ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
პროკრედიტ ბანკი მმართველ გუნდში ცვლილებებს აცხადებს
#8 (128), 2010
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე "პროკრედიტ ბანკი საქართველომ" პრესას მმართველ გუნდში ცვლილებების შესახებ განუცხადა. ქ-ნი მაია მერედოვა, რომელიც 2007 წლიდან ბანკის დირექტორია, ბ-ნ ფილიპ პოტს შეცვლის, რომელსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ქ-ნი მაია მერედოვა 2007 წლიდან "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა განყოფილებებთან ერთად ადამიანური რესურსების, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისა და ორგანიზაციების განყოფილებებს კურირებს.

საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ქ-ნი მაია მერედოვა მუშაობდა "პროკრედიტ ბანკი სერბიაში" და ფინანსურ კომპანიაში "პროკრედიტ მოლდოვა". ქალბატონი მაია ასევე მუშაობდა ყირგიზეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიკრო და მცირე საწარმოთა ხელშეწყობის სამსახურის მრჩევლად და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში კერძო და ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების მსოფლიო ბანკის კონსულტანტად.

"პროკრედიტ ბანკი საქართველოს" მენეჯმენტის საბჭო ამჟამად ოთხი წევრისგან შედგება: ქ-ნი მაია მერედოვა, გენერალური დირექტორი, ბ-ნი საშა ტერნესი, დირექტორი, და მენეჯმენტის გაფართოებული საბჭოს წევრები - ბ-ნი ავთანდილ გოგოლი და ქ-ნი ქეთევან ხუსკივაძე.

ბ-ნი ფილიპ პოტი ფრანკფურტში, სს "პროკრედიტ ჰოლდინგში" გადავიდა და ჯგუფის საქმიანობის განვითარების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. 2010 წლის აპრილში იგი "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, ხოლო ამჯერად საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ბ-ნ შტეფან ბოვენს შეცვლის. ბ-ნი ბოვენი "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დარჩება.

მაია მერედოვა, "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი:

"უკვე სამ წელზე მეტია, საქართველოში ბანკის მმართველი გუნდის წევრი ვარ და ვამაყობ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ უნიკალურ საბანკო დაწესებულებას ჩავუდგე სათავეში, სადაც თანამშრომლები არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური, არამედ საქმისადმი თავდადებული და ბანკის მისიის ერთგულნი არიან. სწორედ ეს გამოარჩევს პროკრედიტ ბანკს სხვა საბანკო დაწესებულებებისაგან და სწორედ ამიტომაა აქ სამუშაო გარემო ასეთი სასიამოვნო და მრავლისმომცემი. მე ძალისხმევას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ბანკის სამომავლო განვითარებისა და გაფართოების სტრატეგია გონივრულად განხორციელდეს და ბანკმა მომავალშიც განუხრელად შეასრულოს თავის მისია - სანდო, სოციალურად პასუხისმგებელი მომსახურება გაუწიოს ქართულ ბიზნესსა და ოჯახებს".

შტეფან ბოვენი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

"სამ წელზე მეტია, ქ-ნი მაია მერედოვა მმართველი გუნდის წევრია და ამ დაწესებულებას ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი მაია ძლიერი, უაღრესად კომპეტენტური და თავდადებული მმართველია, რომელიც იზიარებს საიმედო და პასუხისმგებლობის მატარებელი ბანკის ჩვენეულ ხედვას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელმძღვანელობით "პროკრედიტ ბანკი საქართველო" შეინარჩუნებს და განიმტკიცებს წამყვან პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე".

ფილიპ პოტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:

"საქართველოში ოთხი წლის მუშაობის შემდეგ, მინდა, გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი თანამშრომლებისადმი მათი თავდადებული მუშაობისათვის, კლიენტებისადმი - ჩვენი ძალისხმევის დაფასებისათვის, და ჩვენი პარტნიორებისადმი - მათი მხარდაჭერისათვის. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე და შემიყვარდა ეს დიდი ისტორიისა და ბრწყინვალე მომავლის მქონე ქვეყანა. ახალ თანამდებობაზე "პროკრედიტ ბანკი საქართველოსთან" მჭიდრო ურთიერთობას შევინარჩუნებ და მხარს დავუჭერ მის სამომავლო განვითარებას".