ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
№7 (127), 2010
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას დააჩქარებენ

ბაქოში გამართულ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დაჩქარდება.

როგორც ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, აზერბაიჯანულმა მხარემ ყველა სამუშაო დაასრულა, ქართული მხარე სამუშაოების მოცულობას 50 პროცენტამდე გაზრდის და შესაძლოა, რკინიგზა ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდეს. თუმცა, მამედოვმა ისიც აღნიშნა, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევისას, სამუშაოები 2012 წლამდე გაგრძელდება.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" "შავ სიაში" 50-მდე კომპანია მოხვდა

ერთი წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" "შავ სიაში" 50-მდე კომპანია მოხვდა. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ინფორმაციით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში 48 ორგანიზაცია ფიქსირდება, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც ისინი „შავ სიაში" მოხვდნენ და ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება დაკარგეს.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" „შავ სიაში" იურიდიული ფირმების გარდა ინდმეწარმებიც მოხვდნენ. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად არაკეთილსინდიერთა ნუსხაში მოხვდნენ: შპს "კაპეზარო; შპს "ახალი პროდუქტი"; შპს „იმერეთმშენი"; შპს „სილქ როუდ მოტორსი"; ფიზიკური პირი ვალერიან ათანელიშვილი; შპს "არქსტუდია პერისტილი"; შპს "დარი"; შპს "ფუნდაშენი"; შპს "მილქი"; შპს "ვიპ დიზაინი"; შპს "ჩაილდ სმაილი"; შპს "იბერია ავტოლენდი"; შპს "კომფორტი"; შპს "სოფთმასტერი"; ი/მ "პაატა ხულელიძე"; შპს ,,ინდუსტრია 2"; შპს "ემი"; შპს "ნოვა XXI"; შპს "გრინსერვისი"; შპს "ოპიზარი XXI"; შპს „ურჯი"; შპს "აკსმშენი"; შპს "დრ. დორგერ კონტრაქტ ქლინინგი"; შპს „პისიშოპ.ჯი"; შპს „სადეზინფექციო სერვისი +"; შპს "კილი"; ი/მ "დარეჯან ჩემია"; შპს "ტე-ეს-ელ"; შპს "გამწვანების, მცენარეთა ფორმირების და დაცვის საწარმო"; შპს "რეკონსტრუქცია+"; შპს "მი და კო"; შპს "ქეით ჯი"; შპს "ემერგომედ ჯორჯია"; შპს "ნიკე"; შპს "ქემაილი"; ი/მ "ნიკოლოზ ბერაია"; ი/მ "მალხაზ ჭოჭუა"; შპს "სპინი"; შპს "ეი-ჯი-გრუპი"; შპს "ტექნოიმპორტი"; შპს "საბა მოტორსი"; შპს "მილენიუმ დეველოპმენტი"; ი/მ "პეტრე დევრიშაძე"; შპს "მობი ქარი"; ს/ს "ფეიქარი 95"; ი/მ "ფრიდონ კობახიძე"; შპს "ელექტრომექტექნიკალ ესოშიეითს"; შპს „პირამიდა 2002"; შპს "იელი"; შპს სსგ „იბერია".

საგადასახადო დავის დაწყება გამარტივდა

ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო დავის დაწყება გაამარტივა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო დავის დაწყება ფინანსთა სამინისტროს ინტერნეტ-პორტალის გამოყენებით შეეძლებათ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნებისმიერი გადამხდელი, რომელიც ელექტრონული დეკლარირების სისტემით სარგებლობს, ელექტრონულ საჩივარს უკვე ინტერნეტით გააგზავნის. ელექტრონული საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
 
„აღსანიშნავია, რომ წერილობით წარდგენილი საჩივრისგან განსხვავებით, ელექტრონული საჩივარი მომენტალურად ხვდება უშუალო შემსრულებელთან, რაც საჩივრის განხილვის ხანგრძლივობას ამცირებს. ამასთანავე, ახალი სერვისის საშუალებით მომჩივანი მისი საჩივრის მიმდინარეობასა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიიღებს“, – განმარტავენ სამინისტროში.

მსოფლიო ბანკი საქართველოს 50 მლნ აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში (DPO-2). ეს რიგით მეორე ღონისძიებაა იმ სამ ღონისძიებათაგან, რომლებიც მიზნად ისახავს ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ეს ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელებას, რომლებმაც უნდა შეარბილოს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, დააჩქაროს აღდგენის პროცესი და მოამზადოს საქართველო კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის.

განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება მოიცავს განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის დაფარვის ვადაა 20 წელი, რომელიც მოიცავს 10-წლიან შეღავათიან პერიოდს. განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხის დაფარვის ვადაა 27 წელი, რომელიც მოიცავს 8-წლიან შეღავათიან პერიოდს.

განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება დაეხმარება მთავრობას, რომ ორგანიზებულად მოახდინოს გადასვლა კრიზისის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარებასა და საქართველოს მომზადებაზე კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სფეროებში რეფორმების გარდა, იგი ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისთვის, როგორიცაა სახელმწიფო ფინანსების ეფექტურობის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა და გარე ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

„რეფორმების პაკეტის მხარდაჭერით, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი ძალას იკრებს. საგადასახადო, საბაჟო და ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმები ეხმარება ქვეყანას კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებასა და ინვესტორთა ნდობის განმტკიცებაში და იმავდროულად იზრდება სოციალური დაცვის სისტემის დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით შემოსავლებს ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად", - დასძინა მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ასად ალამმა.

განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში გამოიყო 85 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა ანტიციკლური ფისკალური სტიმულების მხარდაჭერას 2009 წელს ეკონომიკური ვარდნის შედეგების შესარბილებლად. მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოსთვის უტოლდება დაახლოებით 1,4 მილიარდ აშშ დოლარს 49 პროექტისათვის.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5.2 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5,2% ით, ანუ 74 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,7%-ით, ანუ 71 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკიდან გახდა ცნობილი.

სებ-ის ინფორმაციით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე 2010 წლის ივნისის ბოლოსათვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 699 მლნ ლარი (წინა თვესთან შედარებით 5,5%-ით ანუ 36,5 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2,6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1,7%-ით ანუ 44,2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი. მთლიანად კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 2,6 პროცენტით გაიზარდა და 5,7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

"ბაზისბანკი" ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა

ევრობანკმა "ბაზისბანკი" TFP პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა.

„ბაზისბანკისა" და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა „ბაზისბანკს" გამოუყო 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად", - განაცხადეს „ბაზისბანკიდან".

მათივე ინფორმაციით, 2008 წლის მაისში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების სურვილის საფუძველზე, ევრობანკმა განახორციელა ინვესტიცია "ბაზისბანკის" აქციების 15%-იანი წილის შეძენით. ვინაიდან "ბაზისბანკის" სტაბილურობა, მრავალწლიანი გამოცდილება, გონივრული მენეჯმენტი და ფინანსური გამჭვირვალობა მიმზიდველი პლატფორმა აღმოჩნდა ამ ოპერაციისთვის, EBRD-მა განახორციელა წარმატებული კაპიტალდაბანდება და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი „ბაზისბანკის" შემდგომ ზრდასა და ინსტიტუციური მშენებლობის გეგმის განხორციელებაში.

2008 წლიდან ევრობანკმა „ბაზისბანკს" TFP პროგრამის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად 2 000 000 აშშ დოლარის მოცულობის ლიმიტი გამოუყო. „ბაზისბანკმა" სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადებული ჯგუფის მეშვეობით მრავალი ტრანზაქცია განახორციელა.