 2 სავალდებულო) ჯამური წილი აღემატებოდა სადაზღვევო ბაზრის საერთო მოცულობის 75%-ს, ხოლო ყველა დანარჩენის ხვედრითი წილი ჯამში 25% და ცალ-ცალკე 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ეს გარკვეულწილად სადაზღვევო ბაზრის არათანაბარ განვითარებაზე მიანიშნებს (იხ. ცხრილი 1).

გარდა ციფრობრივი მაჩვენებლებისა, საქართველოს სადაზღვევო სისტემაში მოხდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებაც. კერძოდ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომლის დაფინანსების წყაროა მზღვეველების მიერ მოზიდული სადაზღვევო შენატანების 1%. აღსანიშნავია აგრეთვე ახალი ნორმატიული აქტის _ “დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის” მიღება (იხ. “ააფი”-ს 2001 წლის # 10(22)).

ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა, გამოქვეყნებულ ოფიციალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეეფასება გასული წლის საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები. გარდა აღნიშნული ოფიციალური მონაცემებისა, გათვალისწინებული იქნა აგრეთვე სტატიის ავტორის ხელთ არსებული ზოგიერთი სხვა არაფინანსური ხასიათის ინფორმაციაც.

ცხრილი 1. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით
     

მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით ლიდერი სადაზღვევო კომპანიები წარმოდგენილია მე 2 ცხრილში. ამ მაჩვენებლის მიხედვით შვიდი  საუკეთესო სადაზღვევო კომპანიის წილად მოდის სადაზღვევო შემოსავლების 90,9%.

სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის წარმატებულობის შესაფასებლად აუცილებლად მივიჩნევთ ცალ-ცალკე განვიხილოთ მათი ხვედრითი წილი დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით სახეობებში. როგორც მე-3 ცხრილიდან სჩანს, “ალდაგი”-სა და “იმედი L”-სთვის ხვედრითი წილი სავალდებულო დაზღვევის სახეობებში უფრო დაბალია, ვიდრე დაზღვევის ყველა სახეობის მიხედვით, ხოლო სადაზღვევო კომპანიებისათვის: “მადლი”, “ენიკი” და “ნაბათი” _ უფრო მაღალი. “ბრიტანეთი-კავკასია” და “ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანია” დაზღვევის სავალდებულო სახეობებში ლიდერების რიცხვს არ მიეკუთვნებიან (იხ. ცხრილი 3), სამაგიეროდ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მათ კარგი მაჩვენებლები აქვთ დაზღვევის ნებაყოფლობით სახეობებში. 

საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები ნებაყოფლობითი დაზღვევის სამ ძირითად სახეობაში (სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა) წარმოდგენილია ცხრილებში 4, 5, 6, ხოლო ჯამურად დაზღვევის ყველა ნებაყოფლობითი სახეობის მიხედვით _ მე-7 ცხრილში. მე-7 ცხრილში მოცემული სადაზღვევო კომპანიების წილად მოდის ნებაყოფლობითი დაზღვევის ბაზრის 94,7%, რაც კონცენტრაციის ძალიან მაღალ დონეს წარმოადგენს.

ცხრილი 2. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით
     

ცხრილი 3. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის სავალდებულო სახეობებში
     

ცხრილი 4. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო დაზღვევაში
     

ცხრილი 5. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები ქონების დაზღვევაში
     

ცხრილი 6. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში
     

ცხრილი 7. საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის ნებაყოფლობით სახეობებში
     

ცხრილი 8. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ანაზღაურება
     

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის სხვა უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს _ ზარალის ანაზღაურებას, ამ მაჩვენებლით ლიდერი სადაზღვევო კომპანიები მოყვანილია მე-8 ცხრილში. ამ ცხრილში მოცემული სადაზღვევო კომპანიების წილად მოდის 2001 წლის მანძილზე ანაზღაურებელი ზარალის 94,9%.

სულ ზარალის ანაზღაურება მოხდა დაზღვევის 13 სახეობაში 16 სადაზღვევო კომპანიის მიერ. ანაზღაურებული ზარალის 85,3% მოდის დაზღვევის ნებაყოფლობით სახეობებზე. ყველაზე მაღალი ზარალიანობა დაფიქსირდა სამედიცინო დაზღვევაში _ 51%. საინტერესოა აგრეთვე იმის აღნიშვნა, რომ საკმაოდ დაბალი იყო ზარალიანობის მაჩვენებელი სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში _ მხოლოდ 2%. აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა სადაზღვევო კომპანიების შედარება არა ანაზღაურებული ზარალის მიხედვით, არამედ მათთვის წამოყენებული სარჩელების %-ული დაკმაყოფილების მიხედვით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი მონაცემები არ მოგვეპოვება.

“ააფი”-ს რეიტინგი

საქართველოში სავალდებულო დაზღვევის ბიზნესს სხვადასხვა თავისებურებანი ახასიათებს (მაგალითად, საგადასახადო ინსპექციებში ბალანსების ჩაბარების დროს ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის წარმო-მადგენლების მუდმივი დასწრება). არ ვაპირებთ სავალდებულო დაზღვევაში ლობირების დელიკატური თემის შემდგომ განვითარებას, ვიტყვით მხოლოდ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, დღეს-დღეობით საქართველოში საუკეთესო სადაზღვევო კომპანიებს წარმოადგენენ ისინი, ვინც წარმატებულად ეწევიან თავიანთ საქმიანობას დაზღვევის ნებაყოფლობით სახეობებში. აქედან გამომდინარე, ცხრილი 7 უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხრილი 2.

აღნიშნული გარემოებისა და აგრეთვე სხვადასხვა დამატებითი მოსაზრებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 2001 წელს საქართველოში სადაზღვევო ბიზნესში ლიდერებს წარმოადგენდა ექვსი სადაზღვევო კომპანია, რომელთაგან გამოკვეთილ ლიდერს სს “ალდაგი” წარმოადგენს. “ააფი”-ს რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. “ალდაგი”;
2. “იმედი L”;
3. “ბრიტანეთი-კავკასია”;
4. “ენიკი”;
5. “ანგლო-ქართული სადაზღვევო კომპანია”;
6. “ნაბათი”.

ამ რეიტინგში ვერ მოხვდა სადაზღვევო კომპანია “მადლი”, რომლის ნაკლად მივიჩნიეთ დაბალი აქტიურობა ნებაყოფლობითი დაზღვევის ბაზარზე. ასევე, რეიტინგში არ იქნა შეყვანილი სადაზღვევო კომპანია “მოდუსი”, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2001 წლის მე-4 კვარტლიდან, ამიტომ მისი ჩართვა რეიტინგში გამართლებულად არ ჩავთვალეთ. ჩვენს მიერ დასახელებული ექვსი კომპანიის წილად მოდის დაზღვევის ნებაყოფლობით სახეობებში მოზიდული ჯამური პრემიის 92,9% და 2001 წლის მანძილზე ანაზღაურებული ზარალის 90,2%.

“ააფი”-ს რედაქციას ნავარაუდევი აქვს მსგავსი რეიტინგების რეგულარული (ყოველწლიური) გამოქვეყნება.

გიორგი გვაზავა

შენიშვნა: ჟურნალის რედაქცია იზიარებს სტატიაში მოყვანილ ავტორისეულ მოსაზრებებს.