ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #102
#1(109), 2009
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #101:

კრუპიემ მაგიდაზე გვერდიგვერდ დააწყო სამი ბანქო. ორი მათგანი ტუზია, ერთი ჯოკერი. კრუპიესთვის თანმიმდევრობა ცნობილია, ხოლო თქვენთვის - არა. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელიმე ბანქოზე და დაუსვათ კრუპიეს კითხვა, რომელსაც ის უპასუხებს "დიახ" ან "არა"-ს. თუ თქვენს მიერ მითითებულ ბანქოზე არის ტუზი, კრუპიე გიპასუხებთ სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრუპიემ შეიძლება გიპასუხოთ სიმართლე, შეიძლება ტყუილი. შეძლებთ თუ არა თქვენ ერთადერთი კითხვით ზუსტად დაადგინოთ, რომელია ტუზი?

ამოცანის პასუხი:

უნდა მივუთითოთ პირველ (მარცხენა) ბანქოზე და ვკითხოთ, არის თუ არა მის გვერდით ანუ მეორე (შუა) ბანქო ტუზი. დადებითი პასუხის შემთხვევაში შუა ბანქო ტუზია (გარანტირებულად), უარყოფითის შემთხვევაში კი მესამე (მარჯვენა) ბანქოა ტუზი (გარანტირებულად). მართლაც, თუ ჩვენს მიერ მითითებული პირველი ბანქო ტუზია, კრუპიე სიმართლეს გვეუბნება და მისი პასუხიდან გამომდინარე ("კი" თუ "არა") ჩვენც შესაბამის არჩევანს ვაკეთებთ, ხოლო თუ პირველი ბანქო ჯოკერია, მაშინ კრუპიეს პასუხის მიუხედავად ორივე დანარჩენი ტუზია და შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენი არჩევანი (შუა ბანქოს ავირჩევთ თუ ბოლოს) სწორია.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა #102

ქალაქგარეთ ფეხით მოსეირნე ოფიცერმა შემთხვევით უკან მოიხედა და შეამჩნია, რომ მას 50 მეტრის დაშორებით უკან ასევე ფეხით მოსეირნე ქალი მოყვებოდა. ოფიცერი მოტრიალდა და ქალისაკენ გაემართა. უყურებდნენ რა ერთმანეთს თვალებში, ოფიცერმა და ქალმა კიდევ 25-25 მეტრი გაიარეს, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მათ შორის მანძილი კვლავ 50 მეტრი დარჩა.

როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ჩარლზ დიკენსის "საშობაო მოთხრობები";

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო"; 

4) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი