ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #93
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისათვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #92:

სპორტულ ღონისძიებაზე მორიგი დისციპლინა 100 მეტრზე სირბილია. მონაწილეობს ორი სპორტსმენი: ხვიჩა და გოჩა. პირველ გარბენში ხვიჩამ მოუგო ზუსტად ხუთი მეტრით. მეორე გარბენში ხვიჩა დააყენეს სტარტის ხაზიდან ხუთი მეტრით უკან, გოჩა კი კვლავ სტარტის ხაზთან.

რომელი გაიმარჯვებს ამ გარბენში და რამდენით?

ამოცანის პასუხი:

პირველი გარბენის შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხვიჩას და გოჩას სიჩქარეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 100:95. მეორე გარბენის დროს ისინი გაუთანაბრდებიან ერთმანეთს ფინიშამდე ხუთი მეტრით ადრე (ამ მომენტამდე ხვიჩა გაირბენს 100, ხოლო გოჩა 95 მეტრს). აქედან უკვე ნათელია, რომ ფინიშთან პირველი ისევ ხვიჩა მივიდა, რადგან იმ დროში, რაც მან ხუთი მეტრის გარბენას მოანდომა, გოჩამ გაირბინა 5*95/100=4.75 მეტრი.

ამგვარად, მეორე გარბენში გაიმარჯვებს ხვიჩა 25 სანტიმეტრის წინსწრებით.
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა თამარ ელენინმა.

მორიგი ამოცანა #93:
     გადაიღეთ ამ გვერდის ქსეროასლი და შემდეგ აკურატულად ამოჭერით ცხენის (იხილეთ სურათი) 6-ვე ნაწილი. დააწებეთ ისინი სუფთა ქაღალდზე ისე, რომ მიიღოთ ცხენის გამოსახულება. მიღებული სურათი გამოგვიგზავნეთ ფაქსით ან ფოსტით, ან მოგვიტანეთ უშუალოდ რედაქციაში. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი შეძლებს ამ ექვსი ნაწილისაგან ერთი ლამაზი ცხენის გამოსახულება მიიღოს.

"ააფის" მე-100 საიუბილეო ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით, ჟურნალის რედაქციამ ამ ამოცანის ამოხსნაში გამარჯვებულისთვის დააწესა სპეციალური პრიზი - 100 (ასი) ლარი.

რედაქციის ფაქსის ნომერია 39-33-50,მისამართი:თბილისი 0177, ვაჟა-ფშაველას გამზ. # 41, IV სართული.

პასუხები მიიღება 31 მაისამდე.

გისურვებთ წარმატებებს!

გიორგი ცერცვაძე
რამაზ ლიპარტელიანი