ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №119
№7 (127), 2010
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა#118:

კინოთეატრში არის 20 რიგი და ყოველ რიგში არის 25 ადგილი. კინოთეატრში არსებობს წესი, რომლის თანახმადაც მაყურებელი, რომელიც დააცემინებს სეანსის მსვლელობისას, აძლევს 1 ლარს ყველა მის მეზობელს (მეზობლებად ითვლებიან წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ მჯდომი მაყურებლები). თავიდან ყველა მაყურებელს ჰქონდა თანაბარი რაოდენობის ფული. უეცრად, ვაჟამ დააცემინა და გადაიხადა კიდეც წესის მიხედვით. იპოვეთ დაცემინებათა ის მინიმალური რაოდენობა, რომლის შემდეგაც ყველა მაყურებელს ისევ ექნება თანაბარი რაოდენობის ფული.

ამოცანის პასუხი:

ცხადია, რომ ვინაიდან ყველა მაყურებელს საბოლოოდ ისევ თანაბარი რაოდენობის ფული დარჩება, თითოეულ მაყურებელს დარჩება იმდენი თანხა, რაც ჰქონდა დასაწყისში. ვაჩვენოთ, რომ ამისთვის თითოეულმა მაყურებელმა უნდა დააცემინოს სულ მცირე ერთხელ მაინც. დავუშვათ საწინააღმდეგო: ვთქვათ, დარბაზში მოიძებნება მაყურებელი, რომელიც არ დააცემინებს საერთოდ. მაშინ ცხადია, მისი არცერთი მეზობელიც არ დააცემინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფულს მიიღებდა დამცემინებლისაგან. ანალოგიურად, არ დააცემინებენ არც ამ მეზობლების მეზობლები და ა.შ. საბოლოოდ გამოვა, რომ არ დააცემინებს არცერთი მაყურებელი, მათ შორის არც ვაჟაც. ეს კი ეწინააღმდეგება ამოცანის პირობას.

ადვილი შესამჩნევია, რომ ვაჟას დაცემინების შემდეგ საკმარისია ყველამ ზუსტად ერთხელ დააცემინოს, რათა თითოეულ მაყურებელს დარჩეს ის თანხა, რა თანხაც მას ჰქონდა სეანსის დაწყებამდე. ე.ი. დაცემინებათა საძიებელი მინიმალური რაოდენობაა 20x25-1=499.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ოთარ ტატალაშვილმა.

მორიგი ამოცანა #119:

A და B ქალაქებიდან ერთმანეთის მიმართულებით ერთდროულად გამოვიდა ორი მგზავრი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 13:00 სთ-ზე და შემდეგ გააგრძელეს გზა. A ქალაქიდან გამოსული მგზავრი B ქალაქში ჩავიდა შეხვედრიდან ოთხნახევარი საათის შემდეგ, ხოლო B ქალაქიდან გამოსული მგზავრი A ქალაქში ჩავიდა შეხვედრიდან რვა საათის შემდეგ.

რომელ საათზე გამოვიდნენ მგზავრები A და B ქალაქებიდან?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95) 59 02-75.

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია