ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#1(109), 2009
"საქართველოს ბანკმა" "ორინჯ ბარათის" მომსახურების ტარიფები შეცვალა

"საქართველოს ბანკის" ცნობით, საკრედიტო ანუ "ორინჯ ბარათის" ღირებულება ლიმიტების შესაბამისად განისაზღვრება: 500-ლარიანი ბარათი 20 ლარი ეღირება, 501 ლარიდან 1000 ლარამდე ლიმიტის - 30 ლარი, ხოლო 1000 ლარიანი - 40 ლარი. 500 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ბარათის ღირებულება 15 აშშ დოლარით განისაზღვრება, 501-დან 1000 აშშ დოლარამდე - 20 აშშ დოლარით, ხოლო 1000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე ბარათი 25 აშშ დოლარი ეღირება.

საკრედიტო ბარათიდან "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებში თანხის განაღდება 4,5 პროცენტამდე იზრდება (მინიმალური 2 ლარი ან 1 აშშ დოლარი, ვალუტის შესაბამისად), "საქართველოს ბანკის" ბანკომატებში - 3,9 პროცენტამდე (მინიმალური 2 ლარი ან 1 აშშ დოლარი), ხოლო სხვა ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებში - 4,5 პროცენტამდე (მინიმალური 5 ლარი, ან 3 აშშ დოლარი).

"საქართველოს ბანკს" ამ ეტაპზე მიმოქცევაში 250 ათასი "ორინჯ ბარათი" აქვს. ბანკმა რამდენიმე კვირის წინ განვადების მომსახურების დეპარტამენტი მთლიანად გააუქმა, რასაც 830 თანამშრომლის შემცირებაც მოჰყვა. როგორც ხელმძღვანელობა აღნიშნავს, განვადების სერვისი საკრედიტო ბარათის მომსახურებით ჩანაცვლდება, რაც უფრო იაფიცაა და მოსახერხებელიც. "საქართველოს ბანკი" მომხმარებლისთვის ახალი ტიპის საკრედიტო ბარათის შეთავაზებასაც გეგმავს.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 6 მლრდ ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის დასაწყისთან შედარებით, 1401,6 მლნ ლარით (30,6%) გაიზარდა და 2009 წლის პირველი იანვრისათვის 6 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13%-ით გაიზარდა და 1,6 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 38,7% შეადგინა და 4,4 მლრდ ლარს მიაღწია. სესხების საერთო მოცულობის ზრდის 86,6% უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია.

2008 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 678,5 მლნ ლარის (წლის დასაწყისთან შედარებით, 12,2%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 2,6 მლრდ ლარის (წლის დასაწყისთან შედარებით, 27%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 138,7 მლნ ლარი შეადგინა; 1,6-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 36,1 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა - შესაბამისად, 4,2 და 1,1 პროცენტი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47,1% ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 14,8%-ით გაიზარდა და 1,6 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20,4%-ს შეადგენს, რაც 2009 წლის პირველი იანვრისათვის 679,7 მლნ ლარით განისაზღვრა (29%-ით მეტი წლის დასაწყისთან შედარებით); 12,1% მოდის მშენებლობაზე, რაც 401,1 მლნ ლარია (შესაბამისად, 9,7%-ით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79,6% მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2008 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად - 57,8%-ით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის პირველი იანვრისათვის 2,5 მლრდ ლარს მიაღწია.